Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Проверочная и испытательная аппаратура (Грузия - Тендер #69312148)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Georgia Gas Transportation Company"
Номер конкурса: 69312148
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 165 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023501
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 16:35
Начало приема предложения 26.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 165`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38500000-Проверочная и испытательная аппаратура
Коды классификатора
  • 38520000 - Сканеры
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
რადარი - ბუნებრივი აირის მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის არა-დესტრუქციული მეთოდით აღმოჩენისთვის და რუკაზე დასატანად
Количество и объём закупок 1 ცალი
Шаг снижения цены 1`650.00 GEL
Размер гарантии 1`650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sandro shanava :: 09.12.2025 12:29
  • Последнее исправление: sandro shanava :: 16.12.2025 16:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659782&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

რადარი - ბუნებრივი აირის მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის არა-დესტრუქციული მეთოდით აღმოჩენისთვის და რუკაზე დასატანად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

რადარი - ბუნებრივი აირის მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის არა-დესტრუქციული მეთოდით აღმოჩენისთვის და რუკაზე დასატანად - 1 ცალი.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ესაჭიროება მოდულური/ყველგანმავალი გრუნტის გამჭოლი რადარის (GPR) სრული მზა სისტემა, საველე პირობებში გამოსაყენებლად კომუნიკაციების რუკაზე დასატანად. სისტემის ძირითადი დანიშნულებაა მიწისქვეშა მეტალის და არამეტალის კომუნიკაციების, კერძოდ კი ბუნებრივი აირის მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის არა- დესტრუქციული მეთოდით აღმოჩენა და რუკაზე დატანა. მოთხოვნა ეხება მრავალფუნქციურ სისტემას, რომელსაც ექნება როგორც ზედაპირული ობიექტების მაღალი რეზოლუციით გამოსახვის, ასევე ღრმა კომუნიკაციების აღმოჩენის შესაძლებლობა.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს:
1. GPR მართვის ბლოკი: მონაცემთა შეგროვების მაღალი წარმადობის ბლოკი (ან დაცული პლანშეტური ვარიანტი).
2. ანტენის სისტემა: კონფიგურაცია, რომელიც ფარავს სიხშირეებს როგორც ღრმა, ისე ზედაპირული აღმოჩენისათვის.
3. საკვლევი ურიკა: გამძლე, ყველგანმავალი ურიკა ინტეგრირებული ენკოდერით/ბორბლით.
4. კვების წყარო: დასატენი ბატარეების სისტემა, ბატარეა: არანაკლებ 2 კომპლექტი (თავის დამტენით).
5. პროგრამული უზრუნველყოფა: მონაცემთა შეგროვების (საველე) და კომპიუტერული პოსტ-დამუშავების/ანალიზის პროგრამები.
6. აქსესუარები: ყველა საჭირო კაბელი, მზის დამცავი და გამძლე სატრანსპორტო ქეისები.
7. ტრენინგი: ადგილზე ტრენინგი ოპერირებასა და მონაცემთა ანალიზში 4-6 ოპერატორისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები:
1. მართვის ბლოკი
• ტიპი: სპეციალიზებული GPR მართვის ბლოკი ან დაცული პლანშეტი (iOS/Android) მაღალი გამოთვლითი სიმძლავრით.
• დისპლეი: მინიმუმ 10-ინჩიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი, მზის შუქზე წაკითხვადი.
• კავშირი: Wi-Fi, USB ან Ethernet მონაცემთა გადაცემისთვის. სასურველია ღრუბლოვანი (Cloud) სინქრონიზაციის მხარდაჭერა.
• მდებარეობის გასაზღვრა: ინტეგრირებული GPS/GNSS მხარდაჭერა ან გარე მაღალი სიზუსტის GPS მოწყობილობებთან შეუფერხებელი დაკავშირება.
• გარემო პირობები: IP65 რეიტინგი (აწყობილ მდგომარეობაში) მტვრისა და წყლის მიმართ გამძლეობისთვის. სამუშაო ტემპერატურა საველე პირობებისთვის (-10°C- დან +40°C-მდე მინიმუმ).
2. ანტენის სისტემა და სიხშირული დიაპაზონი
სისტემამ უნდა უზრუნველყოს ზედაპირული კომუნიკაციების მაღალი რეზოლუციით გამოსახვა და მსხვილი მილების სიღრმეში აღმოჩენა. პრეტენდენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ ვარიანტი A ან ვარიანტი B:
• ვარიანტი A (მოდულური / მრავალსიხშირიანი): ორი დამოუკიდებელი ანტენა ან ერთი ორსიხშირიანი სისტემა.
o დაბალი სიხშირის კომპონენტი: ცენტრალური სიხშირე დაახლოებით 200-270 მჰც (სიღრმისთვის).
o მაღალი სიხშირის კომპონენტი: ცენტრალური სიხშირე დაახლოებით 350-900 მჰც (რეზოლუციისთვის).
• ვარიანტი B (ულტრაფართოზოლიანი / SFCW): ერთიანი უწყვეტი ტალღის ან ულტრაფართოზოლიანი ანტენის სისტემა.
o სიხშირული დიაპაზონი: უნდა ფარავდეს ფართო სპექტრს (მაგ. ~40 მჰც-დან ~3000 მჰც-მდე), რაც უზრუნველყოფს როგორც სიღრმეს, ასევე რეზოლუციას ერთი გავლისას, აპარატურის შეცვლის გარეშე.
• იდეალურ, დაბალი დანაკარგების მქონე გრუნტში, სისტემას უნდა შეეძლოს დიდი ზომის ობიექტების აღმოჩენა არანაკლებ 10 მეტრამდე სიღრმეზე.
• რთული რელიეფისთვის. განკუთვნილი საკვლევი ურიკა.
• ბორბლები: დიდი დიამეტრის ბორბლები, შესაბამისი უგზოობის პირობებისთვის.
• ანტენის სამაგრი: გრუნტთან მჭიდრო კონტაქტის (Ground-coupled) დიზაინი, გამტარ ნიადაგში სიგნალის შეღწევადობის მაქსიმიზაციისთვის.
• აწყობა: ინსტრუმენტების გარეშე (ან მინიმალური ინსტრუმენტებით) აწყობა/დაშლა სწრაფი საველე გაშლისთვის.
4. მონაცემთა დამუშავება და პროგრამული უზრუნველყოფა
• რეალური დრო: მართვის ბლოკის პროგრამამ უნდა უზრუნველყოს რეალურ დროში ფილტრაცია (ფონის მოცილება, მიგრაცია, გაძლიერების კონტროლი) და მკაფიო ვიზუალიზაცია (B-Scan/ხაზოვანი სკანირება). სასურველია 3D ვიზუალიზაციის შესაძლებლობა უშუალოდ საველე ბლოკზე.
• პოსტ-დამუშავება: უნდა მოიცავდეს კომპიუტერული, გაღრმავებული ანალიზის პროგრამის ლიცენზიას. ფუნქციები უნდა მოიცავდეს: 3D მოდელირებას, GPS ინტეგრაციას, რეპორტების გენერირებას და ექსპორტს CAD/GIS ფორმატებში (DXF, KML, SHP).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

რადარის მიწოდება უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. მიმწოდებელმა შემსყიდველის პერსონალის ტრენინგი უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, მ.ნოზაძის ქ.27.

1.7.1 requirement related to guarantee period

შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 24 თვე,ხოლო მექანიკურ და ელექტრომექანიკურ ნაწილებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტ(ებ)ის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ბრენდი/კომპანია და მოდელი (არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგინოს ფასების ცხრილის მეშვეობით.

წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ბრენდის/კომპანიის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) წარმოუდგენლობა არ ექვემდებარება დაზუსტებას და პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის ფინანსური ბრუნვა (,,დებეტი“-ს ნაწილში). პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ბანკის მიერ დადასტურებული დოკუმენტ(ებ)ი ფინანსური ბრუნვის ისტორიის შესახებ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს რადარის მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის ფორმა MAF (Manufacturer Authorization Form).
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი (Datasheet) ან შესაბამისი ბმული.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სანდრო შანავა, 595883614, s.shanava@ggtc.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
2. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
3. სატენდერო წინადადების ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
4. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც შექმნილია პრეტენდეტის მიერ, უნდა იყოს დადასტურებული ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით;
5. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში,მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6. ყველგან, თუ სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური".

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru