Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности (Грузия - Тендер #69252754)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Museum of Georgia
Номер конкурса: 69252754
Дата публикации: 12-12-2025
Сумма контракта: 360 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250001327
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 19:47
Начало приема предложения 21.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 360`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79700000-Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности
Коды классификатора
  • 79713000 - Охранные услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის დაცვის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`440.00 GEL
Размер гарантии 3`600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam natsvlishvili :: 09.12.2025 11:16
  • Последнее исправление: mariam natsvlishvili :: 12.12.2025 19:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659732&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფრანგეთში, პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს:
- ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურება - ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, ლევილის მამულის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანიზებას, მამულის ტერიტორიაზევე არსებული ქონების (შენობა-ნაგებობები, ტექნიკური და ელექტრო მოწყობილობა-დანადგარები) შესაძლო ხელყოფის (ქურდობა, დატაცება, დაზიანება) პრევენციასა და მატერიალური ღირებულებების მქონე ნივთების ტერიტორიიდან არასანქცირებული გატანის აღკვეთას, ტერიტორიაზე შემსვლელი და გამსვლელი პირების კონტროლს; დღისა და ღამის განმავლობაში, მამულის სრული ტერიტორიის პატრულირებას

- საგანგაშო სიგნალიზაციით დაცვის მომსახურება - განგაშის შემთხვევაში ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფასა და დახმარებისთვის ადგილობრივი (საფრანგეთში მოქმედი) დაცვის კომპანიის ოპერატიული ჯგუფის გამოძახების უზრუნველყოფას.

- სადღეღამისო ვიდეომონიტორინგი (შემსყიდველი უზრუნველყობს ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას).

- დაცვის ობიექტში ადამიანების შესვლა-გასვლისა და მატერიალურ ფასეულობათა შეტანა-გატანის კონტროლი;
- დაცვის ობიექტის, მისი ცალკეული ნაწილების, დაცვის ობიექტში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაზიანების ან/და დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
- შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის, მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისაგან დაცვა;
- დაცვის თანამშრომლის აღჭურვა მინიმუმ: უნიფორმით, ხელბორკილებით, რეზინის ხელკეტით, შიდა კავშირის რადიო სადგურებით (რაციით), ელექტრონული სანათი მოწყობილობით (ფარანი), მობილური ტელეფონით (სამორიგეო ნომრით) და სხვა აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელი იქნება მომსახურების სრულფასოვნად გაწევისათვის;
- მიმწოდებელმა, შიდა კავშირის რადიო სადგურებით (რაციით) უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ნებადართული სიხშირის გამოყენებით;
- დაცვითი მომსახურების განხორციელების გეგმის შედგენა;
- დაცვის ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და აღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის წარმომადგენლისა და საჭიროებისამებრ, შესაბამისი ორგანოების ინფორმირება და ოპერატიული ჯგუფის გამოძახება. ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას ოპერატიული ჯგუფის და/ან შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების გამოცხადებამდე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა და შესაბამისი ოქმის შედგენა მომხდარი შემთხვევის შესახებ დაზიანებული, დაკარგული, განადგურებული ქონების მითითებით;
- სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ჩაიბაროს ობიექტი და უზრუნველყოს დასაცავი ობიექტის ყველა ოთახის გადამოწმება, აუცილებლობის შემთხვევაში მათი დაკეტვა, ელექტრო და სხვა ტიპი მოწყობილობების გამორთვა;
- ყველა სხვა ღონისძიების გატარება, რომელიც დაკავშირებული იქნება მომსახურების სრულფასოვანი გაწევის მიზნით;
- მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სამორიგეო ოთახებში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მიმწოდებელი ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებს შემსყიდველის შენობებისა და იმ მატერიალური ფასეულობების დაკარგვა, დაზიანებაზე და განადგურებაზე, რომელთა დაკარგვა, დაზიანება ან/და განადგურება გამოწვეულია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებისა და მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებით;
- მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს ზარალი, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საფრანგეთ, ჟიულ ფერის N 10, 91310 ლევილ სიურ ორჟ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში გაწეული უნდა ჰქონდეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების დაცვის მომსახურება. ხოლო აქედან მინიმუმ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ფიქსირდებოდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის შესრულება თითოეულ წელს.
პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ორი დადებითი რეკომენდაცია ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში მსგავსი ან ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ. რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს 2024-2025 წელს.
ბ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ: ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები.
გ) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული მომსახურება გაწეული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ დანართი N2-ის სახით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ლიცენზიის ასლი, დაცვით საქმიანობაზე ან შესაბამისი ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბერი.
- პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს, შიდა კავშირის რადიო სადგურებით (რაციით) უზრუნველყოფა, ნებადართული სიხშირის გამოყენებით და აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული მოწმობა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. შევსებული დანართი N1 EXCEL ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი).

2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტი).

3. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია ან შესაბამისი ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული მოწმობა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს:
ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების გასაფორმებლად გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომელიც დაბეჭდილი უნდა იყოს გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ინსპექტირების დასკვნისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ნაცვლიშვილი, 595044400, natsvlishvili_mariam@gmai.com natsvlishvili_mariam@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru