1. მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე (ეზოს ჩათვლით) განთავსებული
ინფრასტრუქტურული ელემენტების ჩამონათვალი:
ა) ტერიტორია - 17233 კვ.მ;( მათ შორის ავტოპარკი 15 მ *45 მ= 675 კვ.მ.)
ბ) საკონტროლო გამშვები პუნქტი - კონტეინერი, 12.5 კვ.მ, 1 ცალი;
გ) ღობე - 1120 გრძივი მეტრი.
დ) შტაბი კონტეინერი - 60 კვ.მ, 1 ცალი;
ე) საძინებელი კონტეინერი - 50 კვ.მ, 6 ცალი;
ვ) საკლასო კონტეინერი - 30 კვ.მ, 3 ცალი
ზ) საკლასო კონტეინერი- 50 კვ.მ, 2 ცალი.
თ) სასადილო კონტეინერი - 60 კვ.მ, 1 ცალი;
ი) სამედიცინო კონტეინერი - 20 კვ.მ, 1 ცალი;
კ) საპირფარეშო - კონტეინერი, 15 კვ.მ, 2 ცალი, (10 უნიტაზი, 4 ხელსაბანი);
ლ) სააბაზანო - კონტეინერი, 15 კვ,მ, 2 ცალი, (10 საშხაპე, 6 ხელსაბანი)
მ) სამზარეულო - კონტეინერი, 40 კვ.მ, 1 ცალი.
ნ) საზაფხულო კლასი - 150 კვ.მ - 1 ცალი
ო) შშმ კონტეინერი-60 კვ.მ. 2 ცალი; ( კონტეინერში მოწყობილი საპირფარეშო-
აბაზანით 2 წყვილი შშმ ადაპტირებული კომპლექტით)
პ) დიზელ-გენერატორი - 1 ცალი.
2. მომსახურების სახეები
ა) მოვლა-დასუფთავების მომსახურება;
ბ) სამეურნეო-ტექნიკური მომსახურება;
გ) ჰიგიენურ-სადეზინფექციო მომსახურება;
დ) სამეთვალყურეო მომსახურება.
3. მომსახურების დეტალური აღწერა, მომსახურების სახეების მიხედვით
3.1. მოვლა-დასუფთავების მომსახურება
ა) მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიის (ეზოს ჩათვლით), მასზე განლაგებული
კონტეინერების, განთავსებული ინვენტარის, კარ-ფანჯრების, სველი
წერტილების და სხვა ფართების დასუფთავება. მტვრის და ჭუჭყის მოშორება
საოფისე ავეჯიდან, ინვენტარიდან, ტექნიკიდან, მოწყობილობებიდან,
სხვადასხვა სახის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირებიდან.
ყოველდღიურად ნაგვის ურნების გაცლა და შენობების გარეთ ნაგვის
ბუნკერებში განთავსება. ბუნკერების განთავისუფლება და ნაგვის გატანა
შესაბამის სამსახურებთან ურთიერთქმედებით. ინვენტარის
წმენდა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს, სპეციალური ინვენტარის და
დასასუფთავებელი ხსნარების გამოყენებით. სველ წერტილებში
გამოყენებული დასუფთავების საშუალებები და ინვენტარები არ უნდა იქნას
გამოყენებული სხვა ტერიტორიების დასასუფთავებლად. სველი წერტილების
დასუფთავებისას უნდა იქნას გამოყენებული ხსნარები, რომელთაც გააჩნიათ
სადეზინფექციო თვისებები;
ბ) საცხოვრებელი, საოფისე, სასწყობე და საკლასო ფართებში შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში და საჭიროების შესაბამისად, არანაკლებ თვეში
ერთხელ უნდა მოხდეს იატაკების მორეცხვა. იატაკები უნდა მოირეცხოს
ხსნარებით, რომელთაც გააჩნიათ სადეზინფექციო თვისებები;
გ) სისუფთავის კონტროლი (მეთვალყურეობა) - მორეგე პერსონალის მიერ უნდა
განხორციელდეს მთელი ტერიტორიის მეთვალყურეობა და დღის განმავლობაში
წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიული აღმოფხვრა, შემოვლის
პერიოდულობა სველ წერტილებში არანაკლებ 2 საათში ერთხელ;
დ) კაპიტალური დასუფთავება უნდა განხორციელდეს კვირის განმავლობაში
მინიმუმ ორჯერ;
ე) ეზოს დასუფთავება, მწვანე საფარის, გაზონების მოვლა, მათ შორის
გაკრეჭვა, მორწყვა, ხეების გადაბელვა, ტერიტორიაზე ამოსული ბალახის
მოცელვა, სეზონურად ხეების კირით და სხვა საჭირო საშუალებებით შეღებვა,
სანიაღვრე არხების დასუფთავება და ა.შ. სამუშაოები უნდა განხორციელდეს
საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიური დაკვირვებიდან გამომდინარე.
3.2. სამეურნეო-ტექნიკური მომსახურება
ა) მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე (ეზოს ჩათვლით), მასზე განლაგებულ
კონტეინერებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს არსებული
ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციის და სხვა სახის
სამეურნეო კომუნალური სისტემის გამართული ფუნქციონირება. ამ სისტემის
დაზიანების შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის მიზნით უნდა განხორციელდეს
საჭირო საშუალებების მიმწოდებლის ხარჯებით შეძენა,
მომარაგება,შეკეთება და გამოცვლა;
ბ) კონტროლი გაუწიოს დენის ძაბვის ცვალებადობას, შეამოწმოს სადენები,
რომ არ გადახურდეს, გააკონტროლოს გარე განათება, საჭიროების
შემთხვევაში გადაიყვანოს ობიექტი სათადარიგო დენის წყაროზე
(დიზელ-გენერატორი);
გ) ობიექტზე მცირე დაზიანებების შემთხვევაში თავისი ძალებით შეასროლოს
სადურგლო, საშემდუღებლო, ელექტრო, სანტექნიკური და ა.შ. მიმდინარე
სამუშაოები;
დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ობიექტზე
არსებული ინვენტარის გადაადგილებები, ზამთარში თოვლის გაწმენდითი
სამუშაოები, საწვიმარების, წყალშემკრებების და წყალარინების
სისტემების გაწმენდა;
ე) მომსახურების თითოეულ პოზიციაზე, ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში წარმოქმნილი ყველა საჭიროების შესაბამისად, მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს 1 000 ლარამდე ერთეულის ღირებულების მქონე საქონლის
საკუთარი ხარჯით შეძენა. ასევე, 1 000 ლარამდე ღირებულების მცირე
სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ხოლო 1 000 ლარზე მეტი ერთეულის
ღირებულების მქონე საქონლის შეძენას და მიწოდებას უზრუნველყოფს
შემსყიდველი.
3.3. ჰიგიენურ-სადეზინფექციო მომსახურება
ა) მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სველი წერტილების
(საპირფარეშო, სააბაზანო) მაღალი ხარისხის ქაღალდის (ორფენოვანი
ქაღალდის ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები), საპნის პროდუქციით
(თხევადი საპონი - უმაღლესი ხარისხის დამარბილებელით) და ჰიგიენური
პროდუქციით (მათ შორის ჰაერის გამწმენდი სურნელოვანი აეროზოლები)
უზრუნველყოფა;
ბ) ნაგვის ურნებით და სველი წერტილების აქსესუარებით მომარაგება;
გ) წყლის ანალიზების აღება შესაბამისი მოთხოვნის პერიოდულობით.
3.4. სამეთვალყურეო მომსახურება
ა) მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე (ეზოს ჩათვლით), მასზე განლაგებულ
კონტეინერებში არსებული ყველა სახის მატერიალურ-ტექნიკურ
ფასეულობებზე 24 საათიანი მონიტორინგი, დაკარგვის ან დაზიანების
შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებით;
ბ) მონიტორინგი ხორციელდება დღე-ღამის განმავლობაში სპეციალურად ამ
მიზნით გამოყოფილი ერთდროულად 2 (ორი) მორიგე მეთვალყურის მიერ.
4. დამატებითი პირობები.
ა) მომსახურე პერსონალი, რომელიც სამუშაო საათების პერიოდში უნდა იყოს
მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე: 4 - დამლაგებელი, 2 - სამეურნეო
თანამშრომელი ( ელექტრიკი; სანტექნიკი), 2 - ეზოს მომვლელი, 1 -
პასუხისმგებელი მენეჯერი;
ბ) მომსახურე პერსონალი სამუშაო ადგილზე უნდა იმყოფებოდნენ სამუშაო
საათების დასრულებამდე, ხოლო 2 (ორი) მორიგე მეთვალყურე ერთდროულად 24
საათის განმავლობაში; (სულ 8 (რვა) მეთვალყურე) და ჯამში სულ 17
თანამშრომელი.
გ) მომსახურე პერსონალის დაკომპლექტება უნდა განხორციელდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით, პერსონალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი
უნიფორმით, აღჭურვილობით და საჭირო ინვენტარით. მეთვალყურეები
სეზონურად უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ განსხვავებული უნიფორმით,
კერძოდ: ცივი სეზონისათვის განკუთვნილი ტანსაცმელით (თბილი
ფეხსაცმელი, შარვალი, პერანგი, კეპი და თბილი ქურთუკი).