Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Кузова, прицепы и полуприцепы (Грузия - Тендер #69312058)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 69312058
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 360 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023456
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 10:29
Начало приема предложения 12.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 360`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34200000-Кузова, прицепы и полуприцепы
Коды классификатора
  • 34223300 - Прицепы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
სხვადასხვა სახის მისაბმელების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`600.00 GEL
Размер гарантии 3`605 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine tabuashvili :: 15.12.2025 10:31
  • Последнее исправление: ekaterine tabuashvili :: 16.12.2025 10:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660805&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სხვადასხვა სახის მისაბმელები (იხ. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შემოთავაზებული მისაბმელები უნდა იყოს ახალი (ქარხნული წარმოების), ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მისაბმელების შემსყიდველზე გადაფორმება (საჭიროების შემთხვევაში).

თოვლმავალის გადასაყვანი მისაბმელი - 18 ცალი
ტექნიკური მახასიათებლები:
• წონა - 1 245-1 255 (კგ);
• ტვირთამწეობა - 890-900 (კგ);
• საბურავის ზომა - 185 R14C;
• საბურავების რაოდენობა - 2 ცალი;
• მუხრუჭი - კი;
• პანდუსის სიგრძე x სიგანე - 3 300 x 1 850 (± 50) (მმ);
• მთლიანი სიგრძე x სიგანე - 4 680 x 2 450 (± 50) (მმ);

თოვლმავალზე ჩასაბმელი სამაშველო/საკაცე - 31 ცალი
ტექნიკური მახასიათებლები:
• მთლიანი სიგრძე: 2 300 - 2 800 (მმ), მთლიანი სიგანე: 800 - 1000 (მმ);
• პლატფორმის სიგრძე: 2 250 (± 50) (მმ), სიგანე: 800 (± 20) (მმ);
• თხილამურის სიგრძე: 1 750 (± 20) (მმ), თხილამურის სიგანე 180 (± 5) (მმ);
• ტვირთამწეობა: 200-210 (კგ);
• წონა: 70-73 (კგ);

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება განახორციელოს საქართველოს მასშტაბით შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.

1.5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

"ფასების ცხრილის" პირველი პოზიციით გათვალისწინებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2 წლიანი გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ხოლო "ფასების ცხრილის" მეორე პოზიციაზე - არანაკლებ 1 წელი (პრეტენდენტი ვალდებულია "ფასების ცხრილში" (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ). მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: მოთხოვნა/შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ან/და ოფიციალური წერილის მეშვეობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიუთითოს "ფასების ცხრილის" შესაბამის გრაფაში. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ურთიერთშესაბამისობის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა აუცილებელია).
2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ფოტოსურათი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდოღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობისდასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისიდასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს(ტექსტობრივად მკაფიოდუნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვეჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლისპირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევოკომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მიწოდებული საქონლის ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით,2026 წლის 04 იანვრის შემდეგ საავანსო თანხის იდენტურიოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებისვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში,გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხისგამოქვითვა განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.
7.1.1.2 პირველ ეტაპზე მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.
7.1.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის 60%-ის ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნაწილი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტია.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საბოლოო ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე თაბუაშვილი, 577943500, tabuashvili.e@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილიპირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით (მათ შორის განბაჟებისა და შემსყიდველზე გადაფორმების ხარჯების ჩათვლით). სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარში. ფასის კლების შემთხვევაში საბოლოო ფასი უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.
10.1.2 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
10.1.4 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

10.2.1. შევსებული "ფასების ცხრილი" (შენიშვნა: "ფასების ცხრილის" წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა, ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

10.2.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის მოთხოვნებით გასაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru