Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #69612255)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Akhaltsikhe Municipality City Hall
Номер конкурса: 69612255
Дата публикации: 30-12-2025
Сумма контракта: 150 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250024656
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.12.2025 16:03
Начало приема предложения 10.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 150`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
,,ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სანიაღვრე არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა“
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 650.00 GEL
Размер гарантии 1`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariami gogoladze :: 12.12.2025 15:32
  • Последнее исправление: mariami gogoladze :: 30.12.2025 16:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660644&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

,,ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სანიაღვრე არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა“

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სანიაღვრე არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება 2026 წლის განმავლობაში.
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების ვადები, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მიწოდების ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრება დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს მუნიციპალიტეტი.
1.2.3 დეტალური ტექნიკური დავალება მოიცავს, მომსახურების გაწევის ვადებს, დასაპროექტებელი ობიექტის დასახელებას, მის ადგილ-მდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითადი სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას.
1.2.4 სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.
1.2.6 სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
1. განმარტებითი ბარათი; (უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას როგორც არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე საპროექტო გადაწყვეტილების შესახებ)
2. სიტუაციური რუკა 1:2000 მასშტაბით;
3. ტოპოგრაფიული გეგმა;
4. საინჟინრო გეოლოგიური კვლევები;
5. გზის მაგისტრალის სქემატური ნახაზი;
6. ტრასის (პიკეტების) დამაგრების უწყისი;
7. რეპერების დამაგრების უწყისი;
8. გეგმა, ჭრილები, შესაბამისი ნახაზები(განივი და გრძივი - პიკეტაჟების მიხედვით);
9. გზის საფუძვლისა და საგზაო სამოსის კონსტრუქციის მუშა ნახაზებს;
10. სამუშაობის მოცულობათა კრებსითი უწყისი;
11. სამუშაოთა მოცულობის უწყისები პიკეტაჟის მიხედვით; (ორმოების შევსების, გრუნტისაგან
გაწმენდის, საფუძველის, სავალი ნაწილის ფართის და სხვა საჭირო სამუშაოებისათვის);
12. მასალების სპეციფიკაცია,
13. სამუშაოების შესრულების კალენდარული გრაფიკი;
14. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (რესურსული მეთოდით და სამუშაოების ჩამონათვალით და მოცულობებით);
15. ტექნიკური დავალება;
16. სამუშაოებისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმებისა და დანადგარების ჩამონათვალი;
17. არსებული სიტუაციის ფოტომასალა;
18. საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნები.
19. საავტორო ზედამხედველობას მიმწოდებელი ახორციელებს სამუშაოების მიმდინარეობის

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 იმ შემთხვევაში, თუ დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ, თითოეულ ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები განისაზღვრება არაუმეტეს 60 კალენდარული დღით.
1.4.3 იმ შემთხვევაში, თუ დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ, თითოეულ ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება ნაკლებია 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით) განისაზღვრება არაუმეტეს 45 კალენდარული დღით.
1.4.4 საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული პროექტის შესრულების ვადების გაგრძელება დაიშვება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არაუმეტეს 20 კალენდარული დღის ვადით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1.5.2 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
1.5.3 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ;
1.5.4 ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).
1.5.5 ახალციხის მუნიციპალიტეტი- ქ. ახალციხე. კოსტავას ქ. #18

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1.პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
2. პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერი გამოცხადების თარიღამდე 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის (საპროექტო) ღირებულების, საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
3.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია დანართი N2-ში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N2–ის შესაბამისად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• საავტომობილო გზებისა მშენებლობის სპეციალისტი – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი და 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი;
• ინჟნერ-მშენებელი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;

2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ძირითადი სპეციალისტი მიერ.
გ)) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბერისა.

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.
4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ტენდერით გათვალისწინებული მიზნებისათვის მოხდება მიმწოდებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
5. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში;
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
გ) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლების ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში;
2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში;
3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ყოველ კონკრეტულ ობიექტზე საპროექტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება, მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების იმ პროცენტის ოდენობით რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული.
(2) მიმწოდებლისთვის პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება, შემსყიდველისათვის წერილობითი წარდგენილი დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული დოკუმენტაციის და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ამ საპროექტო დოკუმენტაციაზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე. ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ. მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).
(3) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე დაკავებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის 10%, რომლის დაბრუნებაც განხორციელდება დაპროექტებული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა.
(4) მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტია მოქმედი უნდა იყოს 2028 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.
(5) იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერი კაპანაძე, 591449610, axalcixeshesyidvebi@gmail.com სატენდერო კომისიის წევრი: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი სტეფანე კაჭკაჭაშვილი ტელ: 591 44 96 54

additional information/document

10.1 additional information/documents

1.მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
2. საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს) რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს.
3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
4. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრისას პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №55 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“.
8. დანართი #1-ის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
9. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს დღგ–ს ჩათვლით, თუ იგი დღგ–ს გადამხდელია,რაც უნდა იყოს ასახული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში,
10. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ტენდერის დასრულების დღეს მოქმედი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ტენდერით გათვალისწინებული მიზნებისათვის მოხდება მიმწოდებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

30-12-2025 Providing Footpath and Pavements with CC Interlock paverblock in front and sides of office block at Akashvani Trivandrum.

30-12-2025 ARMO to office cum campus of DDK, Jaipur during the year 2025-26.SH:- Replacement of polyethylene water storage tank and external water supply line for Admin block toilets..

30-12-2025 Internal finishing of type D-8 & C-21 qtr for Akashvani colonyat Lucknow (UP)..

30-12-2025 Providing service for the Operation and Maintenance of 33 11 KV Transformer, Panels, DG Set Substation, STP, WTP, AHUs, SCADA, firefighting, plumbing, carpentry and Internal and External Street Lighting and Electrical Installations.

30-12-2025 [Supply, installation, erection and commissioning of 11kv Grade on-load isolator for different feeder under MRSS Dhori Area].

30-12-2025 [Design and installation of float cum boost charger with battery bank and laying of separate DC/AC connectivity for different breakers, transformer etc at 12 no. sub station of AADOCM, Dhori Area.].





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru