Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области бытовых отходов и отходов (Грузия - Тендер #69376101)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC „Gardabani TPP 2"
Номер конкурса: 69376101
Дата публикации: 19-12-2025
Сумма контракта: 32 282


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023794
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2025 12:57
Начало приема предложения 27.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 32`282.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 90500000-Услуги в области бытовых отходов и отходов
Коды классификатора
  • 90500000 - Услуги в области бытовых отходов и отходов
  • 90520000 - Услуги в области радиоактивных, токсичных, медицинских и опасных отходов
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირების და გადამუშავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 322.00 GEL
Размер гарантии 323 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome vasadze :: 08.12.2025 11:44
  • Последнее исправление: salome vasadze :: 19.12.2025 12:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659456&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირების და გადამუშავების მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-დან (შემდგომში შემსყიდველი) სახიფათო ნარჩენების გატანა, განადგურება ან და დამუშავება უნდა უზრუნველყოს კომპანიამ (შემდგომში მიმწოდებელმა), რომელსაც აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ყველა იმ ნარჩენზე, რომელიც მოცემულია დანართ №1-ში;

2. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენების ურნების/კონტეინერების, შემსყიდველის ტერიტორიაზე განთავსება, გამოცვლა ან და გარეცხვა შემსყიდველის მოთხოვნიდან გამომდინარე;

3. მიმწოდებელმა სახიფათო ნარჩენების გატანა/ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს საკუთარი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებითა და მომზადებული პერსონალით. მომსახურება უნდა იყოს გაწეული სანიტარული ნორმების, ჰიგიენური ნორმებისა და საქართველოს შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;

4. მომსახურების გაწევისას, ასევე მისი ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისას წარმოშობილ ნებისმიერ ზიანსა და საქართველოს კანონმდებლობით შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს;

5. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტი - „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები“) მოთხოვნათა სრული-დაცვით.

6. სახიფათო ნარჩენების კოდები, დასახელება, ფიზიკური მდგომარეობა და მახასიათებელი (საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსის, მე-3 დანართის შესაბამისად), ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებული მეთოდები, დამუშავების ოპერაციის კოდები და სახიფათო ნარჩენების სავარაუდო რაოდენობები მოცემულია დანართ №1-ში - ფასების ცხრილში.

7. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების განხორციელების პროცესში, შემსყიდველთან ერთად აწონოს სახიფათო ნარჩენები ცალ-ცალკე სახეობების მიხედვით;

8. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი, მოთხოვნისთანავე დაასწროს მომსახურების ნებისმიერ პროცესს;

9. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენების გატანა;

10. სახიფათო ნარჩენების გატანის დღიდან მიმწოდებელი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველს წარუდგინოს განადგურების აქტი რის საფუძველზეც გაფორმდება-მიღება-ჩაბარების-აქტი.

11. მიმწოდებელი ვალდებულია თავისი დასაქმებულები (მძღოლი, დამხმარე პერსონალი) თბოსადგურის ტერიტორიაზე შემოსვლისას უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ჩაფხუტი, ამრეკლი ჟილეტი და დამცავი ფეხსაცმელი), შემსყიდველის კომპანიის ტერიტორიაზე, მიმწოდებლის დასაქმებულები ვალდებულები არიან დაემორჩილონ შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის შესაბამის წესებს;

12. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (მათ შორის სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის მიერ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით და „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით“ დადგენილ მოთხოვნებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით განსაზღვრული ურნების/კონტეინერების განთავსება შესაბამის ლოკაციებზე.

1.4.2 მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის 2ბ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სახიფათო ნარჩენების გატანის, ტრანსპორტირების და დამუშავების მომსახურების გაწევის გამოცდილება. გამოცდილების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი არანაკლებ 2 (ორი) ხელშეკრულება და ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვის ნომრებზე (NAT/CMR/SPA).

შენიშვნა:

სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით, დამატებით წარმოდგენას არ საჭიროებს.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტის მძღოლ(ებ)ი უნდა იყვნენ სერტიფიცირებულები - სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების მიმართულებით. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა/მოწმობა (ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ) (მოქმედი წინამდებარე ტენდერზე წინადადების დასრულების დღისთვის).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული, დანართი №1-ით - ფასების ცხრილით განსაზღვრული სპეციფიკაციის სახიფათო ნარჩენების განთავსებისა და დამუშავების (უტილიზაციის ან/და ინსინერაციის) განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა ან/და ბრძანება ან/და ექვივალენტური დოკუმენტ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

2.9.1.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3); შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე;

2.9.1.2 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);

2.9.1.3 სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი ტრანსპორტის მძღოლის სახელზე გაცემული საქმიანობის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი/მოწმობა/სერტიფიკატი (მოქმედი წინამდებარე ტენდერზე წინადადების დასრულების დღისთვის (პუნქტი 2.4.1);

2.9.1.4 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული, დანართი №1-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრული სპეციფიკაციის სახიფათო ნარჩენების განთავსებისა და დამუშავების (უტილიზაციის ან/და ინსინერაციის) განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა ან/და ბრძანება ან/და ექვივალენტური დოკუმენტ(ებ)ი (პუნქტი 2.7.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:

- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ყოველთვიურად, ფაქტიურად გატანილი სახიფათო ნარჩენების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად გატანილი სახიფათო ნარჩენების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ვასაძე, 593177177, s.vasadze@tpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 32282 ლარი, დღგ-ს გარეშე;

10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის გაწევასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;

10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;

10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);

10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები

10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); შენიშვნა: ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380 20.12.2022 წ).

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;

10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;

10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru