შესყიდვის ობიექტია სსიპ #200 სკოლისთვის რძის პროდუქტების შესყიდვა,
რომელთა რაოდენობა და მახასიათებლები მოცემულია ტექნიკურ
დავალებაში.
1. კარაქი - დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე.
ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული
ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის
შემცველობა არანაკლებ 82%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო
გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა -
რეფრეჟერატორით (მაცივარი); მიწოდება უნდა განხორციელდეს 2 კვირაში
ერთხელ. - 100კგ;
2. რძე - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული
პასტერიზებული, ან ულტრა პასტერიზებული ნორმალიზირებული რძისაგან,
ქარხნული წესით. კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასიური წილი
არანაკლებ 3.2%. არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს
მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები
უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს. – შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. რძე
უნდა იყოს შეფუთული (ტეტრაპაკი, მინის ქილა ან პეტი, ასეპტიკური
ჩამოსხმით) და სათანადოდ ეტიკეტირებული; მიწოდება უნდა განხორციელდეს
კვირაში ერთხელ. - 1200 ლ;
3. ხაჭო - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული
პასტერიზებული, ნორმალიზირებული რძისაგან, ქარხნული წესით. ხაჭოს მზა
ნაწარმში რძის შემადგენელი კომპონენტების მასური წილი უნდა იყოს 75%–ზე
მეტი. ცხიმიანობა 6%. თეთრი, მოყვითალო ფერის, სიმჟავისა და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე. ხაჭო უნდა იყოს შეფუთული (ჰერმეტული
შეფუთვა) და სათანადოდ ეტიკეტირებული. მიწოდება უნდა განხორციელდეს
კვირაში ერთხელ. - 230 კგ;
4. არაჟანი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული
პასტერიზებული, ნორმალიზირებული რძისაგან, ქარხნული წესით. ცხიმიანობა
15-20%. არადამახასიათებელი გემოს გარეშე. მიწოდება უნდა განხორციელდეს
კვირაში ერთხელ. - 230 კგ;
5. ყველი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული
პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების,
წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც
მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%–ია, მშრალ ნივთიერებაში
ცხიმის შემცველობა არანაკლებ 19.8%, მარილი 0,5-1,5%. დაჭრის დროს არ უნდა
იფშვნებოდეს. ყველი უნდა იყოს შეფუთული (ვაკუუმ შეფუთვა) და სათანადოდ
ეტიკეტირებული. მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ. - 150 კგ;
6. მაწონი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული
პასტერიზებული, ნორმალიზირებული რძისაგან, ქარხნული წესით.
კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასიური წილი არანაკლებ 3,2%.
არადამახასიათებელი გემოს გარეშე. მიწოდება უნდა განხორციელდეს
კვირაში ერთხელ. – 1600 კგ;
7. ნადუღი - ნადუღი უნდა იყოს თეთრი ფერის, სიმჟავისა და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე. უნდა იყოს შეფუთული (ჰერმეტული
შეფუთვა) და სათანადოდ ეტიკეტირებული. მიწოდება უნდა განხორციელდეს 2
კვირაში ერთხელ. - 75 კგ;
8. იოგურტი - ქარხნული წარმოების. ცხიმიანობა არა ნაკლებ 2.0%-ი ნატურალური
ხილის და პასტერიზებული რძისაგან დამზადებული. არ უნდა ჰქონდეს
არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. მარკირებით -
შემადგელობა, მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი.
შეფუთვა - 100-500 გრამიანი ინდივიდუალური შეფუთვით. მიწოდება უნდა
განხორციელდეს 2 კვირაში ერთხელ. - 250 ლ;
9. თხილის და კაკაოს პასტა (იდენტური ნუთელასი) - თხილის და კაკაოს პასტა,
ქარხნული წარმოების. დაფასოებული არანაკლებ 750 გრ, პროდუქტში ცილა 6,6 გრ.
ცხიმი 31,8 გრ. ნახშირწყლები 51,8გრ. ენერგეტიკული ღირებულება არა ნაკლებ 547
კკალ. ეტიკეტირებით. გამოშვების და ვარგისიანობის ვადის მითითებით.
მიწოდება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ. - 25 კგ;
• ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის N441 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის
ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნის შესახებ“ დამტკიცების
თაობაზე მოთხოვნებს;
• რძის პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს: საქართველოს მთავრობის 2015 წლის
10 ნოემბრის N 581 დადგენილების „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების
შესახებ ტექნიკურ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის # 567 დადგენილების „სურსათში ზოგიერთი
დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 16
აგვისტოს N301/ნ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების
დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის #90
დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური
წესი“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის #152 დადგენილების
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“ მოთხოვნებს.
• თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის
დეკლარაცია.
• სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით
განსაზღვრულ მოთხოვნებს.
• მიმწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში
ერთხელ წარმოადგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული
გამოცდის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ რძის პროდუქტი არ შეიცავს რძის
ცხიმის გარდა სხვა ცხიმს (მ.შ. მცენარეული ცხიმი).
• მიმწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში
ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი
ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის
ოქმი).
• მიმწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ 3 თვეში
ერთხელ წარმოადგინოს რძის პროდუქტების ქიმიურ მაჩვენებლებზე კვლევის
შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ
გაცემული გამოცდის ოქმი).
• სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
• ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა -
რეფრეჟერატორით (მაცივარი);
• შემსყიდველს არ ეკისრება საქონლის სრულად შესყიდვის ვალდებულება.