Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ресторан и подача блюд (Грузия - Тендер #69252767)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 69252767
Дата публикации: 12-12-2025
Сумма контракта: 84 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023343
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 22:35
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 84`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55300000-Ресторан и подача блюд
Коды классификатора
  • 55320000 - Доставка готовой еды
  • 55321000 - Приготовление пищи
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაცვის თანამშრომლებისათვის კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 336.00 GEL
Размер гарантии 840 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar jamagidze :: 11.12.2025 17:04
  • Последнее исправление: tea razmadze :: 12.12.2025 22:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660455&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაცვის თანამშრომლებისათვის კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 კვებითი მომსახურება მოიცავს შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ულუფ(ებ)ის შესაბამისი მზა საჭმელ(ებ)ის ერთჯერადი ჭურჭლით (ერთჯერადი დანა-ჩანგლის ჩათვლით) შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილ(ებ)ზე მიტანას.
1.2.2 დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება (მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით). მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი მზა საკვების (კერძები) დამზადება ახალი, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტებისაგან. მიმწოდებელმა კერძები უნდა მოამზადოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
1.2.3 თითოეული ულუფა მოთავსებული უნდა იყოს შესაბამის ერთჯერად კონტეინერში (არანაკლებ 3 დანაყოფით), რომელსაც უნდა მოყვებოდეს ერთჯერადი დანა-ჩანგალი (მყარი, კარგი ხარისხის) და არანაკლებ 3 (სამი) ცალი ხელსახოცი. ხელსახოცი მოხმარების დროს ხელზე არ უნდა ეკრობოდეს. დაუშვებელია ულუფების პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებებით მიწოდება.
1.2.4 მიმწოდებელმა 1 (ერთი) დღე-ღამის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 5-დან 150 ულუფამდე შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილ(ებ)ზე მიწოდება.
1.2.5 შემსყიდველი უფლებამოსილია, ყოველი დავალების გაცემისას, მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ოთხი მენიუდან აირჩიოს სასურველი მენიუ(ები) (ულუფა/ები) და მიმწოდებელს მოსთხოვოს არჩეული მენიუ(ები)ს (ულუფ(ებ)ის) მიწოდება.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში არ დაამატოს მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ კერძებს საკმაზები, სუნელები და ა.შ. (იგულისხმება არაძირითადი პროდუქტი). ასეთ შემთხვევაში მათი მოწოდება უნდა მოხდეს თითოეულ პერსონაზე გათვლილ ულუფასთან ერთად, ცალკე შეფუთვით.
1.2.7 ყველა კერძი და საკვები უნდა იყოს ახლად მომზადებული, მოთხოვნილი და წინასწარ შეთანხმებული (ასეთის შემთხვევაში) მენიუს შესაბამისი ვარიანტის გათვალისწინებით, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (ადგილზე მიწოდების მომენტისთვის) და საკვებად ვარგის ერთჯერად კონტეინერებში (რომელიც უნდა იყოს ტემპერატურის გამძლე და უსაფრთხო) თითო პერსონის ულუფის შესაბამისად განთავსებული.
1.2.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ვარიანტის შესაბამისად ერთჯერადი ჭურჭლის/აქსესუარების (რომელიც უნდა იყოს ტემპერატურის გამძლე და უსაფრთხო) მოწოდება თითო პერსონისთვის, კერძოდ: ჩანგალი, კოვზი, ხელსახოცი, ჭიქა და სხვა საჭირო აქსესუარი/ჭურჭელი.
1.2.9 შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ულუფების ტრანსპორტირება მიწოდების ადგილამდე მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულების მეშვეობით, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის. დაუშვებელია მზა საკვების შეხება პოლიეთილენის პარკებთან და სხვა შეუსაბამო საშუალებებთან თუ ობიექტებთან.
1.2.10 საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების მოთხოვნებს.
1.2.11 შემსყიდველი უფლებას იტოვებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ინსპექტირება თუ რამდენად სრულდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები.
1.2.12 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში მომსახურების (ულუფის) ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული მომსახურების ხარჯთაღრიცხვის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული მომსახურების ხარჯთაღრიცხვის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. კლების პრინციპით.
1.2.13 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ან შერჩევა/შეფასების ეტაპზე წარმოდგენილი სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სისტემატურად ჩაატაროს მოწოდებული საკვების მომზადების ტერიტორიის დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან და შემსყიდველის წარუდგინოს მოთხოვნისამებრ.

1.2.15 ულუფების სახეობები, პარამეტრები და ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 01 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების (ზეპირი ან წერილობითი) შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალება უნდა შესრულდეს შაბათ-კვირისა და უქმე დღეების ჩათვლით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, დავალებიდან არაუგვიანეს 8 საათის განმავლობაში.
1.4.3 დავალებაში მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების ადგილის, ვადის და მისაწოდებელი მენიუ(ები)ს (ულუფ(ებ)ის) შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი ან/და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ჯამში არანაკლებ 150 000.00 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების მზა საკვების მიწოდების მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.
2.2.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ პირის მიერ, რომელსაც პრეტენდენტმა ხელშეკრულების საფუძველზე გაუწია მზა საკვების მიწოდების მომსახურება. სარეკომენდაციო წერილს თან უნდა ერთვოდეს სარეკომენდაციო წერილში მითითებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოსაწოდებელი საკვების მოსამზადებელი სივრცე. საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, ასევე ატვირთული უნდა იქნას მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი (საქმიანობის სახე: „კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება“) ან/და ISO:22000 სერტიფიკატი.
2.7.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საკვების მომზადების ტერიტორიის დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ვადას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ჯამაგიძე, 571059111, tamarjamagidze1@gmail.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ნინო ხიჯაკაძე, მობილური ტელეფონის ნომერი - 599020484; ელ-ფოსტა: ninokhijakadze@outlook.com.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.12 და 1.2.13 პუნქტების შესაბამისად;
10.1.7.2 დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.3 სარეკომენდაციო წერილები და შესაბამისი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.4 საკვების მოსამზადებელი სივრცის საკუთრებაში ან სარგებლობაში ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.5 სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი (საქმიანობის სახე: „კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება“) ან/და ISO:22000 სერტიფიკატი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.6 სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

12-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

12-12-2025 Садоводческая и сельскохозяйственная продукция.

12-12-2025 Электричество, отопление, солнечная и ядерная энергия.

12-12-2025 Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты .

12-12-2025 Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты.

12-12-2025 Готовая или консервированная рыба .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru