Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Распределение воды и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69402432)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori MUnicipality City Hall
Номер конкурса: 69402432
Дата публикации: 20-12-2025
Сумма контракта: 11 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023821
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2025 16:27
Начало приема предложения 27.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 11`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 65100000-Распределение воды и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 65120000 - Эксплуатация водоочистной станции
  • 65123000 - Услуги по смягчению воды
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობების სასმელი წყლით მომარაგების მომსახურება - თანამედროვე საფილტრაციო სისტემით აღჭურვილი წყლის დისპენსერებით
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 117.00 GEL
Размер гарантии 117 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lali michitashvili :: 12.12.2025 12:20
  • Последнее исправление: lali michitashvili :: 19.12.2025 16:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660564&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობების სასმელი წყლით მომარაგების მომსახურება - თანამედროვე საფილტრაციო სისტემით აღჭურვილი წყლის დისპენსერებით;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობების სასმელი წყლით მომარაგების მომსახურება გულისხმობს - თანამედროვე საფილტრაციო სისტემით აღჭურვილი წყლის დისპენსერების მონტაჟს, შემდგომში სუფთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით;

2. მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში უსასყიდლოდ გადასცემს შემსყიდველს დისპენსერებს დროებითი სარგებლობის უფლებით და უზრუნველყოფს მათ მონტაჟს შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას;

3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს 13 (ცამეტი) ერთეული დისპენსერის მონტაჟს. (10 (ათი) ცალი დისპენსერი დამონტაჟდება - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, 3 (სამი) ცალი დისპენსერი - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში);
დისპენსერები იქნება სუფთა, ვიზუალურად და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;

4. დისპენსერის ზომა: სიგანე/სიგრძე/სიმაღლე - არანაკლებ 29/35/107 სმ. არაუმეტეს 40/45/150 სმ. ზომებით;

5. მიმწოდებელი ცენტრალურ წყალმომარაგების სისტემაზე დაამონტაჟებს სასმელი წყლის ფილტრაციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დისპენსერებს სენსორული ან მექანიკური პანელით, ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლის ჩამოსხმის ფუნქციით;

6. ტექნოლოგია აღჭურვილი იქნება სასმელი წყლის არანაკლებ 4 (ოთხი) საფეხურიანი ფილტრაციის სისტემით და ანტიბაქტერიული დამუშავების ფუნქციით; რაც გულისხმობს:
6.1. წყლის ფილტრაციას ბიოლოგიური დამაბინძურებლებისგან: ჟანგი, ლამი, ქვიშა, თიხა და სხვა ორგანული და არაორგანული მინარევებისგან;
6.2. წყალს შორდება მავნე ორგანული მინარევები და ქლორი;
6.3. წყალს შორდება ყველანაირი ორგანული დამაბინძურებლები, ბაქტერიები, ვირუსები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, ჰერბიციდები, პათოგენური და პათოლოგიური მიკროორგანიზმები;
6.4. წყალს შორდება უსიამოვნო სუნი და უმჯობესდება წყლის გემოვნური თვისებები;

6.5. გაფილტრული წყლის მეორადი დაბინძურების პრევენციის მიზნით, დისპენსერს აქვს ავზში დაგროვებული წყლის ანტიბაქტერიული დამუშავების ფუნქცია;

7. თითოეულ დისპენსერს გააჩნია გაფილტრული წყლის არანაკლებ 2 (ორი) ცალი ავზი, ჯამური მოცულობით არანაკლებ 5.0 ლიტრი;

8. თითოეული დისპენსერისთვის 1 წუთში წყლის ნაკადის სიჩქარე განისაზღვრება არანაკლებ 2.0 ლიტრით.

9. ერთი დისპენსერი უზრუნველყოფს 1 საათში - არანაკლებ 5.0 ლიტრი წყლის გაციებას და არანაკლებ 5.0 ლიტრი წყლის გაცხელებას;

10. მიმწოდებელი უზრუნველყოფს თითოეული დისპენსერის კარტრიჯის შეცვლას მისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნის (სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით) საფუძველზე, მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ან შეცვლას იგივე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე დისპენსერ(ებ)ით;

11. მომსახურების ფარგლებში მიღებული სასმელი წყლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

12. ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმწოდებელი უზრუნველყოფს სასმელის წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას წელიწადში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;

შენიშვნა: პრეტენდენტმა ტექნიკური დავალება უნდა წარმოადგინოს PDF - ფაილის სახით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერილით/შტამპით დამოწმებული - სადაც შემსყიდველის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მახასიათებლები, დაზუსტებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ზუსტი ტექნიკური პარამეტრებით/მახასიათებლებით;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სასმელი წყლით მომარაგების მომსახურება უნდა განხორციელდეს - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უწყვეტად;

2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, უსასყიდლოდ გადასცეს შემსყიდველს დისპენსერები დროებითი სარგებლობის უფლებით და უზრუნველყოს მათი მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს 13 (ცამეტი) ერთეული დისპენსერის მონტაჟს, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილებზე.

2.მომსახურება უნდა განხორციელდეს:
2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მის: ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის N5;
2.2. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, მის: ქ. გორი, სტალინის N16;

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს გაწეულ მომსახურებაზე გამოვლენილი ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა;

2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის (სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით) საფუძველზე არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დისპენსერ(ებ)ის კარტრიჯების შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში - უზრუნველყოს დაზიანებული ტექნიკის შეკეთება ან შეცვლა იგივე ამ გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე დისპენსერ(ებ)ით;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული ანალოგიური მომსახურების - შენობ(ებ)ის სასმელი წყლით მომარაგების მომსახურება საფილტრაციო სისტემით აღჭურვილი წყლის დისპენსერებით, ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 12 000.00 (თორმეტი ათასი) ლარისა;

2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

2.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში შესყიდვის ობიექტის - ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიღება-ჩაბარების აქტები;

2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR და ა.შ.) წარმოდგენა;

2.3. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური მომსახურების გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით, პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით მოითხოვოს სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. მომსახურების ფარგლებში მიღებული სასმელი წყლის ხარისხი უნდა პასუხობდეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

2. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ - ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია წელიწადში ორჯერ უზრუნველყოს სასმელის წყლის ლაბორატორიული შემოწმება, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია:

1.1. დაზუსტებული ტექნიკური დავალება PDF - ფაილის სახით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერილით/შტამპით დამოწმებული - სადაც შემსყიდველის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მახასიათებლები, დაზუსტებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ზუსტი ტექნიკური პარამეტრებით/მახასიათებლებით;

1.2. ფასების ცხრილი - დანართი N1 ექსელის (Excel) ფაილის სახით;

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის და ,,დანართი - N3 - გამოცდილები"-ს შესაბამისად;

2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და გადასახადს.
სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ფასების ცხრილში - დანართი N1, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში;

3. შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში არსებული ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემულია შესყიდვის ობიექტის მინიმალური პარამეტრები/მოთხოვნები და პრეტენდენტს უფლება აქვს შესთავაზოს შემსყიდველს გაუმჯობესებული/უკეთესი პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტი.

4. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“;

5. ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული შესასრულებელი მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ ქვეკონტრაქტორზე გადაცემა დაუშვებელია;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტებში იგულისხმება:

2.1. ექსპერტიზის დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას;

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის/ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის/ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;

4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები;

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე;

2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლალი მიჩიტაშვილი, 598270616, lalikomichitashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;

5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;

7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;

8. 2023 წლის 03 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის ,,სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის ექსელის (Excel) ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით" თანახმად - პრეტენდენტმა ფასების ცხრილი - დანართი N1 უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ექსელის (Excel) ფაილის სახით;

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ ექსელის (Excel) ცხრილის სახით წარმოსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);


9. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მიმწოდებლის მიერ ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად;

10. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ. ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით.
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru