Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #69541451)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 69541451
Дата публикации: 27-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024492
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.12.2025 18:32
Начало приема предложения 09.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 223`870.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 150`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ Emerson-ის და STULZ-ის ფირმების პრეციზიული კონდიციონერების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (CPV 50730000).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teimuraz chichua :: 26.12.2025 18:00
  • Последнее исправление: teimuraz chichua :: 26.12.2025 18:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663430&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ Emerson-ის და STULZ-ის ფირმების პრეციზიული კონდიციონერების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (CPV 50730000).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

"1.2.1 შესყიდვის ობიექტია №1 დანართით („ფასების ცხრილი - პრეისკურანტი“) განსაზღვრული Emerson-ის და STULZ-ის ფირმების პრეციზიული კონდიციონერების სისტემების (აგრეგატების) შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (შემდგომ - „მომსახურება“) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2.2 „მომსახურება“ მოიცავს სისტემების როგორც მთლიან, ასევე მისი ცალკეული კომპონენტების სავალდებულო ინსპექტირებას/დათვალიერებას. საჭიროების შემთხვევაში, სისტემ(ებ)ის ან/და მისი/მათი ცალკეული კომპონენტ(ე)ბის ინსპექტირებას/დათვალიერებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ავარიული გამოძახების შემთხვევაში (შეუზღუდავი რაოდენობით).

1.2.3 მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ინსპექტირების/დათვალიერების დასკვნის (რომელიც უნდა მოიცავდეს ინსპექტირების/დათვალიერების შედეგებს, გასაწევი მომსახურების, ჩასანაცვლებელი სათადარიგო ნაწილ(ებ)ის დეტალურ ჩამონათვალს) წარმოდგენას, სისტემაში/მის ცალკეულ კომპონენტებში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის პრობლემების/ხარვეზების აღმოფხვრას და, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ნაწილების მიმწოდებლის სათადარიგო ნაწილებით შეცვლას."
1.2.4 დაზიანებული ნაწილების მიმწოდებლის სათადარიგო ნაწილებით შეცვლა უნდა განხორციელდეს დანართი №1 - „ფასების ცხრილი - პრეისკურანტი“ მოცემულ პრეციზიულ კონდიციონერებში არსებული ნაწილების იდენტური/მსგავსი/ანალოგიური სათადარიგო ნაწილებით.
1.2.5 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა (მოცულობა) და მომსახურების გაწევის ჯერადობა მოცემულია დანართში №1 („ფასების ცხრილი - პრეისკურანტი“)
"1.2.6 პრეისკურანტში ერთეულის სავარაუდო ღირებულება წარმოადგენს ზღვრულ ფასს და, ამდენად, პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურებისა და საქონლის ერთეულის ფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება მისაღებად.

1.2.7 პრეტენდენტ(ებ)ის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში:
ა) ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე;
ბ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის, „ფასის შემცირებად“ ჩაითვლება პრეტენდენტის მიერ ფასის ნებისმიერი კლება - როგორც სისტემაში თავდაპირველად დაფიქსირებული, შემცირებული ფასი, ისე უკვე წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასის შემცირება, ძირითადი დროის დასრულებამდე.

პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №1 წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. ამასთან, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)."

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებლის მიერ დანართი №1 - „ფასების ცხრილი - პრეისკურანტი“ გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტ(ებ)ზე მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 მომსახურების ფარგლებში მიმწოდებელის მიერ უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ყველა სისტემის როგორც მთლიანი, ასევე მისი ცალკეული კომპონენტების სავალდებულო ინსპექტირება/დათვალიერება და შესაბამისი დასკვნის (რომელიც უნდა მოიცავდეს ინსპექტირების/დათვალიერების შედეგებს, გასაწევი მომსახურების, ჩასანაცვლებელი სათადარიგო ნაწილ(ებ)ის დეტალურ ჩამონათვალს) წარმოდგენა ყოველთვიურად, არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვისა.
1.4.3 გარდა ყოველთვიური სავალდებულო ინსპექტირებისა/დათვალიერებისა მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სისტემ(ებ)ის ან მისი/მათი ცალკეული კომპონენტ(ე)ბის ინსპექტირება/დათვალიერება და შესაბამისი დასკვნის (რომელიც უნდა მოიცავდეს ინსპექტირების/დათვალიერების შედეგებს, გასაწევი მომსახურების, ჩასანაცვლებელი სათადარიგო ნაწილ(ებ)ის დეტალურ ჩამონათვალს) წარმოდგენა ასევე უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ავარიული გამოძახების შემთხვევაში (საჭიროებისამებრ, შეუზღუდავი რაოდენობით), სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადებში. ავარიული გამოძახების დროს, წარმოქმნილი პრობლემების ან/და ხარვეზების ადგილზე შესწავლის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია მიავლინოს ტექნიკური ჯგუფი/პერსონალი შემსყიდველი ორგანიზაციისაგან შეტყობინების (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) მიღებიდან არა უგვიანეს 6 (ექვსი) საათის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა ყოველთვიურ სავალდებულო ინსპექტირების/დათვალიერების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი თუ თვის 25 რიცხვამდე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ავარიული გამოძახების შედეგად (მიუხედავად ავარიული გამოძახების ჯერადობისა) მიმწოდებლის მიერ განხორციელდა სისტემის როგორც მთლიანი, ასევე მისი ცალკეული კომპონენტების ინსპექტირება/დათვალიერება (შესაბამისად დაუშვებელი ავარიული გამოძახების შედეგად განხორციელებული ინსპექტირება/დათვალიერებით განხორციელდეს ყოველთვიური სავალდებულო ინსპექტირება/დათვალიერების გადაფარვა).
1.4.4 მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიური სავალდებულო ინსპექტირების/დათვალიერების ან ავარიული გამოძახების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სისტემაში და მის ცალკეულ კომპონენტ(ებ)ში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის პრობლემების/ხარვეზების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაზიანებული ნაწილების მიმწოდებლის სათადარიგო ნაწილების შეცვლა დანართი №1 - „ფასების ცხრილი - პრეისკურანტი“ შესაბამისად.
1.4.5 მიმწოდებელმა სისტემაში და მის ცალკეულ კომპონენტებში წარმოქმნილ პრობლემებთან ან/და ხარვეზებთან დაკავშირებით უნდა განახორციელოს შემსყიდველის დისტანციური დაუყოვნებლივი ტექნიკური მხარდაჭერა (დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ტელეფონის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის სასახლე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
1.7.1.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით), უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული სათადარიგო ნაწილის შეცვლა ახლით, ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) დანართი №1 - „ფასების ცხრილი - პრეისკურანტი“ შესაბამისად.
1.7.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია დანართ #1-ის "ფასების ცხრილი" შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის კონკრეტული საგარანტიო პერიოდის შესახებ (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, ერთ რომელიმე კონკრეტულ წელს ან რამდენიმე წლის განმავლობაში, უნდა გააჩნდეს Emerson-ის ან/და STULZ-ის ფირმების პრეციზიული კონდიციონერების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე (ამასთან, არაა სავალდებულო აღნიშნული 12 (თორმეტი) თვიანი გამოცდილება იყოს უწყვეტი).
ზემოაღნიშნული გამოცდილების დამადასტურებლად პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს "ა" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(იმ შემთხვევაში თუ "ა" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია "ბ" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

"2.4.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პერიოდში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მინიმუმ ერთი თანამშრომლით (სპეციალისტით), რომელსაც გააჩნია შესაბამისი გამოცდილების ან/და მომსახურების გაწევის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაცემული უშუალოდ Emerson-ის ან/და STULZ-ის ფირმების მიერ.
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტთან აღნიშნული სპეციალისტის თანამშრომლობის ფაქტს (მაგ. შრომითი ხელშეკრულება, ცნობა ან სხვა) და ასევე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს Emerson-ის ან/და STULZ-ის ფირმების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამავე თანამშრომლის შესაბამისი გამოცდილების ან/და მომსახურების გაწევის შესაძლებლობას (სერთიფიკატი, ცნობა, წერილი ან სხვა)."
2.4.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პერიოდში, სპეციალისტის დამატება ან/და ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დასკვნაზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის გამცემი პირია ორგანიზაცია - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დასკვნაზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ყოველთვიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე, ანდა გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა) საშუალებით.
იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2026 წლის პირველ იანვრამდე და სახეზე იქნება არასრული თვე (2026 წლის იანვრის თვე), მაშინ აღნიშნულ თვეში ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან და ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილი დღეების შესაბამისად (ერთი დღის თანხა გამოიანგარიშება თვიურად გათვალისწინებული თანხის აღნიშნულ თვეში არსებულ დღეებზე გაყოფით).
7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეიმურაზ ჩიჩუა, 599700079, tchichua@parliament.ge შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით: გიორგი ავალიშვილი M: 591 88 89 00 gavalishvili@parliament.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №1 "ფასების ცხრილი"-სა, პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა.
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.
10.1.7. ყველგან, თუ სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური".

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru