Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #69474568)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 69474568
Дата публикации: 23-12-2025
Сумма контракта: 3 700 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250024031
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2025 14:51
Начало приема предложения 28.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.02.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 3`700`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქ. ქუთაისში, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ახალი ადმინისტრაციულ-ლაბორატორიული ფუნქციის მქონე შენობის და ეზოს კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

State procurement of construction works for the new administrative-laboratory building and yard improvement of the National Environmental Agency in Kutaisi, Georgia.

Procurement Type: Electronic Tender Without Auction (NAT)
Announcement Number: N/A
Procurement proceeding status: Project of Announcement
Procuring Entities – LEPL National Environmental Agency
Procurement announcement date- 23.12.2025
Bids accepted from 28.01.2026
Deadline for bid submission 02.02.2026
Financing – 2026 Funds
Estimated Value of procurement – 3,700,000.00 GEL
Bid must be submitted including VAT
Classifier (CPV) code 45210000
Classifier (CPV) code and specific procurement object
45210000 - Building construction work
Bid reduction step – 37,000.00 GEL
Guarantee amount – 37,000.00 GEL
Guarantee validity period - 160 days

დეტალური პირობები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Refer to the tender documentation for detailed conditions
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 37`000.00 GEL
Размер гарантии 37`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 08.10.2025 11:37
  • Последнее исправление: pavle antelava :: 23.12.2025 14:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=650681&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ქუთაისში, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ახალი ადმინისტრაციულ-ლაბორატორიული ფუნქციის მქონე შენობის და ეზოს კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 03.01.22.704);

სამუშაოს შესრულების ფორმა:

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ობიექტის ტერიტორიის გადაცემა, უსაფრთხოება, სამობილიზაციო სამუშაოები:

ასაშენებელ ადმინისტრაციულ-ლაბორატორიული ფუნქციის მქონე შენობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია მშენებლობის ნებართვა (ბრძანება: ბ44. 442435120 - თარიღი: 16/12/2024), რომლის მიხედვით დადგენილია მშენებლობის განხორციელების (ზედამხედველობის) ძირითადი რიგის სამუშაოები და ეტაპები:
-შენობის მიწის სამუშაოები;
-ფუძის მოწყობის სამუშაოები;
-შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;
-შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობის ნულოვან ნიშნულამდე;
-შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა +7,20 ნიშნულამდე;
-შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა +14,20 ნიშნულამდე;
-შენობის სახურავის და გადახურვის მოწყობა;
- არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
-შენობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა;
-შენობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები;

მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირთან/ორგანოსთან ერთად ვადებისა და შესაბამისი წესების დაცვით აწარმოოს/მოამზადოს ზემოაღნიშნული ეტაპების ოქმები და წარუდგინოს ქ. ქუთაისის მუნიციპალური მერიის შესაბამის სამსახურს/ორგანოს - რეგისტრირებული დოკუმენტები კი წარუდგინოს შემსყიდველს 3 კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულების დადებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოცემული სამუშაოები:

1. სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა მიმწოდებელმა მოახდინოს ტერიტორიის დაკვალვა (საკადასტრო წითელი ხაზის მიხედვით) მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების (GPS, Total Station) მეშვეობით, რის დამადასტურებლადაც საჭიროა წარმოადგინოს დაკვალვის დამადასტურებელი შესაბამისი აქტი (დედანი) ხელმოწერილი შესაბამისი სპეციალისტის/ორგანიზაციის მიერ. საპროექტო დოკუმენტაციისა და ზემოაღნიშნული პრინციპით განახორციელოს შენობა ნაგებობების მიბმა საკადასტრო საზღვრებთან.
2. იმის გათვალისწინებით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამშენებლო ტერიტორიის შემოღობვა უნდა განხორციელდეს სამშენებლო დროებითი კაპიტალური ღობით, რათა არ მოხდეს გარეშე პირების მოხვედრა სამშენებლო ობიექტზე. დღე-ღამის პერიოდში ტერიტორია უნდა იყოს ცოცხალი დაცვით უზრუნველყოფილი. ასევე მიმწოდებელმა უნდა დაიცვას სამშენებლო ნებართვის დროს შეთანხმებული საგზაო მოძრაობის სქემების წესები და პირობები.
3. მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (არანაკლებ 150 სმ/100 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
4. მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე ელექტროენერგიის მიყვანიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგის სისტემის მოწყობა (ვიდეოსისტემა უნდა იძლეოდეს მშენებლობის პროცესის კონტროლის საშუალებას. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სათვალთვალო კამერების რაოდენობის გაზრდა, რომელიც ჩართული იქნება ონლაინ რეჟიმში და შემსყიდველისთვის გამოყოფილი იქნება არანაკლებ 3 IP-მისამართი;
5. არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე და მოწყობილი ქვაბულიდან გრუნტის წყლის ამოტუმბვის ღონისძიებების განხორციელება.
6. სამუშაოების დასრულების ეტაპზე მიმწოდებელი თავისი ძალებით და სახსრებით ვალდებულია გაათავისუფლოს სამშენებლო ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრი სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტის დასუფთავება.
ზოგადი მითითებები: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას საქმის კურსში ჩააყენოს შემსყიდველი ყველა განსაკუთრებული გარემოებების წარმოშობის შესახებ;

მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე;
მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:
მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო პროცესში მისთვის საჭირო კომუნიკაციის მიყვანა და ასევე ამ პროცესში მოხმარებული კომუნალური მომსახურების გადახდა (ელექტროენერგია, წყალი);
მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

მითითებები სატენდერო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების/ცვლილების/წარმოდგენის შესახებ:

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და სამუშაოები აწარმოოს მხოლოდ შემსყიდველის მითითებით.
სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.

ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა, მითითებები, ინსპექტირება:

მიმწოდებელმა უნდა მისცეს საშუალება შემსყიდველის მიერ უფლებამოსილ ნებისმიერი პირს შევიდეს ობიექტის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ხორციელდება ან უნდა განხორციელდეს კონტრაქტთან დაკავშირებული სამუშაოები. განახორციელოს შემსყიდველი უფლებამოსილი წარმოამდგენლის და/ან შემსყიდველის ტექნიკური ზედამხედველის ყველა მითითება/განკარგულება, რომელიც შეესაბამება იმ ადგილის კანონმდებლობას სადაც ობიექტია განლაგებული.
შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ინსპექტირება.
მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური ზედამხედველობის (ინსპექტირების) განმახორციელებელი პირის/ჯგუფის წევრის (წევრების) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლები.
მიმწოდებელი ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს პროექტი. სამშენებლო რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. შემსყიდველი გამოხატავს მზაობას გაუწიოს ორგანიზება სამუშაო თათბირს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საპროექტო, საზედამხედველო, მიმწოდებლის და შემსყიდველის წარმომადგენლები.

საზედამხედველო კომპანიის ფუნქციებია:

1. ტექნიკური ზედამხედველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს სამუშაოების შემოწმება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
2. გაუწიოს სისტემატიური ინსპექტირება საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვაზე და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე.
3. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების საპროექტო გადაწყვეტასთან, სამშენებლო ნორმებისა და წესებთან, ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ინსპექტირება.
4. საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისთვის საკითხის დროულად დაყენება.
5. მონაწილეობა სამშენებლო ინსპექტირებისა და მშენებლობის ცალკეული ეტაპის სამშენებლო სამუშაოთა შესრულების შესაბამისობის შემოწმება - შეფასება და პროექტთან შესაბამისობა.
6. მონაწილეობა მუშა კომისიების მიერ ცალკეული სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და საპროექტო მონაცემთა შესაბამისობაზე ჩატარებულ შემოწმებებში.
7. სამუშაოთა ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირების ჩატარების მოთხოვნა. ტესტირება უნდა ჩატარედეს საინჟინრო სისტემ(ებ)ზე (გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის, ელექტრობის, სუსტი დენების, წყალმომარაგება-წყალანირების, ვიდეო-მეთვალყურეობის და სახანძრო სისტემების როგორც აგრეგატები/მოწყობილობები ასევე მთლიანი მოწყობილი ქსელი), რომელიც მოიცავს დამონტაჟებული სისტემ(ებ)ის გამოცდა-შემოწმებას.
8. ინსპექტირება შემსრულებლის მიერ გამოყენებული მასალების და კონსტრუქციების შენახვის ნორმებთან შესაბამისობაზე .
9. საჭიროების შემთხვევაში პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველ მხარეზე არგუმენტირებული წინადადებების / განმარტების წარდგენა .
10. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ შემსყიდველისათვის სისტემატიური ინფორმაციის მიწოდება (შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით) წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი ფორმით (მუშა თათბირის ოქმები, აქტები, და სხვა), სამუშაოთა შეჩერების ან შეფერხების წარმოქმნისთანავე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველზე ზეპირი ან / და წერილობითი ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ.
11. მშენებლობის ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტური ანალიზი. პროექტის მიმდინარეობის საერთო ანგარიშები.

შენიშვნა:
1. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლის) მიერ გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, სათანადო პირობებში მუშაობისთვის შესაბამისი;
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების მახასიათებლები, რომელიც არ არის მოცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა:

ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 600 (ექვსასი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

სამუშაოთა წარმოება/შესრულება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა შეთანხმებით დამტკიცებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (სამუშაოების შესრულების გრაფიკი).

სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის წერილობით წარმოდგენილი დასაბუთების/ინიციატივის საფუძველზე.

შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა წარმოების შეჩერება გარკვეული დროით (აღნიშნული დროის სავარაუდო ან ზუსტი მითითებით). ასეთ შემთხვევაში განაცდური დრო არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 03.01.22.704).

1.6 guarantee period for the works to be performed

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა:

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური და დივერსიული ზემოქმედებისა) განისაზღვროს:

1. შენობის კონსტრუქციული ნაწილი - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 წელი;

2. შენობის ინტერიერის და ექსტერიერის, ასევე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე, მათ შორის მოპირკეთების ნაწილზე - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი;

3. ელექტრობა-სუსტი დენების, ვიდეო მონიტორინგის სისტემის და წყალ-კანალიზაციის ნაწილზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი;

4. გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სრულ სისტემაზე, ლიფტზე, მანქანა დანადგარზე/აგრეგატზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი.

5. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული გონივრული ვადების შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

6. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ვადის გასვლის შემდგომ.

7. მიმწოდებლის მხრიდან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე, დარჩენილ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

8. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მაშინ მე-6 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდება.

9. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2.5%-ზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4,000,000.00 (ოთხი მილიონი) ლარის სამოქალაქო ან/და სამრეწველო მშენებლობის სამშენებლო სამუშაოების ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და გამაგრებითი სამუშაოების შესრულების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა, ფორმა N2 - (ებ)ი (როგორც excel - ის ისე PDF ფორმატის ფაილის სახით), და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა. ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან მითითებულ უნდა იქნას შესაბამისი SPA, NAT, DAP, CMR ან სხვა ნომრები დანართი N2-ის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში თუ სამუშაო(ებ)ი შესრულებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ან მათი ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელთა წარმოება გათვალისწინებულია ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით და საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება (დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი).

3. არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში, 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.

4. ამხანაგობაზე ვრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების" 24-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ დანართი N2-ის წარმოდგენა ხდება, თუ მას ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა (შევსება) დანართი N3 - ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;
2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru