Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #69522131)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Sport of Georgia
Номер конкурса: 69522131
Дата публикации: 26-12-2025
Сумма контракта: 75 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250024343
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.12.2025 17:43
Начало приема предложения 04.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.01.2026 15:30
Предполагаемая цена закупки 75`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90900000 - Услуги по очистке и санации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
საქართველოს სპორტის სამინისტროს შენობის დასუფთავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: madona barnabishvili :: 25.12.2025 17:08
  • Последнее исправление: madona barnabishvili :: 25.12.2025 17:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=662996&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 საქართველოს სპორტის სამინისტროს შენობის დასუფთავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (შენობის ფართობი 1299.4 კვ.მ., ავტო - სადგომი 225.2 კვ.მ. ,ტერასა 299.1 კვ.მ., სველი წერტილი 16).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 აუცილებელი პირობა:

- მომსახურების გაწევისას მიმწოდებელი უნდა გაუფრთხილდეს შემსყიდველის ქონებას.
- შენობის მთელი ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება უნდა განხორციელდეს, დილით, 09:00 საათამდე.
-შენობის ყოველდღიური დასუფთავებისათვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს არანაკლებ 5 (ხუთი) დამლაგებელი.
- დამლაგებლების ხელზე ასაღები სახელფასო განაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 700 (შვიდასი) ლარს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიმწოდებელს დამლაგებლებისათვის ხელფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ).
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით (მოცემული ხელშეკრულების ვადის პროპორციულად), ბიულეტინით და სხვა უფლებებით სარგებლობა;
-დასაქმებულთა შვებულებით, ბიულეტინით ან/და სხვა უფლებებით სარგებლობა არ უნდა აისახოს ობიექტებზე ყოველდღიურად საჭირო დამლაგებლებისა და დამხმარე მუშაკების რაოდენობაზე.
- უწყვეტი მომსახურების მიღების მიზნით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 (ერთი)კვირის
სამყოფი სახარჯი მასალით წინასწარი მომარაგება, რომელიც განთავსდება შემსყიდველის შენობაში, ამ მიზნით გამოყოფილ ფართში. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მონიტორინგი გაუწიოს მარაგების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მიმწოდებელს უმოკლეს (გონივრულ) ვადაში შევსება.
- ყოველდღიურად უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული მორიგე დამლაგებელი ობიექტზე, არანაკლებ ერთი ადამიანისა, რომელიც ვალდებულია იყოს საღამოს 20:00 საათამდე.
- მიმწოდებელი ვალდებულია ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც ვალდებული იქნება შემსყიდველის მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოასწოროს მომსახურების ხარისხი ან განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მითითებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
შენიშვნა: შესაბამისი შეტყობინება გაცნობა მოხდება ან ელ.ფოსტის საშუალებით ან მობილურ ტელეფონზე დაკავშირებით.
- მიმწოდებლის მიერ მომსახურების გასაწევად შემოტანილი ყველა საჭირო მასალა და დასუფთავების საშუალება უნდა იყოს უნივერსალური, ეფექტურად უნდა აცილებდეს ყველა სახის ლაქას, ნადებს და სხვა.
- მიმწოდებელმა მომსახურება უნდა გაწიოს დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარით: საწმენდი ჯაგრისები, აქანდაზი, ცოცხი, სათლი, მოპი, შუშის საწმენდი ინვენტარი, სასაპნეები, ხელის საშრობი მოწყობილობა, ერთჯერადი ნაგვის პოლიეთილენის პარკები, ეზოს ცოცხი, მტვერსასრუტი. ტუალეტის და ხელსახოცი ქაღალდი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, თეთრი ფერის არანაკლებ 2 ფენიანი, საპონი უნდა იყოს თხევადი, ადვილად აქაფებადი, სასიამოვნო, ნეიტრალური არომატის მქონე გლიცერინით, არ უნდა იწვევდეს ხელის კანის გამოშრობას. ჰაერის გამწმენდი აეროზოლი უნდა იყოს ნეიტრალური არომატის მქონე, მაღალი ხარისხის.

(მომსახურების დეტალური აწერა იხილეთ ტექნიკური დავალება, დანართი N2-ში).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების შესაბამისად, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. N 68-ში -საქართველოს სპორტის სამინისტრო.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლიდან წინამდებარე ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის დასუფთავების მომსახურება, რომლის ღირებულებაც ჯამში არ უნდა იყოს 150000.00 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობის დასუფთავების) მომსახურება.

აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები ან ორიგინალი დოკუმენტები და შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან ორიგინალი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი მომსახურების გაწევის პერიოდისთვის სრულად ან/და დამკვეთის მიერ გაცემული გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ცნობა/რეკომენდაცია, რომელშიც მითითებული იქნება მომსახურების გაწევის ვადები და ღირებულებები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს).

თუ პრეტენდენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებს, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალურ ნომერს, მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის (გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები) წარმოდგენა სავალდებულო არაა, იმ შემთხვევაში თუ ეს დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მათი გადამოწმება შესაძლებელია;

იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მომსახურების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დამკვეთის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია აიტვირთოს N3 დანართის ფორმით (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2023 წლიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე განმავლობაში მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებიდან (სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს 2025 წელს), დასუფთავების სფეროში (პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის მითითებით) გაწეული მომსახურების თაობაზე.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო აღჭურვილობის ინვენტარის და სახარჯი მასალების შესახებ (ტექნიკური დავალების შესაბამისად).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

2.9.1 ფასების ცხრილი, დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3 შესაბამისად);
2.9.2 ინფორმაცია შესრულებული ანალოგიური ხასიათის მომსახურების შესახებ (ქვეპუნქტი 2.2.1.1 შესაბამისად).
2.9.3 მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებიდან (სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს 2025 წელს), დასუფთავების სფეროში (პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის მითითებით) გაწეული მომსახურების თაობაზე (ქვეპუნქტი 2.2.1.2 შესაბამისად).
2.9.4 ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო აღჭურვილობის ინვენტარის და სახარჯი მასალების შესახებ (ქვეპუნქტი 2.3.1.1 შესაბამისად).

შენიშვნა: ფასების ცხრილი შევსებული უნდა იყოს 12 თვეზე, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების დროს, რადგან უცნობია კონკრეტულად რომელ რიცხვში გაფორმდება ხელშეკრულება, მოხდება გასული დღეების თანხის გამოკლება (თუ მომსახურების გაწევის პერიოდი იქნება 12 თვეზე ნაკლები).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს დაფიქსირებულ ფასად, მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესარულების შესაძლებლობას. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ „ ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ყოველთვიურად.
7.2.3 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება თვეში ერთხელ.
7.2.4 არასრულ თვეზე გაწეული მომსახურების ღირებულება დაითვლება იმ დღეების პროპორციულად თვის განმავლობაში, როცა განხორციელდა მომსახურების გაწევა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მადონა ბარნაბიშვილი, 599216373, mbarnabishvili@sport.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 . სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით და საჭიროების შემთხვევაში აპოსტილით.
10.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა ფასების ცხრილისა, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს Excel-ის ფორმატში). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.5 . პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
10.7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (დანართი #1) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად;
10.8. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი;
10.9. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru