წიწიბურა - 206,5 კგ. - უმაღლესი ხარისხის, ღია ჩალისფერი, ობისა და სინესტის
გარეშე.საშუალო ზომის, დაზიანებების გარეშე,მარცვალი სუფთა,უცხო
მინარევების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
ლობიო - 336,84 კგ. -უმაღლესი ხარისხის, მალე ხარშვადი, ოვალური ფორმის,
მკვრივი, მშრალი, საღი, სუფთა, ფერი წითელი. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ
ორგანიზმებს.
ბრინჯი -385 კგ. - ფერი თეთრი ან მოყვითალო შეფერილობის, ობისა და სინესტის
გარეშე, დარჩეული, მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს
არანაკლებ 100%-ს, უცხო მინარევების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ
ორგანიზმებს, ნატურალური პროდუქტი, შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით.
შვრიის ფანტელი - 276,78 კგ. კრემისფერიდან-მოყვითალომდე, დაფასოებული
1კგ-იან ან 2კგ-იან შეფუთვით. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით.
სტაფილო - 2818,83 კგ. მაღალი ხარისხის, მშრალი, საღი, სუფთა, დაზიანების
გარეშე, მკვრივი კონსტიტენცია, მოყინვის გარეშე,ფერი ყვითელი. მიწის
შემცველობის გარეშე.სიგრძე 12-დან 16 სმ.
ყვავილოვანი კომბოსტო - 897,87 კგ. მაღალი ხარისხის, თეთრი შეფერილობის,
საშუალო ზომის, საღი, მშრალი, დაზიანების გარეშე, მკვრივი
კონსისტენციის, სუფთა,მოყინვისა და შავი წერტილების გარეშე.
ვაშლი - 4583 კგ. უმაღლესი ან პირველი ხარისხის, არანაკლებ საშუალო ზომისა,
სახეობის შესაბამისად, მკვრივი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების,
მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე.
მწვანილი - 392,05 კგ. მწვანილი(ოხრახუში, ქინძი, კამა) -მშრალი, მწვანე
შეფერილობის, ახალი, საღი, სუფთა, ფესვების და დაზიანების გარეშე. მიწის
შემცველობის გარეშე.
ხახვი - 1238,89 კგ. მაღალი ხარისხის, საშუალო ზომის, თხელფოთლიანი, საღი,
სუფთა, მშრალი, ღვივის და მოყინვის გარეშე, კონსტიტენცია მკვრივი, ფერი
ყვითელი.
ჭარხალი - 240,94 კგ. უმაღლესი ხარისხის, მრგვალი ან მოგრძო ფორმის, მკვრივი,
საღი, სუფთა, მუქი წითელი ფერი. მიწის შემცველობის გარეშე.
გოგრა - 187,25 კგ. თხელკანიანი, საღი, სუფთა, მწიფე, ყოველგვარი დაზიანების
გარეშე.
კომბოსტო - 630,14 კგ. მაღალი ხარისხის, საშუალო ზომის, მშრალი, დაზიანების
გარეშე, მკვრივი კონსისტენციის, საღი, სუფთა, თხელკანიანი, თეთრთავიანი,
მოყინვისა და შავი წერტილების გარეშე.
კარტოფილი - 7836,88 კგ. საშუალო ზომის, მშრალი, მაღალი ხარისხის,
კონსტიტენცია მკვრივი, საღი, ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს
გულის სიდამპლე, სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები,
არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის. მიწის შემცვლელობის
გარეშე,
ქიშმიში - 211,75 კგ. უმაღლესი ხარისხის: კონსისტენცია მკვრივი, კარგად
გამომშრალი, სინესტის, წიპწის გარეშე. ფერი მოყვითალო ოქროსფერამდე,
სუნი და გემო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისთვის. დაფასოებული
მუყაოს ყუთებში ან ვაკუუმ პაკეტებში, შესაბამისი ეტიკეტირებით.
მითითებული შენახვის ვადები და პირობები
ბანანი - 782,80 კგ. საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი; არ
უნდა იყოს დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების
მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა ემჩნეოდეს გადამწიფებისგან
გამოწვეული შავი ლაქები;არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები.გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი;
შეფერილობა - ყვითელი.
ბულგარული წითელი - 2073,39 კგ. მკვრივი , მშრალი, წითელი, საღი, მექანიკური,
ბაქტერიოლოგიური დაზიანებების და მავნებლების გარეშე, სიგრძე არ უნდა
იყოს 8სმ-ზე ნაკლები
ფორთოხალი - 3542,10 კგ. უმაღლესი ხარისხის, საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი,
მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები
ნიგოზი - 116,40 კგ. გარჩეული ნიგოზი, მშრალი, დაუზიანებელი მარცვალი, მწარე
გემოს გარეშე, მისთვის დამახასიათებელი სუნი (ნებისმიერი სხვა სუნი
დაუშვებელია), მარცვალი თეთრი ფერის
შავი პიმპილი - 1,40 კგ. დაფქული, მშრალი, ნესტის გარეშე,შავი პილპილი.
ბარდა - 143,50 კგ. მაღალი ხარისხის, მოყვითალო, ობისა და სინესტის გარეშე,
მთლიანი, საღი, სუფთა მარცვალი,უცხო მინარევების გარეშე, არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
ოსპი - 122,5 კგ. მაღალი ხარისხის, ნარინჯის ფერი, ობისა და სინესტის გარეშე,
მთლიანი, საღი, სუფთა მარცვალი,უცხო მინარევების გარეშე, არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
ბადრიჯანი - 202,02კგ. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საშუალო ზომის,
მკვრივი, საღი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი, ნაკლებთესლიანი,
მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე. გემო უნდა იყოს
სახეობისათვის დამახასიათებელი, თითოეულის დიამეტრი 5–8სმ, სიგრძე
15–22სმ.
ბროკოლი - 527,30 კგ. მაღალი ხარისხის, მწვანე შეფერილობის, საშუალო ზომის,
საღი, მშრალი, დაზიანების გარეშე, მკვრივი კონსისტენციის, სუფთა,
მოყინვისა და შავი წერტილების გარეშე.
ნიორი - 207,74 კგ. მაღალი ხარისხის. მკვრივი, მშრალი, საღი, ღვივის გარეშე,
ფერი თეთრი, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება, სოკოვანი და
ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს. მიწის შემცველობის გარეშე.
კიტრი - 1414,14 კგ. უმაღლესი ხარასხის, ახალი, საღი, მკვრივი, მშრალი, არ უნდა
იყოს დამპალი, გაყვითლებული, დამჭკნარი, მექანიკური დაზიანების მქონე,
(გაჭრილი, დაჟეჟილი,) და სხვა. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისათვის დამახასიათებელი, არ უნდა
ჰქონდეს მწარე გემო. შეფერილობა მომწვანო, საშუალო ზომის.
კოში - 664,58 კგ. საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი. არ უნდა იყოს დამპალი (არც
გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი,
დაჟეჟილი და სხვა).ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო
ზომის.
1. ა) მიწოდებული საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
2001 წლის 16 აგვისტოს #301/ნ ბრძანებით დამტკიცებული - ,,ჰიგიენური მოთხოვნები
სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოებისადმი“- სანიტარული წესებისა და ნორმები“-ს მოთხოვნებს;
ბ) საკვები პროდუქტების დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს
მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას;
გ) საკვებ პროდუქტს უნდა ჰქონდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე: პროდუქციის
დასახელება და მისი სახეობა; დამამზადებლის დასახელება და კატეგორია;
პროდუქციის შენახვის პირობები; ვარგისიანობა - ვადა და თარიღი.
დ) საქონლის იმპორტის შემთხვევაში ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, თარგმნილი ქართულ ენაზე, ნოტარიულად
დამოწმებული;
ე) საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის
მიერ დაცული უნდა იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები..