Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69597970)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Administration of State Representative in Adigeni, Aspindza, Akhaltsikhe, Akhalkalaki, Borjomi and Ninotsminda Municipalities
Номер конкурса: 69597970
Дата публикации: 29-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024595
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.12.2025 18:11
Начало приема предложения 06.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 09.01.2026 16:00
Предполагаемая цена прейскуранта 411`722.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 23`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`058.61 GEL
Размер гарантии 230 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elguja gogoladze :: 29.12.2025 12:51
  • Последнее исправление: elguja gogoladze :: 29.12.2025 18:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663696&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქან(ებ)ის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გაწევა
2) ტექნიკური დავალება:
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებულ სერვისცენტრში ავტომობილებს უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:
ა) პროფილაქტიკური და კომპიუტერული დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება;
ბ) სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
გ) საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
დ) საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.
3). მანქანის ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, რიგგარეშე;
4) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული შემსყიდველის და მიმწოდებლის მიერ შედგენილი დათვალიერების (დეფექტურ) აქტში.
5) ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტში განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
6) მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
7) პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განფასებული ცხრილის (პრეისკურანტის) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე;
8) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ განფასების ცხრილში მოცემული გასაწევი მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების ერთეულის ფასები უნდა იყოს საბოლოო და დაუშვებელია მისი გაზრდა მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულების მოქმედების მთლიან პერიოდში;
9) ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მისი ტექნიკური დათვალიერების შემდეგ არაუგვიანეს ერთი დღისა, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს დეფექტური აქტი. რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები, დეფექტური აქტი ადგილზე ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მძღოლმა, ან სამსახურის უფლებამოსილმა თანამშრომელმა; ამასთან, ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის თანხმობა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
10) თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება ან/და სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა, აღნიშნული მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში, დადგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
11) ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობა გაიმართება განფასების ცხრილის (პრეისკურანტის) ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე;
12) შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ტექნიკური შესაძლებლობების, საწარმოო სიმძლავრეების (მანქანა-დანადგარების) და საწარმოო ფართის შესახებ.
13) პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფას(ებ)ს.
14) პრეტედენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე და დაამრგვალოს მეასედამდე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება.
15) პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში;
16) მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი ორგანიზაცია (საწვავი, ევაუკატორის მომსახურება და ა.შ.).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 03 იანვრისა) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას (დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილ(ებ)ის დეტალური აღწერა და მათი ღირებულებები.
- მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ დეფექტური აქტის შედგენიდან არ უნდა აღემატებოდეს:
ა) მცირე რემონტის, სავალი ნაწილების და ელექტროობისათვის არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს;
ბ) აგრეგატებისათვის : მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 3, რთული რემონტისათვის არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს;
გ) სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
დ) ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 15 სამუშაო დღე;
ე) დეფიციტური ან/და ქარხანა-დამამზადებლის მიერ წარმოება შეჩერებული სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას, მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მიმწოდებლის მიერ წერილობით უნდა დაფიქსირდეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად ქ. ახალციხეში, აგრეთვე სასურველია ქ. თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

შენიშვნა: ინფორმაცია მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობების შესახებ პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

1.7.1 requirement related to guarantee period

- ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში გამოცვლილ სათადარიგო ნაწილებზე (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე უნდა გავრცელდეს არანაკლებ 6 თვიანი გარანტია. გარანტია არ ვრცელდება სწრაფ ცვეთად დეტალებზე (კერძოდ: გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)).
- ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე..
- პრეტენდეტმა, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასტური საგარანტიო პირობაზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს ცალ-ცალკე წლების მიხედვით მინიმუმ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ანალოგიური მომსახურების გაწევის (ავტოტექომსახურება) სფეროში გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოდგინოს (ატვირთოს) თითოეული წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი).
თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, (ხელშკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების (ანგარიშფაქტურები ან სასაქონლო ზედნადებები) წარმოდგენა არ არის სავალდებულო, მითითებულ უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ... ნომერები.
წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებით უნდა დადგინდეს, რომ პრეტენდენტმა, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში შეასრულა აღებული ვალდებულებები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ერთ ლოკაციაზე სარგებლობაში (საკუთრება/იჯარა) უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის ცენტრები, რომლებიც უნდა ფუნქციონირებდნენ ყოველდღიურად (გარდა შაბათ-კვირისა) 10:00 სთ-დან არანაკლებ 18:00 სთ-მდე, სადაც განთავსებული უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ 3 ავტომანქანის ამწე-მოწყობილობა. (ამწე-მოწყობილობაში არ იგულისხმება თვლების კომპიუტერული შეყრის (რაზვალი) დანადგარი).
2.3.1.1. პრეტენდეტმა, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მის სარგებლობაში არსებული სერვის ცენტრის მისამართ(ებ)ი და სერვის ცენტრ(ებ)ის აღჭურვილობის ჩამონათვალი.
2.3.1.2. სერვისცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი უნდა იყოს ყველა იმ თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულ ექსპლუატაციაში მოსაყვანად არის საჭირო. კერძოდ:
1. სერვის ცენტრში დამონტაჟებული უნდა იყოს მინიმუმ 3 ცალი ავტომანქანების ამწევი დანადგარი (არანაკლებ 3 ტონიანი)
2. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
3. საბურავის დაშლა-აწყობის და ბალანსირების დანადგარი;
4. თვლების კომპიუტერული შეყრის დანადგარი;
5. წინა ფარების რეგულირების აპარატი ან სტენდი, (სინათლის კუთხის გასწორება)
6. საყრდენი დისკოს გასაჩარხი დანადგარი;
7. ავტომატური გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის ვაკუუმური აპარატი;
8. პნევმატიკური დანადგარი ძრავიდან ზეთის ამოსაქაჩად;
9. ჰაერის სისტემის ბოლით შემოწმების აპარატი;
10. ელ.ენერგიის მომარაგების სარეზერვო წყარო, გენერატორი; (ელ.ენერგიის გათიშვის შემთხვევაში გენერატორის სიმძლავრემ უნდა უზრუნველყოს შეუფერხებელი ტექ-მომსახურება; ამწეების და სხვა დანადგარების გამართული მუშაობა)
11. კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დატენვის მოწყობილობა
12. საოფისე კომპიუტერი და პრინტერი. რისი საშუალებით შემსყიდველის და მიმწოდებლის წარმოამდგენლებს შორის დროულად მოხდეს დეფექტური აქტის და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის, შევსების და ხელისმოწერის პროცედურები.
13. სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-კამერებით (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა „ბოქსი“).
14. დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უნდა გააჩნდეს სველი წერტილ(ებ)ი.

პრეტენდენტის სერვისცენტრში განთავსებული უნდა იყოს მათივე სასაწყობე მეურნეობა, სადაც სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ავტომანქანაზე (მოდელზე) უნდა გააჩნდეთ მინიმუმ შემდეგი სასაწყობე მარაგი: წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები, ჰიდრავლიკის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ზეთი, ჰაერის, საწვავის და ზეთის ფილტრები.

სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე)

შენიშვნა: სატენდერო კომისია ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს შეამოწმებს და შეისწავლის სერვისცენტრის ბაზაზე პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენამდე. მათი არ არსებობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2.3.1.2 პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში არსებული (საკუთრება/იჯარა) სერვის ცენტრის (ზუსტი მისამართის მითითებით) და ძირითადი მანქანა-დანადგარების საწარმოო სიმძლავრეების შესახებ და სერვის ცენტრის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/საკადასტრო კოდი. ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ძალაშიუნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

2024-2025 წლების ჯამური მონაცემებით პრეტენდენტის ბრუნვა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 300 000 ლარს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

თუ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველს ქ. ახალციხეში, აგრეთვე სასურველია ქ. თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მან უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორებთან 1.1 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებები და თითოეულის ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს 2.3.1. პუნქტის მოთხოვნებს.
მანვე უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორებთან მსგავს მომსახურებაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები. მათ შორის 2022 წლის 01 იანვრიდან - ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელ. შტამპით.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების ფასი:
ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და განფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება განფასების ცხრილების (პრეისკურანტის) ჯამურ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ავტოტექმომსახურების პრეისკურანტი ექსელის ფაილში.
2.9.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №1-ში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.
2.9.2. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
2.9.3. პრეისკურანტის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
2.9.4. დაზუსტებას არ ექვემდებარება ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) თუ იგი არ არის წარდგენილი ან განუფასებელია რომელიმე პოზიცია.
2.9.5. პრეისკურანტში მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10 %-ს.
2.9.6 განსაფასებელ ცხრილში მითითებული მომსახურების ფასები უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც;
2.9.7. იმ პრეტენდენტის სატენდერო წინადადება/ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის პრეისკურანტშიც პოზიციაზე დაფიქსირებული ერთეულის ფასი გადააჭარბებს აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად და დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ “ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით (პრეისკურანტით) განსაზღვრული ავტოტემომსახურების (სათადარიგო ნაწილი და მომსახურება) გაწევის შესაძლებლობა.

ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი - 2026 წლის სახსრები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად ეროვნულ ვალუტაში, ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელგუჯა გოგოლაძე, 591918991, s.j.gubernia@gmail.com , მარი შაყულაშვილი, 595514920

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. 2022 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები /პრეტენდენტები/ მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru