Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Разные изделия и сопутствующие товары (Грузия - Тендер #69312062)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 69312062
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 499 995


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023452
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.12.2025 22:34
Начало приема предложения 11.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.01.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 499`995.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44400000-Разные изделия и сопутствующие товары
Коды классификатора
  • 44423460 - Адресные таблички
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისში, მისამართების აღმნიშვნელი აბრების (საინფორმაციო) (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.

Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Procurement proceeding status: Draft call for tender
Procuring entities: Tbilisi City Hall
Financing: 2026 Funds (year)
Estimated value of procurement: 499`995.00 GEL
Bid must be submitted: Including VAT
Classifier (CPV) code
44400000 - Miscellaneous fabricated products and related items
Classifier (CPV) code and specific procurement object
44423460 - Address plates
Amount or Volume of Procurements: See. Tender documentation.
Supply Period: From the entry into force of the agreement until December 25, 2026, in stages, in accordance with the instructions of the buyer.
Bid reduction step 2000.00 GEL
Guarantee amount: 5`000 GEL
Guarantee validity period 160 Day
Additional Info: State procurement of address signs (information board) (with accompanying service - dismantling-installation) in Tbilisi.
With funds from the 2026 local budget Funding
100% - local self-government unit budget
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 5`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopiko tsukhishvili :: 12.12.2025 16:22
  • Последнее исправление: tea razmadze :: 15.12.2025 22:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660680&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისში, მისამართების აღმნიშვნელი აბრების (საინფორმაციო დაფა) (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
1.2.1.1 მისამართების აღმნიშვნელი აბრები (საინფორმაციო დაფა) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) (ესკიზი N1-ის შესაბამისად):
ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს დამზადებული 1,5 მმ სისქის მოთუთიებული ფოლადის ფირფიტისგან წარმოდგენილ ესკიზი N1-ში მითითებული ესკიზების შესაბამისად, შეღებილი (მხოლოდ ერთი მხარე) ლურჯ და თეთრ ფერებში. საღებავი განკუთვნილი უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის და გამოირჩეოდეს მდგრადობით, ასევე თავსებადი უნდა იყოს მოთუთიებულ ფოლადთან. აბრების ტექსტის ზომა განისაზღვროს სიტყვის სიგრძიდან გამომდინარე. აბრის ფასადზე დამაგრება უნდა მოხდეს 4 მოთუთიებული „დუბელით“, რომელსაც უნდა ჰქონდეს ნახევარსფეროს ფორმის თავი. ჭანჭიკის პარამეტრები: დიამეტრი 8 მმ, თავის დიამეტრი 12 მმ და სიგრძე არანაკლებ 80 მმ. სხვა ტიპის კონსტრუქციაზე (ლითონი, ხე, პლასტმასი და სხვა) აბრის დამაგრება უნდა მოხდეს შესაბამისი პარამეტრების თვითმჭრელი „შურუფით“.

1.2.1.2 მისამართების აღმნიშვნელი აბრები (საინფორმაციო დაფა) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) (ესკიზი N2-ის შესაბამისად):
ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს დამზადებული 1,5 მმ სისქის მოთუთიებული ფოლადის ფირფიტისგან წარმოდგენილ ესკიზი N2-ში მითითებული ესკიზების შესაბამისად, შეღებილი (მხოლოდ ერთი მხარე) ლურჯ და თეთრ ფერებში. ლურჯი ფერის კოდი - RAL5015; საღებავი განკუთვნილი უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის და გამოირჩეოდეს მდგრადობით, ასევე თავსებადი უნდა იყოს მოთუთიებულ ფოლადთან. ტექსტის ზომა განისაზღვროს სიტყვის სიგრძიდან გამომდინარე. ქართულ შრიფტად გამოყენებული უნდა იყოს “Bondo”, ხოლო ინგლისური შრიფტი “Times New Roman”. აბრის ფასადზე დამაგრება უნდა მოხდეს 4 მოთუთიებული „დუბელიანი“ ჭანჭიკით, რომელსაც უნდა ჰქონდეს ნახევარსფეროს ფორმის თავი. ჭანჭიკის პარამეტრები: დიამეტრი 8 მმ, თავის დიამეტრი 12 მმ და სიგრძე არანაკლებ 80 მმ. წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით პირობითი ციფრი „18“ აღნიშნავს კონკრეტულად იმ ნაგებობის ნომერს, რომელზეც მაგრდება აბრა, ხოლო მის ქვემოთ განთავსებული პირობითი ციფრები „1-26“ შესაბამისი მიმართულებებით აღნიშნავს კვარტლის პირველი და ბოლო შენობების ნომრებს (აღნიშნული კვარტლის პირველი და ბოლო შენობების ციფრები აბრაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში).

1.2.1.3 მისამართების აღმნიშვნელი აბრები (საინფორმაციო დაფა) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) (ესკიზი N3-ის შესაბამისად):
ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრა (ა) უნდა იყოს დამზადებული 1,5 მმ სისქის მოთუთიებული ფოლადის ფირფიტისგან წარმოდგენილ ესკიზი N3-ში მითითებული ესკიზის შესაბამისად, შეღებილი (მხოლოდ ერთი მხარე) ლურჯ და თეთრ ფერებში აბრეშუმის ბზინვარებით. ლურჯი ფერის კოდი RAL5015; საღებავი განკუთვნილი უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის და გამოირჩეოდეს მდგრადობით, ასევე თავსებადი უნდა იყოს მოთუთიებულ ფოლადთან. ტექსტის ზომა განისაზღვროს სიტყვის სიგრძიდან გამომდინარე. ქართულ შრიფტად გამოყენებული უნდა იყოს “babuka”, ხოლო ინგლისური შრიფტი “arial”. ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრა (ბ) უნდა აკმაყოფილებდეს იგივე ზემოთ აღნიშნულ პირობებს, რასაც დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრა (ა), მხოლოდ ამ შემთხვევაში ფონი იღებება თეთრად, ხოლო ციფრები ლურჯად. (იხ. ესკიზი N3). აბრის ფასადზე დამაგრება უნდა მოხდეს 4 მოთუთიებული „დუბელიანი“ ჭანჭიკით, რომელსაც უნდა ქონდეს ნახევარსფეროს ფორმის თავი. ჭანჭიკის პარამეტრები: დიამეტრი 8 მმ, თავის დიამეტრი 12 მმ და სიგრძე არანაკლებ 80 მმ. წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით პირობითი ციფრი „14“ აღნიშნავს კონკრეტულად იმ ნაგებობის ნომერს, რომელზეც მაგრდება აბრა, ხოლო მის ქვემოთ განთავსებული პირობითი ციფრები „1-20“ შესაბამისი მიმართულებებით აღნიშნავს კვარტლის პირველი და ბოლო შენობების ნომრებს (აღნიშნული კვარტლის პირველი და ბოლო შენობების ციფრები აბრაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში).

1.2.1.4 მანიშნებელი აბრები (დგარით) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) ესკიზი N4, I - ყავისფერი:
მანიშნებელი აბრები უნდა იყოს დამზადებული 1,5 მმ სისქის მოთუთიებული ფოლადის ფირფიტისგან წარმოდგენილი ესკიზი N4 (I - ყავისფერი) შესაბამისად, შეღებილი (მხოლოდ ერთი მხარე) ყავისფერ და თეთრ ფერებში აბრეშუმის ბზინვარებით. ყავისფერი ფერის კოდი RAL8003; საღებავი განკუთვნილი უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის და გამოირჩეოდეს მდგრადობით, ასევე თავსებადი უნდა იყოს მოთუთიებულ ფოლადთან. ტექსტის ზომა განისაზღვროს სიტყვის სიგრძიდან გამომდინარე. ქართულ შრიფტად გამოყენებული უნდა იყოს “Bondo”, ხოლო ინგლისური შრიფტი “Bookman old style”. აბრები უნდა დამონტაჟდეს მოთუთიებული ფოლადის არანაკლებ 0,76 მმ დიამეტრის ბოძზე (კედლის სისქე არანაკლებ 3 მმ) წარმოდგენილ ესკიზი N4-ზე (I - ყავისფერი) მითითებული სამაგრის გამოყენებით. ასევე ბოძის თავი უნდა იყოს დახშული, რათა არ მოხდეს მასში წყლის ჩადინება. თითოეული ობიექტის აღმნიშვნელი აბრა უნდა დამონტაჟდეს ბოძზე „სენდვიჩის“ პრინციპით ორ-ორად (იხ. ესკიზი N4, I - ყავისფერი). ბოძის ჩაბეტონება მიწაში ჩაღრმავებით 0,6 - 0,8 მ და ბეტონი არანაკლებ M 200. 0 ნიშნულიდან ყველაზე დაბალი აბრის ძირამდე უნდა იყოს არანაკლებ 2,2 მეტრისა. 2,2 მეტრის ნიშნულიდან ბოძის სიმაღლე განისაზღვრება აბრების რაოდენობიდან გამომდინარე.

1.2.1.5 მანიშნებელი აბრები (დგარით) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) ესკიზი N4 - II ლურჯი:
ქუჩის დასახელებისა აღმნიშვნელი აბრა უნდა იყოს დამზადებული 1,5 მმ-მდე სისქის მოთუთიებული ფოლადის ფირფიტისგან წარმოდგენილი ესკიზი N4-ის (II ლურჯი) შესაბამისად, შეღებილი (მხოლოდ ერთი მხარე) ლურჯ და თეთრ ფერებში ემალის ეფექტით. ლურჯი ფერის კოდი RAL5015; საღებავი განკუთვნილი უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის და გამოირჩეოდეს მდგრადობით, ასევე თავსებადი უნდა იყოს მოთუთიებულ ფოლადთან. ტექსტის ზომა განისაზღვროს სიტყვის სიგრძიდან გამომდინარე. ქართულ შრიფტად გამოყენებული უნდა იყოს “Bondo”, ხოლო ინგლისური შრიფტი “Times New Roman”. აბრა უნდა დამონტაჟდეს მოთუთიებული ფოლადის არანაკლებ 0,76 მმ დიამეტრის ბოძზე (კედლის სისქე არანაკლებ 3 მმ) წარმოდგენილ ესკიზი N4-ზე (II ლურჯი) მითითებული სამაგრის გამოყენებით. ასევე ბოძის თავი უნდა იყოს დახშული, რათა არ მოხდეს მასში წყლის ჩადინება. საჭიროების შემთხვევაში ობიექტის აღმნიშვნელი აბრა უნდა დამონტაჟდეს ბოძზე „სენდვიჩის“ პრინციპით ორ-ორად (იხ. ესკიზი N4, II ლურჯი). ბოძის ჩაბეტონება მიწაში ჩაღრმავებით 0,6 - 0,8 მ და ბეტონი არანაკლებ M 200. 0 ნიშნულიდან ყველაზე დაბალი აბრის ძირამდე უნდა იყოს არანაკლებ 2,2 მეტრისა. 2,2 მეტრის ნიშნულიდან ბოძის სიმაღლე განისაზღვრება აბრების რაოდენობიდან გამომდინარე.

1.2.2 შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ფასების ცხრილით გათვალისწინებული საქონლის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) სრულად დავალების შესახებ.
1.2.3 თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების უსაფრთხო წარმოებისათვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.4 შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდების დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.2.5 შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) (ან მისი ნაწილის) მიწოდების თარიღად ჩაითვლება „მიღება-ჩაბარების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
1.2.6 მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდების ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.9 მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდების ადგილზე უნდა გააჩნდეს ერთი ობიექტის სრულყოფილად მოწყობაზე გათვლილი საგზაო ნიშნების და შემომსაზღვრელი საშუალებების სრული კომპლექტი და ერთი უსაფრთხოების კონუსების კომპლექტი.
1.2.10 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში (დანართი N1) მითითებულ შესაბამის ზღვრული ერთეულის ღირებულებების ოდენობას.

1.2.11 შესყიდვის ობიექტის ესკიზები (ესკიზი N1, ესკიზი N2, ესკიზი N3 და ესკიზი N4) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 საქონლის მიწოდების (თანმდევი მომსახურება: დემონტაჟი-მონტაჟი) ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდება დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ვადაში.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით განსაზღვრულ, შემსყიდველის წერილობით დავალებაში, მითითებული იქნება ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) სახეობის, რაოდენობის, მიწოდების ადგილ(ებ)ისა და ვადის შესახებ.
1.4.4 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდება განახორციელოს 24 საათიან რეჟიმში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი და უნაკლო;
1.7.1.2 შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) ხარისხის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დემონტაჟი-მონტაჟი) მიერ წუნის/ხარვეზის/დეფექტის საგარანტიო ვადაში გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით ან/და უხარისხოდ გაწეული მომსახურება გამოასწოროს შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
1.7.1.4 შესყიდვის ობიექტის დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის გამო შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან/და ახლით შეცვლის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 100%-ის ღირებულების სამისამართო აბრების ან/და საინფორმაციო აბრების ან/და საგზაო ნიშნების მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასების ცხრილის (დანართი N1) თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული აბრების თითო ცალი ნიმუშის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენა. წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს. ნიმუშები უნდა იყოს უნაკლო.
3.1.1.2 პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.3 წარმოდგენილი ნიმუშები პრეტენდენტს დაუბრუნდება ტენდერის დასრულების შემდეგ, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7 (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - დემონტაჟი-მონტაჟი) მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N2–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება შეადგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიკო ცუხიშვილი, 598340929, s.tsukhishvili@tbilisi.gov.ge , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: დავით ჩილინგარიშვილი, ტელ: 598 16 56 56, ელ-ფოსტა: infrastructure@tbilisi.gov.ge .

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

10.1.8 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.8.1 ფასების ცხრილი (დანართი N1), MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
10.1.8.2 დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru