შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის
თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებული
უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი
A4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე
/no spaces), შრიფტი 12.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების
რაოდენობა (ინტერვალის გარეშე /no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების
რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის
შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების
რაოდენობის პროპორციულად.
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი
სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი
გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 200 გვ.).
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეიკურანტში მითითებული
უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის
ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში,
ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის
მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს,
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 7
საათის ღირებულებით. აღნიშნული 7 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ
მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის
შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა
შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების
გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის
მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში
მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის
დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის
დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების
მომენტიდან.
დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური,
სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული
სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების,
მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის
ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი
და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 ერთი და იმავე ენის, ხოლო რუსული,
ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და
ჩინური ენების არანაკლებ 4 სპეციალისტი. თარჯიმნის შეცვლა
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ
შემსყიდველთან შეთანხმებით. ხელშეკრულების მიმდინარეობისას
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24
საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა
საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის
მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი,
რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული
ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული
ინფორმაცია/მასალები.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის
შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული
სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია,
ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის
სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს
და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური,
ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული
მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის
ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის
სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა
პროცესუალურ დოკუმენტზე.
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის
გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების
მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე
გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი
დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე
დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).
• შემსყიდველის მოთხოვნის ან ხელშეკრულების მიმდინარეობისას ახალი
თარჯიმნის დამატების შემთხვევაში პრეტენდენტმა მოთხოვნიდან 24 საათის
განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა
საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის
მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკოემდაციო წერილი,
რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული
ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების ძალაში
შესვლის დღიდან 30 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს
სატელეფონო ზარების ელექტრონული პროგრამით, ე.წ. “ქოლ ცენტრი”
უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა და
გადამისამართება). აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე
შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან.
• მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის,
ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება
შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში
გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია
აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში
მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ
შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების
შესახებ.
• მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც არაუგვიანეს 25
რიცხვისა, შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)ს
წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამის პერიოდში
გაწეული სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების ასანაზღაურებელი
ღირებულების შესახებ.
• პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული
წინადადება.
• მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს აზერბაიჯანული, ინგლისური, რუსული, თურქული,
ჰინდი, ფრანგული, არაბული და სპარსული ენების მინიმუმ თითო
განსხვავებული სქესის იდენტური ენის თარჯიმანი.
შემოთავაზებული თარჯიმანი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სმენადაქვეითებულ
პირთა კატეგორიას.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თარჯიმანს თავისუფლად უნდა შეეძლოს
ერთდროულად მინიმუმ ორ ენაზე - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე თარგნმა და
პირიქით - თარჯიმნის მომსახურების გაწევა. გამონაკლის შემთხვევაში,
თუკი პრეისკურანტით განსაზღვრულ უცხო ენებზე, მიმწოდებლის თარჯიმანმა
არ იცის სათანადო დონეზე ქართული ენა და მოთხოვნილი სათარგმნი უცხო
ენის გარდა კვალიფიციურად ფლობს სხვა უცხო ენას (მაგ. რუსულს ან
ინგლისურს ან ფრანგულს და სხვა), მაშინ გამოყენებული შუალედური უცხო
ენიდან ქართულ ენაზე თარგმნის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის
სახსრებით.
თარჯიმანი არ უნდა იყოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების სფეროს განკუთვნილი პირი (თავშესაფრის მაძიებელი,
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი);
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თარჯიმნის
კვალიფიკაციისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმწოდებელთან გაფორმებული
ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი
გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ
მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევა.