Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы (Грузия - Тендер #69626516)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 69626516
Дата публикации: 30-12-2025
Сумма контракта: 67 627


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250024710
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.12.2025 18:26
Начало приема предложения 09.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 67`627.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 31100000-Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы
Коды классификатора
  • 31100000 - Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы
  • 31120000 - Генераторы электричества
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
დიზელ გენერატორი (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით ობიექტზე).
Количество и объём закупок 1 ცალი
Шаг снижения цены 271.00 GEL
Размер гарантии 676 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia devnozashvili :: 17.12.2025 13:52
  • Последнее исправление: natia devnozashvili :: 30.12.2025 18:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661356&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დიზელ გენერატორი (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით ობიექტზე).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი მახასიათებლების მქონე 1 ცალი დიზელ გენერატორის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით ობიექტზე) მოწოდება:

1.2.1. დიზელ-გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები:

1.2.1.1. საწვავის ტიპი - დიზელი;
1.2.1.2. დიზელ-გენერატორი სიმძლავრით არანაკლებ 300 კვა/240 კვტ;
1.2.1.3. ძაბვა 400/230 ვოლტი, 50 Hz, 3 ფაზა;
1.2.1.4. ძრავის ბრუნვის სიჩქარე (Engine Speed) - არანაკლებ 1500 rpm (ბრუნი წუთში);
1.2.1.5. დაცვა არანაკლებ IP22;
1.2.1.6. შესაბამისი სიმძლავრის ავტომატური მართვის პანელი (AVR)-ით;
1.2.1.7. შენობაში ელ.ენერგიის გათიშვის დროს ავტომატური გადამრთველით;
1.2.1.8. ხმის ჩამხშობი კაბინით, კაბინის გასაღებიანი კარით;
1.2.1.9. დიზელ-გენერატორი უნდა წარმოადგენდეს:
- მონობლოკს, აგრეგატისა და გამომავალი ელ. პარამეტრების კონტროლისა და მართვის პანელით;
- ინტეგრირებული საწვავის ავზით;
- დიზელ-გენერატორის ასამუშავებლად განკუთვნილი აკუმულატორით და აკუმულატორის დამტენით;
- ზეთით და ზეთის ფილტრით;
- ჰაერის ფილტრით;
- წყლის გაგრილების სისტემით;
- ძრავის გაგრილების სიტემის გამათბობელით (ზამთრის პირობებში გენერატორის ამუშავებისთვის);
- ავარიულ სიტუაციაში ავტომატურად გათიშვის ფუნქციით;
- გრაფიკული LCD მონიტორი;
1.2.1.10. პერიოდული სერვისის მოთხოვნის მაჩვენებელი:
- ძრავის ზეთის;
- ძრავის ტემპერატურის;
- ზეთის წნევის;
- საწვავის დონის;
- ნამუშევარი საათების;
- ჩართვების რაოდენობის;
- ამპერაჟის, ვოლტაჟის და სხვა მახასიათებლების მაჩვენებელი;
- აკუმულატორის მინიმალური და მაქსიმალური ძაბვის ასახვა;
- მინიმუმ ინგლისურ ენოვანი მხარდაჭერა;
1.2.1.11. ავტომატური მართვის პანელი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სიმძლავრის გადამრთველი კონტაქტორებით;
1.2.1.12. გენერატორს უნდა გააჩნდეს დაცვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გენერატორის გათიშვას შესაბამისი გარემოებების დადგომისთანავე, ასევე დამცავი ხუფი.

შენიშვნა: დიზელ-გენერატორი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი.

1.2.2. საქონელს მიწოდებისას თან უნდა ახლდეს საქარხნო შემოწმების აქტი (FAT), ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული. შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (ან მისი ასლი) უნდა გადაეცეს შემსყიდველს. მიმწოდებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს დიზელ-გენერატორის ტექნიკური პასპორტი და ექსპლუატაციის ინსტრუქცია ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული.

1.2.3. საქონელს უნდა გააჩნდეს და მოწოდებისას ფიზიკურად დატანილი უნდა ჰქონდეს CE მარკირება.

1.2.4. სამონტაჟო სამუშაოები (თანმდევი მომსახურება) უნდა მოიცავდეს შემდეგს:

1.2.4.1. მიმწოდებელმა გენერატორის განსათავსებლად უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე არსებული მიწაყრილის მოსწორება-მოშანდაკება და გენერატორის დასადგმელად შესაბამისი ზომის არმირებული ბეტონის (არანაკლებ M250 მარკის) ფილის მოწყობა;
1.2.4.2. მიმწოდებელმა მიწოდების სერვისის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს:
- შენობის ცენტრალურ ელ. მომარაგების ფარებზე გენერატორის შესაბამისი სიმძლავრის კაბელით მონტაჟი (დაახლოებით 100 მეტრი);
- ძალოვანი კარადის მონტაჟი გამავალი ხაზებისთვის, შემსყიდველი მიერ მითითებულ ადგილას;
- ავტომატური ამომრთველების მონტაჟი (400A – 1 ცალი; 100 A 7 ცალი);
- AVR - ის მონტაჟი კარადასთან ერთად, ძალოვან კარადაზე დაერთებით;
- უნდა მოეწყოს დამიწების ქსელი მოთუთიებული 40*4მმ ზომის მასალით. საქონლის დამონტაჟების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა შეადგინოს და შემსყიდველს წარუდგინოს ადგილზე შემოწმების აქტი (SAT).

1.2.5. ადგილზე ინსტალაციის შემდეგ ჩასატარებელი შემოწმებები:

1.2.5.1. შემოწმება დატვირთვაზე; 50% დატვირთვა არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში; 100% დატვირთვა არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში; ჩართვის დროის და სრულ დატვირთვაზე გადასვლის დროის შემოწმება;
1.2.5.2. შემსყიდველი უფლებამოსილია შესაბამისი უფლებამოსილი პირის საშუალებით შეამოწმოს გენერატორის ხმაურის დონე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ დონეს;
1.2.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამის დატვირთვაზე ტესტირების დროს უზრუნველყოს დიზელ-გენერატორი შესაბამისი საცხებ-საპოხი მასალით ( ზეთი, ფილტრი, საწვავი და ა.შ).
1.2.5.4. მიმწოდებელმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომელს უნდა ჩაუტაროს დიზელ გენერატორების ექსპლუატაციისათვის საჭირო სწავლების კურსი;
1.2.5.5. მიმწოდებელმა შპს „საქართველოს მელიორაციას“ უნდა წარუდგინოს ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა შესაბამის დარგში აკრედიტირებული ორგანოს ექსპერტიზის
დასკვნა დიზელ-გენერატორისა და შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შესახებ, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.



სატენდერო წინადადების ფასი და ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 45 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია: ქ.თბილისი ვლ.წითლანაძის I შესახვევი N1.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. დიზელ გენერატორზე (როგორც ძირითად აგრეგატზე - დიზელ-გენერატორზე, ასევე მაკომპლექტებელ ნაწილებზე და შესრულებულ სამუშაოებზე) საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს ან 1500 სამუშაო საათს, რომელიც ადრე დადგება (სწორი ექსპლუატაციის პირობებში). საგარანტიო მომსახურების ვადის ათვლა დაიწყება შესასყიდი საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

1.7.1.2. "მიმწოდებლის" მიერ საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს იმ გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი საგარანტიო ვადის პერიოდში, სწორი მოხმარების პირობებში არ გახდება უვარგისი ექსპლუატაციისათვის და შეინარჩუნებს კარგ საექსპლუატაციო თვისებებს. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს ნივთობრივი ნაკლი. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, წუნდებული საქონლის ჩანაცვლება უნდა მოხდეს დამატებითი ხარჯების გარეშე.

1.7.1.3. მიწოდებული შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ხარვეზის, არაშემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით. აღნიშნულის შესახებ "შემსყიდველი" ატყობინებს "მიმწოდებელს" წერილობით ან/და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), მომწოდებლის ელექტრონულ სისტემაში მითითებულ რეკვიზიტებში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე.

1.7.1.4. შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის, შემსყიდველთან შეთანხმებული გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე მეტი.

1.7.1.5. ინფორმაცია საგარანტიო ვადის თაობაზე მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს დანართი N2 -ის შესაბამის ველში.

1.7.1.6. პრეტედენტს შეუძლია შემსყიდველს შესთავაზოს ზემოთ აღნიშნულ საგარანტიო ვადაზე მეტი მოქმედების ვადის მქონე, კონკრეტული საგარანტიო ვადა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის შესახებ.

2.1.1.2 მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, მოდელის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური მახასიათებლების, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.1 ქვეპუნქტით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ საქონლის ტექნიკური მახასიათებლებთან შესაბამისობას. კერძოდ, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ან/და ამონარიდი მწარმოებლის ოფიციალური ინტერნეტ საიტიდან, ინტერნეტ მისამართ(ებ)ის (ლინკი) მითითებით. აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი/ამონარიდი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სადაც მწარმოებელი ადასტურებს, რომ შემოთავაზებულ საქონელს გააჩნია CE მარკირება. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

2.9 other additional requirements

1. შევსებული დანართი N1 Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი);
3. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ტექნიკური მახასიათებლების, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.1 ქვეპუნქტით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით).
4. ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის CE მარკირებას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს:
ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია დევნოზაშვილი, 597774455, Natia.Devnozashvili@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

3. ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მწარმოებელი, ბრენდი და მოდელი ან/და კოდი ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური". ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი.

4. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

5. სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

6. თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად შესასყიდი საქონლის ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru