Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69541470)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 69541470
Дата публикации: 27-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024475
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.12.2025 17:40
Начало приема предложения 18.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 21.01.2026 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`153`873.89 GEL
Контрактная цена объекта закупки 240`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა მანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით) (CPV 50112000)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`000.00 GEL
Размер гарантии 2`400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teimuraz chichua :: 26.12.2025 17:01
  • Последнее исправление: teimuraz chichua :: 26.12.2025 17:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663391&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა მანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით) (CPV 50112000).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შემსყიდველი ბალანსზე არსებული ფორდის, მერსედეს-ბენცის, მიცუბიშის, შკოდას, ტოიოტას, ფოლკსვაგენის და ჰიუნდაის წარმოების 48 ერთეული მანქანის (გთხოვთ იხილოთ დანართი №1 - „მანქანების ჩამონათვალი“) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებების გათვალისწინებით), რაც გულისხმობს, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკურ და პროფილაქტიკურ მომსახურებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულ შეკეთებას, სათადარიგო ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას, საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას.
"1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. მომსახურების პროცესში მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაღალი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალები, ხოლო ნაწილების შეცვლის შემთხვევაში არსებული ნაწილი უნდა ჩანაცვლდეს მაღალი ხარისხის ახალი სათადარიგო ნაწილით. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით) დასაშვებია მეორადი ნაწილის გამოყენება.
მომსახურებაში გამოყენებული ან შეცვლილი სათადარიგო ნაწილი უნდა იყოს წარმოებული მსოფლიოში ცნობილ და წამყვან კომპანიებში, იყოს ქარხნული წარმოების მაღალი ხარისხის პროდუქტი და აკმაყოფილებდეს OEM/OES ან მაღალი ხარისხის ბრენდული (Premium Aftermarket) სტანდარტს. ასეთი ნაწილები უნდა იყოს წარმოებული ISO/TS 16949 სერტიფიცირებულ საწარმოში. თითოეულ სათადარიგო ნაწილს სავალდებულოდ უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მარკირება, უნიკალური კოდი (Part Number) და QR/ბარკოდი.

სათადარიგო ნაწილი უნიკალური კოდით (Part Number) უნდა იძებნებოდეს და დადასტურებადი იყოს შემდეგ საერთაშორისო კატალოგებში: OEM EPC კატალოგები ან მსოფლიოში აღიარებული კატალოგები, როგორიცაა TecDoc, Autodata, Autocat, Partslink, Microcat. თუ უნიკალური კოდით (Part Number) არ იძებნება აღნიშნულ კატალოგში ჩაითვლება შეუსაბამობად.

მომსახურებაში გამოყენებული საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს წარმოებული მსოფლიოში აღიარებული და წამყვანი მწარმოებლების მიერ და შეესაბამებოდეს დანართი №1 – „მანქანების ჩამონათვალში“ მითითებული თითოეული ავტომობილის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს."
1.2.3 ინფორმაცია მანქანების ჩამონათვალისა და პრეისკურანტის შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართში №1 - „მანქანების ჩამონათვალი“ და დანართში #2 "პრეისკურანტი".
" 1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების სახით წარმოადგინოს დანართი #2 ""პრეისკურანტი"" მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს))."
"შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შემთხვევაში, 2026 წლის განმავლობაში შემსყიდველის მიერ აღნიშნული მომსახურების (ძრავის ზეთების და ფილტრების) შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
"

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პერიოდულად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ, ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან) - 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, პრეისკურანტისა და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.4.2 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ მიმწოდებელმა ოპერატიულად, რიგგარეშედ უნდა ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, სერვის ცენტრში შესვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში. ავტომანქანის დათვალიერების შემდგომ არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში - მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს (რომლის ელექტრონული ვერსია მიმწოდებელმა უნდა გაუგზავნოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს შემდგომი შეთანხმებისთვის იმავე ვადაში), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, გამოსაყენებელი სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების რაოდენობა, ერთეულის და საერთო ღირებულება, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების ვადები და სხვა მონაცემები.
"1.4.3 მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან, რიგგარეშედ, შემდეგ ვადებში:
- სავალი ნაწილებისათვის: მარტივი სირთულის - არაუმეტეს 1(ერთი), საშუალო სირთულის - არაუმეტეს 2 (ორი), რთული - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე;
- ელექტროობისათვის: მარტივი სირთულის - არაუმეტეს 1(ერთი), საშუალო სირთულის - არაუმეტეს 3 (სამი), რთული - არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
- აგრეგატებისათვის: მარტივი სირთულის - არაუმეტეს 1 (ერთი), საშუალო სირთულის - არაუმეტეს 3 (სამი), რთული - არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე;
- სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის: მარტივი სირთულის - არაუმეტეს 5 (ხუთი), საშუალო სირთულის - არაუმეტეს 10 (ათი), რთული - არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე;
- ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის - არაუმეტეს 2 (ორი), საშუალო სირთულის - არაუმეტეს 7 (შვიდი), რთული - არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე;

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს ავტომობილის შეკეთებისთვის ესაჭიროება სათადარიგო ნაწილ(ებ)ის შეკვეთა საზღვარგარეთ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს საზღვარგარეთ შეკვეთის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში ავტომობილის შეკეთება უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა."
1.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისათვის ევაკუატორით მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ქ. თბილისში ევაკუატორი დანიშნულების ადგილზე გამოცხადდეს შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათის განმავლობაში, ხოლო ქალაქგარეთ ევაკუატორის გამოცხადების დრო განისაზღვროს კილომეტრაჟის მიხედვით - ყოველ 100 კმ-ზე არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ექსპლუატაციაში მყოფ სერვის ცენტრ(ებ)ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) თვე (გარდა სამუხრუჭე ხუნდებისა, რომელიც ექსპლუატაციის პერიოდში არ უნდა გამოსცემდეს არასასიამოვნო ხმას და რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ 20000 კმ გარბენის გარანტია. ასევე, ისეთი სწრაფცვეთადი ნაწილებისა, როგორებიცაა საქარე მინის საწმენდები, ღვედები, განათების ნათურები).
1.7.1.2. ძრავის ზეთებზე გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ 10000 კმ. ძრავის ღვედისა და დამჭიმი როლიკების კომპლექტზე გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ 50000 კმ.
1.7.1.3 საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით) უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.
1.7.1.4 ქარხნული წუნის შემთხვევაში ყველა ნაწილი ექვემდებარება შეცვლას.
1.7.1.5 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს 1.7.1.1.-1.7.1.4 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ მოთხოვნას/პირობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ. ამასთან ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის მტკიცებით ფორმაში, კონკრეტული საგარანტიო პერიოდის ასახვით (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომელთა ღირებულება როგორც 2023, 2024 ისე 2025 წლებში (თითოეულ წელს) არ უნდა იყოს 240000 ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
"აღნიშნული დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს ""ა"" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია)
(იმ შემთხვევაში თუ ""ა"" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია ""ბ"" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა)."
2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდეტმა შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი ბოლო 3 წლის (2023-2025) განმავლობაში გაწეული მანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები გაცემული უნდა იყოს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული არანაკლებ 50000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს ქ. თბილისში ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი სერვისცენტრი, რომელიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს არანაკლებ შემდეგ მოთხოვნებს:
(ა) სერვისცენტრში უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 10 (ათი) ამწევი ლიფტი, საჭიროების შემთხვევაში, ერთდროულად შემსყიდველის არანაკლებ 5 (ხუთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების მიზნით;
(ბ) სერვისცენტრს უნდა ქონდეს შესაბამისი სიმძლავრის ალტერნატიული ელექტროენერგიის წყარო (გენერატორი), რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურებისათვის აუცილებელი ყველა დანადგარისა და სისტემის უწყვეტ და სტაბილურ მუშაობას ელექტროენერგიის გათიშვის ან ძაბვის ვარდნის შემთხვევაშიც
(გ) სერვისცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ერთდროულად შემსყიდველის: არანაკლებ 3 (სამი) ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილის შეკეთება, არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის შეკეთება, არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტროობის შეკეთება;
(დ) სერვისცენტრი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი მომსახურების გაწევისათვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურითა და დანადგარით (მათ შორის: დიაგნოსტიკის აპარატით და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით (რომელიც უნდა მოიცავდეს დანართში №1 „მანქანების ჩამონათვალი“ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს); საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარით; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარით; კონდიციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი ელექტრო აპარატურით; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატით; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატით; ზეთის შემცვლელი ბალონით; ძრავის ამომღები ამწეთი; ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყაროთი (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული - ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები);
(ე) სერვისცენტრს უნდა გააჩნდეს სასაწყობო სათავსო. მიმწოდებელს დასაწყობებული უნდა ჰქონდეს და მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს დანართში #1 - "მანქანების ჩამონათვალი" არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების თითოეულ მოდელზე პრეისკურანტით გათვალისწინებული შემდეგი სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი საშუალებები: ძრავის ზეთი, ზეთის ფილტრი, ჰაერის და სალონის (კონდიციონერის) ფილტრები, წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები, წინა და უკანა სამუხრუჭე დისკები, აალების სანთელი, ანთების ელექტრო კოჭა (ბაბინა), ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ძრავის ღვედი, ნათურები, ბურთულა სახსარი (შარავოი), საჭის ღერძის წევა, საჭის ღერძის დაბოლოება, წინა და უკანა სტერჟინები, წინა და უკანა მორგვის საკისრები, მინის მწმენდები, ძრავის ღვედი და დამჭიმი როლიკების კომპლექტი;
"(ვ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს, რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს. სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ავტომობილისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე. ვიდეო მეთვალყურეობის აპარატურას უნდა ჰქონდეს არქივის ფუნქცია (მინიმუმ 30 დღიანი), რათა, მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდეს ჩანაწერის ამოღება და შემსყიდველისთვის მიწოდება არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
ზ)ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების არსებობა შემოწმდება შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ ადგილზე ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე. მოთხოვნების შეუსაბამობა აღიწერება აქტით და შესაძლოა გამოიწვიოს მონაწილეების დისკვალიფიკაცია.
2.3.1.2 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლების იმ სერვის ცენტრ(ებ)ში დაშვება და დათვალიერების უზრუნველყოფა, რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, სერვის-ცენტრ(ებ)ში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა და სამუშაო პირობების შექმნა(შენობაში განთავსებული სკამი, მაგიდა, გათბობა-გაგრილება, ინტერნეტი (wifi).
"2.3.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის ექსპლუატაციაში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ი, ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების/აღწერილობის/ფორმულირებების უცვლელად.
დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების/აღწერილობის/ფორმულირებების შეცვლა. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული დოკუმენტზე ხელმოწერით ეთანხმება და ადასტურებს, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს."

2.9 other additional requirements

"2.9.1 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარმოდგენილ დანართ №2-ში - „პრეისკურანტი“ დაფიქსირებული მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2 - ""პრეისკურანტი""-ში შესაბამის პოზიციაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებას.
პრეტენდენტის მიერ აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე."
"2.9.2 პრეტენდენტის მიერ დანართი №2-ის - „პრეისკურანტი“ დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა. 
პრეტენდენტის მიერ აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან."
"2.9.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პირველი შემოთავაზების (თავდაპირველი სატენდერო წინადადების ფასი) და ვაჭრობის შედეგად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ელექტრონულად) დაფიქსირებულ ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთაკლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით თავდაპირველად წარმოდგენილი დანართი №2-ის - „პრეისკურანტი“ ყველა დასახელების მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილზე და საცხებ-საპოხ მასალაზე.
შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის, „ფასის შემცირებად“ ჩაითვლება პრეტენდენტის მიერ ფასის ნებისმიერი კლება - როგორც სისტემაში თავდაპირველად დაფიქსირებული, შემცირებული ფასი, ისე უკვე წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასის შემცირება, ძირითადი დროის დასრულებამდე."
2.9.4 თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართ №2-ში - „პრეისკურანტი“ პოზიცი(ებ)ის ერთეულის ღირებულება/ები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებ(ებ)ი დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.
"2.9.5 პრეისკურანტში მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის რომელიმე ერთეულის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული ფასი მიუღებელია შემსყიდველისთვის მისი არაგონივრულობის ან/და საბაზრო ფასთან შეუსაბამობის გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, გადაამოწმოს აღნიშნული ერთეულის ღირებულება სხვა ალტერნატიულ მიმწოდებლებთან. თუ გადამოწმების შედეგად დადასტურდება შეთავაზებული ფასის აცდენა საბაზრო ღირებულებასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს ფასის კორექტირება (შემცირება) შემსყიდველის მიერ მოძიებულ ნიშნულამდე.
პრეისკურანტში მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს."

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დასკვნაზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის გამცემი პირია ორგანიზაცია - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დასკვნაზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი გარანტია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან (გარდა იმ პრეტენდენტი/მიმწოდებელი სადაზღვევო კომპანიისა, რომელთანაც მიმდინარე ტენდერის ფარგლებში უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება დაზღვევის მომსახურების შესყიდვის შესახებ).
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ზარალის/ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.
6.4.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru