Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69312227)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 69312227
Дата публикации: 17-12-2025
Сумма контракта: 61 550


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023589
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.12.2025 12:29
Начало приема предложения 23.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 61`550.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 616 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar gogoli :: 11.12.2025 12:17
  • Последнее исправление: tamar gogoli :: 17.12.2025 12:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660334&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

1.2.1.შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტპორტალის მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე.წ.„თრექინგით“. საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდებას შემსყიდველისათვის უზრუნველყოფს მიმწოდებელი;
1.2.2.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე;
1.2.3. აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
1.2.4. კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად);
1.2.5. გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე;
1.2.6. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
1.2.7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება;
1.2.8. მიმწოდებელს შემსყიდველისაგან გზავნილები გადაეცემა ადრესატზე ჩასაბარებლად საჭირო აუცილებელი მონაცემებით: ქალაქი, რაიონი/ინდექსი, ქუჩის სრული დასახელება, ადრესატი;
1.2.9. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე, პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს;
1.2.10. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
1.2.11. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის;
1.2.12. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია - გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო (არაუმეტს 5 დღე);
1.2.13. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში, უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება;
1.2.14. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს;
1.2.15. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში უნდა აისახოს ელექტრონულად;
1.2.16. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით;
1.2.17. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება);
1.2.18. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან დაბრუნებამდე) უნდა განხორციელდეს იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში უფასოდ. ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
1.2.19. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესყიდული საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც;
1.2.20. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
1.2.21. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვისცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს, როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
1.2.22. ფასების ცხრილიდან მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული რაოდენობები.

1.2.23 ფასთან კლება:
 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების დანართი N1 მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების დანართ N1-ის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.

 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.4.2. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ), შაბათს (საჭიროების ემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე.

1.4.3. მიმწოდებლის მიერ გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება კურიერის საშუალებით;
1.4.4. შემსყიდველის წარმომადგენელის მოთხოვნის შემთხვევაში გზავნილის პირადად ადრესატისთვის ჩაბარება;
1.4.5. გზავნილის ადრესატისათვის მიტანა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შემსყიდვლისაგან გზავნილის ჩაბარებიდან:
ა) საქართველოს მასშტაბით - თბილისში და მუნიციპალურ ცენტრებში შიდა გზავნილებისას 1-3 სამუშაო დღეში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში 5 სამუშაო დღე;
1.4.6. შემსყიდველის წარმომადგენელის მოთხოვნის შემთხვევაში გზავნილის ვადაზე ადრე დაბრუნება;
1.4.7. შემსყიდველის წარმომადგენელის მოთხოვნის შემთხვევაში გზავნილის სხვა ქვეყნებში გაგზავნა, დაჩქარებულად, შესაძლო მოკლე ვადებში - (საერთაშორისო - სწრაფი გზავნილი) - 3 - 6 სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის შემდეგი მისამართებიდან:

თბილისი - ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. N144
იმერეთი - ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. N26
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. N11
ქვემო ქართლი - ქ. რუსთავი, მე-17 მ/რ, კორპ. N20ა
შიდა ქართლი - ქ. გორი, გელდიაშვილის ქ. N1
სამცხე-ჯავახეთი - ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. N6
აჭარა - ქ. ბათუმი, ძმები ნობელების ქ. N27
კახეთი - ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. N41
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. N106
მცხეთა-მთიანეთი - ქ. მცხეთა, მირიან მეფის ქ. N30
გურია - ქ. ოზურგეთი, ვიქტორ დოლიძის ქ. N7

1.5.2. მიმწოდებლის მიერ გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება უნდა განხორციელდეს კურიერის საშუალებით;

1.5.3. შემსყიდველის წარმომადგენელის მოთხოვნის შემთხვევაში, გზავნილი პირადად უნდა ჩაბარდეს ადრესატს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 61 550.00 (სამოცდაერთი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობის თანხის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება.

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ის შესაბამისად).

3. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
2.9.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა.
2.9.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი ღირებულების ასახვით, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს;
7.2.2. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.3. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 20 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ გოგოლი, 595994477, tgogoli@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე.
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში. რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ლარში.
10.1.7. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.8. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru