Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области садоводства (Грузия - Тендер #69312252)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Mtatsminda District Gamgeoba
Номер конкурса: 69312252
Дата публикации: 17-12-2025
Сумма контракта: 1 192 892


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023601
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.12.2025 14:36
Начало приема предложения 15.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.01.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 1`192`892.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77300000-Услуги в области садоводства
Коды классификатора
  • 77310000 - Развитие и поддержание зеленых насаждений
Срок подачи ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
დამატებითი ინფორმაცია: ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლის, ხე-მცენარეების ნერგების (დარგვისა და მოვლის თანმდევი მომსახურეობით) შესყიდვის და ხეების მოჭრის / სხვლაფორმირების (დამუშავება-გატანა), მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

Procurement will be completed in prime time.
Additional rounds will not be held

Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)

Procuring entities: Tbilisi Municipality City Hall, Mtatsminda District

Procurement announcment date: 17.12.2025

Bids accepted from: 15.01.2026

Deadline for bid submission: 20.01.2026

Financing: 2026 Funds (year)

Estimated value of procurement: 1192892.00GEL

Bid must be submitted: Including VAT

Classifier (CPV) code and classifier division – 77300000 - Horticultural services

Classifier (CPV) code and specific procurement object: 77310000 - Planting and maintenance services of green areas

Amount or Volume of Procurements: See attached tender documentation

Supply Period: From the signing of the contract including December 31, 2026

Bid reduction step: 4780.00 GEL

Guarantee Amount: 11929 GEL

Guarantee Period: 160 days


Review and approval of state procurement tender applications and tender documentation projects of “maintenance of green areas and tree seedlings (with planting and maintenance) and tree felling / pruning-forming (processing-removal), the processing and removal services of broken and uprooted trees in Mtatsminda district of Tbilisi municipality”.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`780.00 GEL
Размер гарантии 11`929 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna shiukashvili :: 17.12.2025 10:54
  • Последнее исправление: khatuna shiukashvili :: 17.12.2025 14:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661272&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლის, ხე-მცენარეების ნერგების (დარგვისა და მოვლის თანმდევი მომსახურეობით) შესყიდვის და ხეების მოჭრის / სხვლა-ფორმირების (დამუშავება-გატანა), მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლის, ხე-მცენარეების ნერგების (დარგვისა და მოვლის თანმდევი მომსახურეობით) შესყიდვის, ხეების მოჭრის / სხვლაფორმირების (დამუშავება-გატანა), მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს დანართი N1-N4 ხარჯთაღრიცხვების და თანდართული PDF ფაილების შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებითა და სტანდარტების დაცვით.

2.სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობები წარმოადგენს პრეტენდენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითად პირობებს.

3. კონკრეტული დავალებები და მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად;

4.მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი არ იღებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურების სრული მოცულობით დაკვეთის ვალდებულებას. მოცემული რაოდენობები არის სავარაუდო, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია შეიცვალოს და დაზუსტდეს ფაქტიური მოთხოვნის მიხედვით, ერთეულის ფასის და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად;

5.მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოაწყოს ახალი სარწყავი ქსელები და ექსპლუატაცია გაუწიოს (მოვლა/აღდგენა) გამწვანებულ ტერიტორიაზე უკვე არსებულ სარწყალ ქსელებს.

6. ხე-მცენარეების ნერგების (დარგვისა და მოვლის თანმდევი მომსახურეობით) მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მექანიკურად დაზიანებული მცენარეები საკუთარი ხარჯებით ჩაანაცვლოს არსებულის იდენტური მცენარეებით. მცენარეების ხმობის, დაავადების და მავნე მწერების არსებობის შემთხვევაში, ასევე მცენარეების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ტექ. ზედამხედველს
7. აგროღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს აგროვადების დაცვით.

8. ხეების მოჭრის / სხვლაფორმირების (დამუშავება-გატანა), მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის მომსახურებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები:
8.1 ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სამუშაო ადგილი უნდა შემოიფარგლოს თვალსაჩინო ნიშნებით (ზოლიანი ბაბთა ან ზონარი), მომსახურების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს სამუშაო ადგილი მომსახურების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
8.2 მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს და შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან მომსახურების გაწევა, რომელიც იწვევს მოძრაობის შეფერხებას;
8.3 ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საცობის თავიდან აცილების მიზნით მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ღამის საათებშიც, კერძოდ 00:00 საათიდან 06:00 საათამდე;
8.4 მომსახურების დროს არ უნდა მოხდეს მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანება; დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექ.ზედამხედველს და შესაბამის ორგანოებს, მიმწოდებელს დაეკისრება, როგორც ზიანის აღმოფხვრა, ასევე აღნიშნულის შედეგად შემსყიდველისა და მესამე პირებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
8.5 მიმწოდებელი ვალდებულია ავარიულ შემთხვევებში (ხის მოტეხვა, ტოტის მოტეხვა და სხვა), მომსახურების გაწევა განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის თანამშრომლის შეტყობინების (მოკლეტექსტური, სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე;
8.6 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსაჭრელ ხეზე მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დასკვნა მწვანე ნარგავის ჭრის დაშვების შესახებ (დასკვნაში დასაბუთებული უნდა იყოს, თუ რატომ ექვემდებარება მწვანე ნარგავი მოჭრას). დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი ორგანოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8.7 ხის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად:
I კატეგორიის ხე - 10 მეტრამდე ხე-მცენარე;
II კატეგორიის ხე - 10-დან 21 მეტრამდე ხე-ცენარე;
III კატეგორიის ხე - 21 მეტრი და მასზე ზევით ხე-მცენარე;
IV კატეგორიის ხე - 10 მეტრი და მასზე ზევით ხე-მცენარე ტექნიკისათვის მიუდგომელ პირობებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა უნდა განხორციელდენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით, სამუშაო საათებისა და მორწყვისათვის განსაზღვრული შემდეგი დროის შუალედების დაცვით:

სამუშაო საათები:
მარტი, აპრილი, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი: 09:00 სთ.-დან 13:00 სთ.-მდე 14:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე
ივნისი, ივლისი, აგვისტო: 08:00 სთ.-დან 12:00 სთ.-მდე 16:00 სთ.-დან 20:00 სთ.-მდე
მიმწოდებელი ვალდებულია შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში უზრუნველყოს მორიგე ბრიგადა მინიმუმ 6 კაცის შემადგენლობით (საჭიროებისამებრ)
მორწყვისთვის განსაზღვრული დრო:
მარტი, აპრილი, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი: 09:00 სთ.-დან 11:00 სთ.-მდე ან 16:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე
ივნისი, ივლისი, აგვისტო: 08:00 სთ.-დან 10:00 სთ.-მდე და 18:00 სთ.-დან 20:00 სთ.-მდე
დეკემბერი: 11:00 სთ.-დან 13:00 სთ.-მდე

2. ხეების მოჭრა / სხვლაფორმირება (დამუშავება-გატანა), მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანა უნდა განხორციელდეს:
2.1. ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.2 შემსყიდველის დავალებაში მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ადგილი (მისამართი), რაოდენობა და მომსახურების გაწევის ვადები.
2.3 მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურება გაწიოს ერთდროულად 2 ლოკაციაზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, დ. ჭონქაძის ქუჩა - ვილნიუსის სახელობის და წმ. ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ არსებული სკვერები, ი. გოგებაშვილის ქ. №43-ში არსებული სკვერი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №48-ის მიმდებარე სკვერი, ი. მაჩაბლის ქ. - ს. ახმეტელის სახელობის სკვერი, სულხან-საბა ორბელიანის სახ სკვერი, სანაპიროს ქ. №8-ში მდებარე სკვერი, ბოლო აღმართის ქ. №7-ში მდებარე სკვერი, ზანდუკელის ქ. №1-ში მდებარე სკვერი, ბოცვაძის ქ. №14-ში მდებარე სკვერი, თბილისი-კოჯრის გზატკეცილი, კოჯორი, კიკეთი, ტაბახმელა, ქ. თბილისი - ბარნოვის, ი. ნიკოლაძის, ს. ჭიაურელის ქუჩებისა და მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სხვა გამწვანებული სივრცე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების გამწვანებული ტერიტორიების მოვლის, არანაკლებ 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ხე-მცენარეების მიწოდების, არანაკლებ 250000 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოების და არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების ხე-მცენარეების სხვლა ფორმირების, მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის მომსახურების გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს დანართი N8-ში, რომელიც სატენდერო წინადადებასთან ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

თუ მომსახურება არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ შემთხვევაში უნდა აიტვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საბუთი (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი გაწეული მომსახურების თანხის მითითებით და დადასტურებული ანგარიშფაქტურა ან/და საგადახდო დავალება).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს დანართი N9-ში მოცემული მატრიალურ-ტექნიკური ბაზა.
2. დანართი N9-ში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ტექნიკის/აღჭურვილობის) არსებობის/გამოყენების შესახებ ინფორმაცია (თანხმობა) პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
3.პრეტენდენტს საკუთრებაში ან იჯარით უნდა გააჩნდეს დანართი N9-ის ცხრილის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პოზიციებზე მითითებული სატრანსპორტო საშუალებები და მუშა იარაღები (შესაბამისი ოდენობებით), რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს აუდიტის დასკვნა, სადაც დადასტურებული იქნება პრეტენდენტის მიერ შესაბამისი რაოდენობის და ტექნიკური მახასიათებლების სატრანსპორტო საშუალებების და მუშა იარაღების საკუთრების უფლებით ან/და იჯარით ფლობა; აუდიტის დასკვნა გაცემული უნდა იყოს ამ ტენდერის გამოცხადების შემდეგ პერიოდში;
4. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სანერგე მეურნეობა, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს აუდიტის დასკვნა. აუდიტის დასკვნა გაცემული უნდა იყოს ამ ტენდერის გამოცხადების შემდეგ პერიოდში;
5. მანქანა-მექანიზმები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, დაზიანების შემთხვევაში, მანქანა-იარაღი უნდა შეკეთდეს ან მოხდეს მათი ჩაანაცვლება ახლით.
6.სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N9 წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალში მოცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ტექნიკის/აღჭურვილობის) სახეობების უცვლელად და მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 ყველა მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დანართ N7-ში მოცემული ესკიზის იდენტური სპეც. ტანსაცმლით (ნახევარ-კომბინიზონი, ქურთუკი ზურგზე წარწერა - „გაამწვანე შენი ქალაქი“, კეპი, მაისური ზურგზე წარწერა - „გაამწვანე შენი ქალაქი“ გამოსახულებით, საწვიმარი ლაბადა ზურგზე წარწერა - „გაამწვანე შენი ქალაქი“ გამოსახულებით, ასევე ხუთთითიანი სამუშაო მორეზინებული ხელთათმანი), ხოლო დაზიანების ან ცვეთის შემთხვევაში ჩაანაცვლოს ახლით.

2.4.1.2 ხეების მოჭრის / სხვლა-ფორმირების (დამუშავება-გატანა), მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებელს მომსახურების გაწევის ადგილზე, საჭიროების მიხედვით, უნდა ყავდეს 2 (ორი) მუშა ბრიგადა (თითოეული 4 კაცის ოდენობით) აღჭურვილი მოცემული სახეობისა და მინიმალური რაოდენობის მატერიალურ‐ტექნიკური ბაზით, რომელიც გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის პროცესში ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად დავალების მოცულობიდან გამომდინარე და ფორს-მაჟორის შემთხვევაში იმუშაოს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით.
2.4.1.3 გამწვანებული ტერიტორიების მოვლის, ხე-მცენარეების ნერგების (დარგვისა და მოვლის თანმდევი მომსახურეობით) მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებელს უნდა ყავდეს მინიმუმ ორი დამოუკიდებელი ჯგუფი თვითოეულში არანაკლებ 6 მუშის შემადგენლობით, 2 ჯგუფის ხელმძღვანელი (სულ 14 მუშა) და მინიმუმ ერთი აგრონომი.
2.4.1.4 აგრონომი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის მიერ დიპლომირებული, რომელსაც გააჩნია სანერგე მეურნეობაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დადასტურდეს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის გაფორმებული შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტით, რომელიც კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის თანხლებით, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებასთან ერთად ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვები - დანართი N1-4;
2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების თაობაზე დანართი N8;
3. თანხმობა სამუშაოების წარმოების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N9-ით განსაზღვრული ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ;
4. აუდიტის დასკვნა:
სანერგე მეურნეობაზე და დანართი N9-ის ცხრილის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პოზიციებზე მითითებული სატრანსპორტო საშუალებების და მუშა იარაღების შესაბამისი ოდენობებით და ტექნიკური მახასიათებლებით პრეტენდენტის მიერ საკუთრების უფლებით ან/და იჯარით ფლობის შესახებ;
5. დიპლომირებული აგრონომის/ების კვალიფიკაციის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.4 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით შემცირების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სულ ცოტა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
გამწვანებული ტერიტორიების მოვლასთან დაკავშირებულით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
1. დახარჯული წყლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2.მცენარეების იდენტურობის (ხარჯთაღრიცხვის დანართი N2 მიხედვით) (მათ შორის პარამეტრების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გაცემული შესაბამისი პროფილის მქონე დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ (მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას მიწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა შიუკაშვილი, 599696678, kh.shiukashvili@tbilisi.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი - მიხეილ ლეჟავა ტელ: 577 77 09 99

additional information/document

10.1 additional information/documents

1.სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
3. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5.სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
6.შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია პრეტენდენტი.
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
8.სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru