შესყიდვის ობიექტების ტექნიკური დავალება:
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქსოვრისში, სარეაბილიტაციოა სოფლის
ცენტრი, ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს მინდიაშვილის ქუჩის გზის
საფარი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქსოვრისში, სარეაბილიტაციოა სოფლის
გამგეობასთან არსებული სოფლის ცენტრი, სავარაუდო ფართით 3000 კვ.მ.
(დაზუსტდეს პროექტირებისას). რეაბილიტაციას საჭიროებს, საავტომობილო
გზის საფარი, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარები.
საჭიროა გზის საფარიდან წყლის აცილების ღონისძიებების დაგეგმვა.
არსებული ტროტუარების სიგანეები კონკრეტულ უბნებზე უნდა დაპროექტდეს
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩასატარებელია სხვადასხვა
სარეაბილიტაციო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მოსაწყობია გარე
დასასვენებელი სკამები, რომლის დიზაინი და ლოკაციის ადგილები უნდა
შეთანხმდეს დამკვეთთან. გარე განათება, მომსახურების მიწოდება ასევე
მიზნად ისახავს ამჟამად არსებული სხვადასხვა სახეობის ბუჩქოვანი
მცენარეების და ხეების შემოფარგვლას ბორდიურებით.
საპროექტო დოკუმენტაცია შეიძლება შეიცავდეს სხვა დამატებით
ღონისძიებებს, როგორებიცაა: მოედანზე არსებული ფასადების
რეკონსტრუქციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე კომუნიკაციების
სამონტაჟო და სხვა პროექტის სრულყოფასთან დაკავშირებულ
სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე, სოფ. ქსოვრისში ჩასატარებელია შიდა
საუბნო გზის (მინდიაშვილის ქუჩის 920*4მ.) ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის
სამუშაოები. მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, საგზაო სამოსის
რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული საავტომობილო გზის
რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის
ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების
განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას, სოციალური და ეკონომიკური
შეფასებებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით.
სრულყოფილი შეფასების/საპროექტო კვლევის ჩატარებას სარეაბილიტაციო
მონაკვეთებზე.
- გზის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს V კატეგორიას, რომელიც უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტების (სსტ Gგზები: 2009)
მოთხოვნებს;
- საავტომობილო გზის საფარად გათვალისწინებული უნდა იყოს კაპიტალური
საფარი (ასფალტ-ბეტონი) საანგარიშო სიჩქარით 30-50 კმ/სთ;
საპროექტო ფართის მიწის ვაკისის ფარგლებში შესაძლოა განთავსებული
იყოს მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი,
მაღალი ძაბვის კაბელები, გათბობის, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა),
რაზეც საჭირო გახდება სრულყოფილი გამოკვლევა და შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი ტექნიკური პირობების
გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციების გადატანის
პროექტის მომზადება, რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის
ბენეფიციართან.
- შენიშვნა:
- საპროექტო არეალში არსებული საკომუნიკაციო მიწისქვეშა საინჟინრო
ქსელების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა უნდა
მოიპოვოს კომუნიკაციის მფლობელებისაგან და მოცემულ ადმინისტრაციულ
ერთეულში მერის წარმომადგენლებისაგან;
- საავტორო ზედამხედველობა:
მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს პროექტის საავტორო ზედამხედველობა
სამუშაობის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის
კორექტირება დამკვეთთან შეთანხმებით.
დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იყოს, საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტი უნდა შეიცავდეს (არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ საპროექტო
დოკუმენტაციას და ნახაზებს:
- ნახაზების უწყისი.
- განმარტებითი ბარათი.
- არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მასალა.
- ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა;
- საინჟინრო კომუნიკაციების გარე ქსელები, სამუშაო ნახაზები (გეგმები,
ჭრილები, დეტალები, კვანძები);
- არქიტექტურული სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები,
რენდერები, დეტალები მ 1:100, 1:50, 1:25);
- დემონტაჟის გეგმები (სამუშაოების არსებობის შემთხვევაში).
- რეკონსტრუირებული გეგმები
- ფუნქციონალური გეგმები (ინვენტარის გათვალისწინებით).
- კონსტრუქციული პროექტი
- გარე განათების პროექტის მომზადება;
- დენდროლოგიური პროექტი;
- სანიაღვრე არხების, წყალგამტარი მილების და გზის ქვედა საყრდენი
კედლების ანგარიში და კონსტრუქციის შერჩევა, სათანადო მუშა ნახაზების
მომზადება.
- რეპერების განლაგების, მრუდების, სწორების და მოხვევის კუთხეების
დატანა გეგმაზე და სათანადო უწყისების მომზადება.
- საერთაშორისო სისტემის კოორდინატების უწყისი პიკეტების
შესაბამისად.
- ტოპოგეოდეზიური გეგმის მომზადება.
- საპროექტო გზის განთვისების ზოლში არსებული კომუნიკაციების გეგმაზე
ასახვა და მათი გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში სათანადო
წინადადებების მომზადება კომუნიკაციების მფლობელებთან
შეთანხმებით;
- სიტუაციური გეგმა.
- საპროექტო გზის გეგმები, პიკეტების და პირობითი აღნიშვნების
დატანით.
- საპროექტო გზის გრძივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
- საპროექტო გზის განივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
- ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გეგმის მომზადება (ვერტიკალური
და ჰორიზონტალური მონიშვნა, საგზაო ნიშნებით, თვალამრიდებით ან სხვა
აღჭურვილობით) სათანადო სამსახურებთან შეთანხმებით.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების და საყოფაცხოვრებო
ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილების გეგმაზე დატანა
(დამკვეთთან შეთანხმებით).
- სამუშაოთა მოცულობების (საგზაო სამოსი, გვერდულები, სანიაღვრე არხები,
მილები და ა.შ.) პიკეტური დათვლის უწყისები.
- მინათების პროექტი;
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
- სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი (წინასწარ
შეთანხმდეს შემსყიდველთან).
- მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო და რესურსული ფასებით,
მოქმედი ნორმატივების გათვალისწინებით.
- გათვალისწინებული იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2016
წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე;
აუცილებელია შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელების და
ტროტუარების მოწყობა, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობის
დადგენილება #41-ის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ შესაბამისობას“,
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის მიერ 2024 წელს გამოცემული ,,მეთოდური ცნობარი“-ს (მშენებლობის და
სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების
შესახებ) მიხედვით, რესურსული მეთოდით ყველა დანარიცხების
გათვალისწინებით, სამშენებლო რესურსების საბაზრო ან, მშენებლობის
შემფასებელთა კავშირის ფასთა კრებულით მიმდინარე დონეზე;
- მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი
დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ.
შენიშვნა: ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა ჩატარდეს, როგორც
ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ნაწილში, ისე პროექტთან
შესაბამისობის ნაწილში.ექსპერტიზა უნდა მოიცადეს შემდეგ
მიმართულებებს:
საპროექტო დოკუმენტაციის სამშენებლო ნორმებთან და მოქმედ
დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება.
საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის ერთმანეთთან
შესაბამისობა.
ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა.
- პრეტენდენტმა სრული საპროექტო დოკუმენტაცია, თვითოეულ პროექტზე, უნდა
წარმოადგინოს 4 ეგზემპლარად ალბომების სახით A-3 და A-4 ფორმატში;
- სრული საპროექტო დოკუმენტაციის ელ. ვერსია (CD), (PDF), (DWG) ფორმატში, პროექტის
ვიზუალი (რენდერები, დამკვეთთან შეთანხმებით), აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა
(როგორც გამარტივებული, ისე რესურსული სახით) და მოცულობების უწყისი Excel-
ფორმატში;
წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ხარვეზების
და შენიშვნების არ არსებობის შემთხვევაში გაფორმდება საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტი.