Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69376099)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL REGULATION AGENCY FOR MEDICAL AND PHARMACEUTICAL ACTIVITIES
Номер конкурса: 69376099
Дата публикации: 19-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023795
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2025 12:58
Начало приема предложения 27.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 18:00
Предполагаемая цена прейскуранта 854`813.86 GEL
Контрактная цена объекта закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 3`500.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre chachkhiani :: 04.12.2025 11:39
  • Последнее исправление: aleksandre chachkhiani :: 19.12.2025 12:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658810&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ნაწილებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტია შემსყიდველის სახელზე არსებული დანართ 1-ში მოცემული 29 სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება/ტექნიკური მომსახურება, ამავე დანართის შიტებში არსებული პრეისკურანტების შესაბამისად (ავტოსატრანსპორტო საშუალებების სრული სია იხ. 1.2 პუნქტში ატვირთულ ფაილში ,,არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სია".
1.2.2 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურეობის შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტში, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების სავალდებულო ან სასურველი ვადები.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა; ჩაუტაროს რეგულარული და სრული შემოწმება, რაც საშუალებას მოგვცემს უმაღლეს დონეზე შენარჩუნდეს მისი უსაფრთხოება და გამართულობა. „მიმწოდებელი“ პასუხისმგებელია დაყენებული/შეცვლილი დეტალის, მასალის, მომსახურების ხარისხზე. აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების გაწევისას უსასყიდლოდ დაწვრილებით შეამოწმოს, მისი დეტალებისა და აღჭურვილობის გამართულობა.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს მოთხოვნისთანავე, რიგგარეშე, ოპერატიულად და შეუფერხებლად.
1.2.5 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
1.2.6 „მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „შემსყიდველი“ ევაკუატორის მომსახურებით, შეტყობინების საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში.

გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ობიექტის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საერთო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში შეყვანიდან მაქსიმუმ 3 (სამი) საათის განმავლობაში მიმწოდებლი ვალდებულია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეადგინოს დეფექტური აქტი. მომსახურებისას ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
აგრეგატებისათვის არაუმეტეს 8 კალენდარულ დღეს;
სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს;
დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;
თუ ავტომობილს დასჭირდება ისეთი დეტალი, რომელიც არ აღმოაჩნდება მიმწოდებელს და გაყიდვაში არ მოიძებნება ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ოდენობით.

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა იწარმოებს ქ. თბილისში, მიმწოდებლის ექსპლუატაციაში არსებულ ავტოტექმომსახურებების სერვის-ცენტრებში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრების (აქედან მინიმუმ ერთი სერვისცენტრი განთავსებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან (მის: ქ. თბილისი წერეთლის გამზ. N144) არაუმეტეს 8 კმ. საავტომბილო გზისა, ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებები რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ განხორციელებული მომსახურება და შეცვლილი სათადარიგო ნაწილები იქნება ხარისხიანი და შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
1.7.1.2 გარანტია მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე ვრცელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში (გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა).
1.7.1.3 შეძენილ (ახალი) ან შეკეთებულ ძირითად აგრეგატებზე გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 1 წელი.
1.7.1.4 შეძენილ (მეორად) ძირითად აგრეგატებზე, გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 3 თვე, ხოლო სხვა ყველა მეორად დეტალზე არანაკლებ 6 თვე.
1.7.1.5 სამუხრუჭე ხუნდებზე გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 10,000 კმ.
1.7.1.6 სამუხრუჭე დისკებზე გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 6 თვე.
1.7.1.7 ჰაერის ფილტრზე 10,000 კმ.
1.7.1.8 საწვავის ფილტრზე 10,000 კმ.
1.7.1.9 კონდენციონერის ფილტრზე 10,000 კმ.
1.7.1.10 მინის მწმენდებზე, ნათურებზე და მტვერდამცავებზე 30 დღე.
1.7.1.11 გადაბმულობის კომპლექტზე 10000 კმ.
1.7.1.12 კონდენციონერის კომპრესორზე გარანტია განისაზღვროს არანაკლებ 1 წელი.
1.7.1.13 დინამოს, კონდენციონერის და საჭის ჰიდროგამაძლიერებლის ღვედზე არანაკლებ 3 თვე.
1.7.1.14 გადაცემათა კოლოფის, გამაძლიერებელი კოლოფის, წამყვანი ხიდების ზეთზე გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 30,000 კმ.
1.7.1.15 ძრავის ღვედზე გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 50,000 კმ.
1.7.1.16 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, შემსყიდველის ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება.
1.7.1.17 სამუხრუჭე ხუნდები არ უნდა აფუჭებდეს საყრდენ დისკოს, არ უნდა ჰქონდეს ეგრეთ წოდებული წრიპინის და ხრიალის ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს აღნიშნული წუნის/ნაკლის აღმოფხვრას, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.1.18 თუ მიმწოდებელი მომსახურების და სათადარიგო ნაწილის საგარანტიო ვადის ამოწურვამდე აღმოჩნდება ან გამოვლინდება ნაკლი ან/და დეფექტი (გარდა გარეგანი ფიზიკური დაზიანებისა), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 2 (ორი) კალენდარულ დღეში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა. იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა არ ხერხდება, მიმწოდებელმა ნაკლიანი სათადარიგო ნაწილი უნდა შეცვალოს უნაკლო ან/და ახალი ნაწილით.
1.7.1.19 მიმწოდებლის მიზეზით ან დაუდევრობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, რომლის დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა. იმ შემთხვევაში, თუ ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა არ ხერხდება, მიმწოდებელმა ნაკლიანი სათადარიგო ნაწილი უნდა შეცვალოს უნაკლო ან/და ახალი ნაწილით.
1.7.1.20 ავტოსატრანსპორტო საშუალების ევკუატორით ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ ავტომობილის გადაადგილება შეუძლებელი გახდა საგარანტიო დეტალის დაზიანების გამო, ევაკუატორის ხარჯი ეკისრება მიმწოდებელს.
1.7.1.21 შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ხარვეზის ან/და გაუმართავობის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ იგი იქნება გამოწვეული „მიმწოდებლის“ ბრალეულობით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გაუმართაობა, შეაკეთოს ან/და გამოცვალოს დაზიანებული ნაწილი ახლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
1.7.1.22 სათადარიგო ნაწილებსა და გაწეულ მომსახურებაზე საგარანტიო პირობები ვრცელდება ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე.
1.7.1.23 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტური აქტის შედგენის თარიღიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარისა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართის სახით, ამასთან:

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ის შესაბამისად).

3. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს სერვის ცენტრი/ები აღჭურვილი უნდა იყოს დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის შესახებ ინფრომაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი ფორმით.
სერვის-ცენტრ(ებ)ში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შემსყიდველი უფლებამოსილია შერჩევა_შეფასების ეტაპზე გადაამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან/მათთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვისცენტრის მდებარეობის შესახებ.

2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

3. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

2.9.1 შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ მომსახურების პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი 1-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად. კვანძები და დეტალები, რომელიც კონკრეტული ტიპის ავტომობილს არ გააჩნია პრეისკურანტში არ უნდა იყოს განფასებული.
2.9.2 პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პრეისკურანტში ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს დანართ 1-ში (პრეისკურანტი) შესაბამის პოზიციებზე მითითებული ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს. წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
2.9.3 თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი პირველადი წინადადების ფასი, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს პრეისკურანტის ჩამონათვალის თითოეული პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.
2.9.4 სატენდერო წინადადება, რომელშიც თითოეული პოზიციის ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად. ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველ პრეისკურანტში დაფიქსირებული ფასების გაზრდა რომელიმე პოზიციაზე.
2.9.5 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის ცხრილის რომელიმე პოზიციის შეუვსებლობის (ცარიელი უჯრა ან/და უჯრა დეფისით) შემთხვევაში, აღნიშნულ პოზიციაში მოცემული სათადარიგო ნაწილის/მომსახურების გაწევის საჭიროების დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ანაზღაურების გარეშე.
2.9.6 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტი ,,ფასების ცხრილი“ წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატში.
2.9.7 თითოეულ სერვის-ცენტრში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს „შემსყიდველის“ წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნა (შენობაში განთავსებული სკამი, მაგიდა).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწევის შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე ჩაჩხიანი, 599996261, achachkhiani@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ;
10.1.2.ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით;
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru