სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ადმინისტრაციული შენობისა და
მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების
მომსახურების შესყიდვა, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების
შესაბამისად :
1.2.1 სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ადმინისტრაციული შენობის
მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N76ბ (ს.კ: 01.14.03.039.020)
1.2.2 დასასუფთავებელი სივრცეების/ტერიტორიის ჩამონათვალი და
მოცულობა:
ა. სამუშაო ოთახების საერთო ფართი - 913,3 კვ.მ
ბ. დარბაზების საერთო ფართი - 430,7 კვ.მ
გ. ფოიეს საერთო ფართი - 489,5 კვ.მ
დ. დერეფნების საერთო ფართი - 193,5 კვ.მ
ე. აივნების საერთო ფართი - 84 კვ.მ
ვ. კიბის უჯრედის საერთო ფართი - 128 კვ.მ
ზ. სველი წერტილები - 11 ცალი
თ. შემოსასვლელის და კიბეების საერთო ფართი - 165 კვ.მ
ი. ვიტრაჟების საერთო ფართი - 423,6 კვ.მ
ლ. ფანჯრების საერთო ფართი - 77,8 კვ.მ
მ. მიმდებარე ტერიტორიის (მათ შორის, პარკინგის) საერთო ფართი - 300 კვ.მ
ნ. ლიფტი - 1 ცალი.
1.2.3 მომწოდებელმა მომსახურება უნდა გასწიოს კვირაში 5 სამუშაო დღის
განმავლობაში, მთელი სახელშეკრულებო პერიოდის მანძილზე, დღის იმ
მონაკვეთში, როდესაც თანამშრომლები არ იმყოფებიან სამუშაო სივრცეში.
1.2.4 მომწოდებელმა ყოველდღიურად, დასუფთავების მომსახურების გაწევა
უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 4 (ოთხი) დამლაგებლის მეშვეობით, 07:00-დან
09:00-მდე ან 18:00-დან 20:00-მდე დროის შუალედებში. გარდა ამისა, სამუშაო დროს,
დასუფთავებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოქმნილი საჭიროებების
უზრუნველსაყოფად და შენობაში სისუფთავის კონტროლის მიზნით, სამუშაო
დღის განმავლობაში (9:00-18:00) შენობაში უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) მორიგე
დამლაგებელი, რათა მუდმივად დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები,
მათ შორის, სააგენტოს შესაბამის წარმომადგენელთან ერთად და მისი
მითითებების გათვალისწინებით, განახორციელოს შენობაში არსებული
ყველა სველი წერტილის პერიოდული შემოვლა (დღეში არანაკლებ 3-ჯერ) და
აღმოფხვრას დღის განმავლობაში წარმოშობილი ნებისმიერი სახის
დაბინძურება, დაცალოს სავსე ნაგვის ურნები, შეამოწმოს და დაუყოვნებლივ
შეავსოს ჰიგიენური მარაგი (ტუალეტის ქაღალდი, თხევადი საპონი, ჰაერის
აეროზოლი).
1.2.5 დასუფთავების მომსახურების გაწევისას მომწოდებელმა უნდა
გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო,
ანტიალერგიული და ეფექტური წარმოების (უმაღლესი ხარისხის)
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პერსონალური დანიშნულების საწმენდი და
მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები, რომელსაც
მომწოდებელი დაასაწყობებს შემსყიდველის მიერ გამოყოფილ ოთახში.
აღნიშნული მასალების ხარისხს შეამოწმებს და მათ შესაბამისობას
დაადასტურებს სააგენტოს შესაბამის წარმომადგენელი.
1.2.6 მომწოდებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ჰიგიენური საშუალებები:
ტუალეტის ქაღალდი სააგენტოში არსებული დისპენსერებისთვის (2 ან
3-ფენიანი, მოსახევი დანაყოფებით), ლაზერის ხელსახოცი
დისპენსერებისთვის (2 ფენიანი), თხევადი საპონი (არ უნდა აღიზიანებდეს
კანს და ადვილად უნდა ქაფდებოდეს როგორც თბილ, ისე ცივ წყალში, PH 5.5
ორგანული დანამატით, ანტიბაქტერიული, სურნელოვანი), ჰაერის გამწმენდი
აეროზოლი სხვადასხვა სურნელით, ხალიჩის საწმენდი საშუალება და სხვ.
აღნიშნული მასალების ხარისხს შეამოწმებს და მათ შესაბამისობას
დაადასტურებს სააგენტოს შესაბამის წარმომადგენელი.
1.2.7 მომწოდებელი ვალდებულია, მომსახურე პერსონალი უზრუნველყოს
უნიფორმით, დალაგება-დასუფთავებისთვის საჭირო შესაბამისი
ინსტრუმენტებით, აღჭურვილობით, ინვენტარით, სახარჯი მასალით, ნაგვის
პარკებითა და დასუფთავებისთვის საჭირო სხვა საშუალებებით.
1.2.8 მომწოდებელი ვალდებულია, ყოველდღიურად უზრუნველყოს შენობის
მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, დაგვა.
1.2.9 მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა მყარი იატაკებისა და
იატაკის კუთხეების (მეტლახი, ლამინატი, ხალიჩა და ა.შ), ფანჯრებისა და
ვიტრაჟების (გარედან და შიგნიდან), ფანჯრის თაროების (რაფა), კიბეებისა და
მოაჯირების, სველი წერტილების: სასაპნეების, ონკანებისა და
ხელსაბანების ყოველდღიური დასუფთავება/მოწმენდა/გაწმენდა სპეციალური
ხსნარ(ებ)ისა და შესაბამისი ტექნიკის/მატერიალების საშუალებით. ასევე,
სხვადასხვა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირებიდან
მტვრის/ობობის ქსელების მოცილება და ოთახებიდან/საპირფარეშოებიდან
ნაგვის ურნების დაცლა-დასუფთავება, ჭუჭყის მოშორება, მათში
პოლიეთილენის პარკების გამოცვლა და ნარჩენების (ხელსახოცი, ტუალეტის
ქაღალდი და სხვ.) გატანა შენობასთან ახლომდებარე სანაგვე ურნასთან.
1.2.10 მომწოდებელმა ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს საოფისე ავეჯისა და
ტექნიკის (მონიტორი, ტელევიზორი, კლავიატურა, ქეისი (პროცესორი),
პრინტერი და სხვა) საწმენდი სხვადასხვა საშუალებებით ზედაპირების
ყოველდღიური დასუფთავება და გაპრიალება. მტვრის, ჭუჭყისა და
ნათითურების მოცილება, ასევე, ლიფტის კაბინის ყოველდღიური
დასუფთავება.
1.2.11 მომწოდებელი ვალდებულია, კვარტალში ერთხელ (არასამუშაო დღეს),
ჩაატაროს შენობის გენერალური დასუფთავება ხსნარ(ებ)ისა და შესაბამისი
ტექნიკის/მატერიალების საშუალებით, მათ შორის:
ა) კიბეების, სხვადასხვა მყარი იატაკების და იატაკის კუთხეების
(მეტლახი, ლამინატი და ა.შ) ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.
ბ) სხვადასხვა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირებიდან, ავეჯსა და
სავარძლებიდან მტვრის, ლაქებისა და ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.
გ) ჭერიდან და კედლებიდან ობობის ქსელების მოცილება;
დ) საყოფაცხოვრებო ინვენტარის გაწმენდა შესაბამისი ხსნარების
გამოყენებით. ხილული ლაქებისა და ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.
ე) ფანჯრების/ვირტაჟების (გარედან და შიგნიდან) და ფანჯრის თაროების
(რაფა) გასუფთავება სპეციალური ხსნარების საშუალებით.
ვ) ჩაატაროს სველი წერტილების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებითა და
საწმენდი საშუალებებით, რომლებიც უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის
უსაფრთხო. იატაკიდან, ნიჟარებიდან, უნიტაზებიდან, კედლებიდან,
სარკეებიდან და სველ წერტილებში არსებული სხვა ნივთებიდან ლაქებისა და
ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება.
1.2.12 მომწოდებელმა, წელიწადში ერთხელ, შენობაში უნდა ჩაატაროს
სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები.
1.2.13 დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების გასაწევ ადგილს
გაეცნონ ადგილზე.