1.3.პუნქტში წარმოდგენილი პრეისკურანტით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის
დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შეჯავშნილი ფორდის, ივეკოს და
მერსედესის მარკის ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური
მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა
უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური
მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების
გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან
სარგებლობაში (მ.შ. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრ(ებ)ი) არსებული
ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს
კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური
ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის
დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ძრავის ამოსაღები
ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა
თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ
სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის
გამოყოფა.
სერვის-ცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არა მეორადი
მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით
განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო
პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა ქ.
თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური
დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის
მიხედვით - მითითებულ მისამართზე). იმ შემთხვევაში, თუ ვერხერხდება
ადგილზე ავტომანქანის შეკეთება შსს სსიპ დაცვის პოლიციის
დეპარტამენტის ტრანსპორტის სამსახურის თანხმობის შემდეგ შესაძლებელი
იქნება ავტომანქანის გადატანა ევაკუატორით, მიმწოდებლის ხარჯებით,
მისივე ან სხვა სერვის-ცენტრში.( რომელიმე რეგიონის სერვის ცენტრიდან
საჭიროების შემთხვევაში გადატანა ქ. თბილისში.)
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს
ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის
ავტომანქანებისათვის:
- ქ. თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 10
ავტომანქანა;
- რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ
მისამართზე) - 3 ავტომანქანა;
სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
სატრანსპორტო საშუალების ავტოსერვისში შეყვანისას, მიმწოდებელ
ვალდებულია შეადგინოს ავტომანქანის სრული დათვალიერების აქტი (ყველა
ხარვეზის მითითებით) და პროფორმა ინვოისი (ექსელის ფორმატში).
პროფორმა იმავე ან მომდევნო დღეს, უნდა გადმოუგზავნოს შემსყიდველს ელ.
ფოსტაზე (აგრეგატების რემონტის შემთხვევაში 3 კალედარულ დღეში)
(დეფექტური აქტი ან პროფორმა ინვოისის დაგვიანებით მომზადების
შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200
(ორასი) ლარის ოდენობით). მიმწოდებელმა ავტომანქან(ებ)ის ტექნიკური
მომსახურება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებსაც
დაადასტურებს შემსყიდველი ორგანიზაცია, საჭიროების და
პრეისკურანტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ.
მიმწოდებელმა მოთხოვნის შემთხვევაში კონკრეტული მომსახურების
დასრულების შემდეგ, იგივე ან მომდევნო დღეს, უნდა გადმოუგზავნოს
საბოლოო ინვოისი ელ. ფოსტაზე.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული
სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას
მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს
(კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და
ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2
სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო
ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია 3
(სამი) სამუშაო დღის ვადაში მოიძიოს და შემსყიდველს შესთავაზოს
აღნიშნული მომსახურება და დეტალი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
„შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში
აღნიშნულ ნაწილის შეძენის ადგილი, რაც იმოქმედებს საბაზრო ფასის
დადგენაზე.
აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება
შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო
ფასის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სათადარიგო
ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების ფასის
შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის
მიწოდების ვადებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი
მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი
წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულების 10%-ს
შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ
მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი,
სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან
ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები."
შენიშვნა: ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის
სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი,
შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ
უნდა იყოს ხელნაწერი.(გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ხელნაწერიც)