Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69597945)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ilia State University
Номер конкурса: 69597945
Дата публикации: 29-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024570
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.12.2025 16:54
Начало приема предложения 07.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 09.01.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 785`561.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 24`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების დადების თარიღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული 8 (რვა) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`500.00 GEL
Размер гарантии 245 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre merebashvili :: 25.12.2025 16:30
  • Последнее исправление: aleksandre merebashvili :: 29.12.2025 16:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=662965&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული 8 (რვა) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში მიმწოდებლის სერვის-ცენტრში.

1.2.2. ავტომობილების მომსახურება/შეკეთება უნდა განხორციელდეს ავტომობილის, სერვისის მენეჯერთან შეთანხმებულ დროს, დაუყოვნებლივ და რიგგარაშე სერვის-ცენტრში მისვლიდან შემდეგ ვადებში:
1. ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 საათში.
2. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღეში.
3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება, მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში.
4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღეში.
5. სათუნუქე სამღებრო სამუშაოები, მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
6. ნაწილების, რომლებზეც არ არსებობს ყოველდღიური მოთხოვნა, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს მარაგში და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე და შეკვეთითაა ჩამოსატანი, შეცვლის/შეკეთების ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. მაგალითად ასეთი ნაწილებია: გადაცემათა კოლოფი და სხვა მისი მსგავსი.
7. სხვა დანარჩენ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში.

1.2.3. ავტომობილების სავალი ნაწილის დათვალიერება უნდა განხორციელდეს უფასოდ.

1.2.4. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (არა მეორადი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, რომელიც უნდა იყოს წარმოებული ცნობადი კომპანიების მიერ და რეკომენდირებული უნდა იყოს შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის მიერ.

1.2.5. მეორადი ნაწილის გამოყენება დასაშვებია უკიდურეს შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის საფუძველზე. მეორადი ნაწილის ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.

1.2.6. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს სერვის-ცენტრში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის კუთვნილი მინიმუმ 3 (სამი) ავტომობილის ერთდროულად შეკეთება.

1.2.7. პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა გამოუყოს კორპორატიული მენეჯერი, რომლის ფუნქცია-მოვალეობაში უნდა შედიოდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების - სერვისის მიწოდების და მისი თანმდევი დოკუმენტების გაფორმების დაცვა, ასევე სატრანსპორტო საშუალების შეკეთების წინასწარ დაგეგმვა.

1.2.8. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #1-ის (ფასების ცხრილში ატვირთული პრეისკურანტი) მიხედვით.

1.2.9. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი, პრეიკურანტის არც ერთი პოზიციის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს სათადარიგო ნაწილების და გასაწევი მომსახურების თითოეულ პოზიციაზე პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ფასს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

1.2.10. ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, თითოეული პოზიციის მიხედვით ერთეულის ფასის კლება განახორციელოს ზღვრული ერთეულის ფასიდან, მინიმუმ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით.

1.2.11. იმ შემთხვევაში თუ მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით), შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია პრეისკურანტიდან ამოიღოს ან არ ისარგებლოს აღნიშნული საქონელი/მომსახურებით.

1.2.12. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში მომსახურების ან ნაწილის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, მისი შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ან ნაწილის ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.2.13. მომსახურების გაწევის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აქტის შედგენის თარიღი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, გარბენი, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

1.2.14. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ.

1.2.15. თუ გამოცვლილი ან/და შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამო ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან სათადარიგო ნაწილზე განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა. აღნიშნული მოიცავს ასევე სატრანსპორტო საშუალების ევაკუირებას შესაბამის სერვის-ცენტრში მიმწოდებლის ხარჯებით.

1.2.16. „შერჩევა-შეფასების“ ეტაპზე პრეტენდენტმა სსიპ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენელ(ებ)ს უნდა დაათვალიერებინოს მისი სერვის-ცენტრები ქ. თბილისში, რათა მათ შეაფასონ აღნიშნული სერვის-ცენტრების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების თარიღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების თარიღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად ქ.თბილისში მდებარე მიმწოდებლის სერვის-ცენტრში.

1.7.1 requirement related to guarantee period

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია მომსახურების საგარანტიო პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ ქვემოთ მითითებული პირობებისა:

მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასა და შეცვლილ ან/და აღდგენილ სათადარიგო ნაწილებზე, უნდა გავრცელდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან შემდეგი ვადით:

1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე.
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ.
3. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი.
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 თვე.
5. სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი.
6. გადაბმულობის კომპლექტებზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, ბურთულა თითზე, რაზვალის ვტულკებზე, გიტარაზე, წევასა და წევის დაბოლოებაზე, ამორტიზატორებზე, ძრავის და გადაცემათა კოლოფის ბალიშებზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 2 000 კმ.
7. საცხებ-საპოხ მასალებზე არანაკლებ 8 000 კმ.

შემსყიდველის მხრიდან ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებლი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით და ხარვეზით განხორციელებული მომსახურების გამოსწორება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 01.01.2023-დან ამ ტენდერში წინადადების წარდგენის დღემდე პერიოდში არანაკლებ 70 000 ლარის ანალოგიური ხასიათის მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად) და დოკუმენტაცია (გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულების დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა)). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR ნომრების წარმოდგენა.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული ხელშეკრულებების მიხედვით სულ მცირე 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. თითოეული სახელშეკრულება ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.

შენიშვნა: მოცემულ შემთხვევაში „შემსყიდველი" არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული შემსყიდველი ორგანიზაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით, კერძოდ:

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ქ.თბილისში მოქმედი არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია (სერვის-ცენტრის რაოდენობისა და ზუსტი მისამართის მითითებით).

2. პრეტენდენტი ვალდებულია დაადასტუროს ქ. თბილისის სერვის-ცენტრში მოსაცდელი სივრცის არსებობის და მათში არსებული პირობების შესახებ ინფორმაცია.

3. მოსაცდელი სივრცე უნდა იყოს კომფორტული, იყოს უზრუნველყოფილი გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, საპირფარეშოთი, სასმელი წყლის დისპენსერით და სკამებით.

4. სერვისცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის სარგებლობაში ან მმართველობაში (საკუთრება ან იჯარა ან ქვეკონტრაქტორი). პრეტენდენტმა იჯარის (სარგებლობაში/მმართველობაში) ან/და ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). საკუთრების შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

5. სერვის-ცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით:
1. ელექტროსისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
2. ამწევი მექანიზმი არანაკლებ 5 (ხუთი) ცალი თითოეულ სერვისცენტრში;
3. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი;
4. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასასწორებელი აპარატი;
5. თვლების შეყრის (დახრილობის), კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
6. კონდიციონერის სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი;
7. ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ელ.კვებას (გენერატორი);
8. სერვის-ცენტრს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ერთეული ძრავის (კაპიტალური შეკეთება) შეკეთების მომსახურების შესაძლებლობა;
9. გადაცემათა კოლოფში ზეთის შესაცვლელი აპარატი.

6. სერვის-ცენტრში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობო მეურნეობა, რაც გულისხმობს პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტომანქანებისათვის მომსახურების შეუფერხებლად გასაწევად საჭირო სახარჯი სათადარიგო ნაწილების და მასალების მარაგს. მაგალითისათვის ასეთი ნაწილები და მასალებია: ხუნდები, ზეთის, ჰაერის და კონდინციონერის ფილტრები, ზეთები, ნათურები, მინის საწმენდი ჩოთქები, ფრეონი, ანტიფრიზი, მშრალი რეზინები, ღვედები, დამჭიმები, „ვტულკები“, „სტერჟენები“, „პილნიკები“ და სხვა მისი მსგავსი.

7. სერვის–ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

8. სერვის-ცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით. სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები.

9. პრეტენდენტის სერვის ცენტრ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, აღნიშნულის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ თანდართული ფოტო მასალით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის და დასკვნაზე ხელმომწერი პირის საექსპერტო/აუდიტორული/საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები/სერთიფიკატები, გაცემული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი ორგანიზაცია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ახლდეს ბაზრის კვლევისას გამოყენებული დოკუმენტაცია (მაგ., ანგარიშფაქტურა/ინვოისი, ხელშეკრულება და სხვა).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო დოკუმენტაციის (დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები) წარდგენიდან ან/და მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე მერებაშვილი, 577213520, aleksandre.merebashvili@iliauni.edu.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 577553321 - დიმიტრი გორგაძე

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულება და ერთეულის ფასი უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულების და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი კორესპონდენცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა იქნას შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უფლებამოსილი პირის მიერ, ან ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.4 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.5 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru