Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #69252708)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Rukh Republican Hospital Ltd
Номер конкурса: 69252708
Дата публикации: 12-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023266
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 16:54
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 23.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 92.70 GEL
Контрактная цена объекта закупки 275`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55520000 - Общественное питание
  • 55521200 - Доставка продуктов питания
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
Дополнительная информация
შპს "რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში" განთავსებული პაციენტებისათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 2`750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit khunjua :: 11.12.2025 17:23
  • Последнее исправление: davit khunjua :: 12.12.2025 16:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660466&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს "რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში" განთავსებული პაციენტებისათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი 6 (ექვსი) სხვადასვა სახის მენიუს მომზადებას, შემსყიდველის მისამართზე მოწოდებას და შემსყიდველის მიერ მითითებულ განყოფილებაში ჩაბარებას.
ა) კუჭნაწლავის პათოლოგია
ბ) თირკმლის პათოლოგია
გ) შაქრიანი დიაბეტი
დ) ზოგადი კვება
ე) რენიმაცია
ვ) პოსტოპერაციული
1.2.2. საკვების მენიუს შემადგენლობა, რაოდენობა/მოცულობა - იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ ფასების ცხრილში (დანართი №1).
1.2.3. მოსამზადებელი საკვების/ულუფების რაოდენობა პერსონათა რაოდენობის შესაბამისად დაზუსტდება ყოველდღიურად შემსყიდველის მიერ და ეცნობება მიმწოდებელს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია რაოდენობა დამატებით დაზუსტდეს დილის საათებშიც. შემსყიდველს უფლება აქვს თითოეულ ჯერზე, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მინიმუმ 1 პერსონისთვის კვებითი მომსახურების გაწევა და თითოეულ ჯერზე პრეისკურანტში მითითებული ვარიანტებიდან მინიმუმ 1 პოზიცია (მაგ. საუზმე, სადილი ან ვახშამი).
1.2.4. მომსახურების პირობები:
- დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება (მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით). მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი მზა საკვების (კერძები) დამზადება ახალი, გაუყინავი, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტებისაგან. მიმწოდებელმა კერძები უნდა მოამზადოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
- მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში არ დაამატოს პრეისკურანტით განსაზღვრულ კერძებს საკმაზები, სუნელები და ა.შ. (იგულისხმება არაძირითადი პროდუქტი). ასეთ შემთხვევაში მათი მოწოდება უნდა მოხდეს თითოეულ პერსონაზე გათვლილ ულუფასთან ერთად, ცალკე შეფუთვით.
- მიმწოდებლის მიერ კვების მენიუში დაუშვებელია ცვლილებების შეტანა შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. შემსყიდველის მოთხოვნა შესაძლებელია განხროციელდეს წერილობით, ელექტრონული ფოსტის (ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე) საშუალებით ან ზეპირად.
- ყველა კერძი და საკვები უნდა იყოს ახლად მომზადებული, მოთხოვნილი და წინასწარ შეთანხმებული (ასეთის შემთხვევაში) მენიუს შესაბამისი ვარიანტის გათვალისწინებით, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (ადგილზე მიწოდების მომენტისთვის) და საკვებად ვარგის ერთჯერად კონტეინერებში (რომელიც უნდა იყოს ტემპერატურის გამძლე და უსაფრთხო) თითო პერსონის ულუფის შესაბამისად ქაღალდის (მუყაოს) ყუთებში განთავსებული.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების მიღებასთან დაკავშირებული, მოთხოვნილი ვარიანტის შესაბამისად ერთჯერადი ჭურჭლის/აქსესუარების (რომელიც უნდა იყოს ტემპერატურის გამძლე და უსაფრთხო) მოწოდება თითო პერსონისთვის, კერძოდ: ჩანგალი, კოვზი, ხელსახოცი, ჭიქა და სხვა საჭირო აქსესუარი/ჭურჭელი შეფუთულ მდგომარეობაში.
- ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ჰიგიენური ნორმების დაცვით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულების მეშვეობით, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის. დაუშვებელია მზა საკვების შეხება პოლიეთილენის პარკებთან და სხვა შეუსაბამო საშუალებებთან თუ ობიექტებთან. ასევე დაუშვებელია ნებისმიერი მიზეზით, საკვების გადმოღვრა/გადმოყრა შეფუთვიდან.
- საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების მოთხოვნებს.
- ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში ხორცპროდუქტების (სოსისი და სხვ.) და რძის პროდუქტების (რძე, მაწონი, ყველი, არაჟანი, ხაჭო და სხვ.) შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ISO ან/და HACCP სერთიფიკატის მქონე საწარმოდან.
- მიმწოდებელი ვალდებულია იმ კვების ობიექტს, სადაც ამზადებს საკვებს ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება სადეზინფექციო სამსახურთან დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის შესახებ. გაცემული დასკვნები ჩატარებული სამუშაოების (არანაკლებ თვეში ერთხელ) შესახებ უნდა ინახებოდეს კვების ობიექტებში. კვების ობიექტი ნებისმიერ დროს შესაძლებელია შეამოწმოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულმა შესაბამისმა კომისიამ/კონტროლის განმახორციელებელმა პირმა/პირებმა.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ინსპექტირება თუ რამდენად სრულდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მზა საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად - სამჯერადი კვება სამჯერადი მოტანით. განსაკუთრებულ შემთხვევევაში (მხარეთა შეთანხმებით) ორჯერ ან ოთხჯერადი შემოტანით, პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალისგან შედგენილი მენიუს კომბინაციების შესაბამისად, რომელიც წინასწარ განისაზღვრება შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.5.2 „მიმწოდებელმა“ საკვები პროდუქტების მოწოდება უნდა განახორციელოს ტრანპორტირებისათვის განკუთვნილი შესაბამისი ჭურჭელით, ისე რომ სრულად იქნას შენარჩუნებული საკვების კვებითი ღირებულება და კვებითი ტემპერატურა. გამოყენებული ჭურჭელი, დაფასოების სახე და სხვა დეტალები, ასევე მოწოდების კონკრეტული დრო დაზუსტდება ხელშეკრულების დადების მომენტისთვის.ამასთან მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს მზა საკვების ატანა შესაბამის სართულზე.

1.5.3 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ტრანსპორტით და ინვენტარით შემდეგ მისამართებზე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეული - შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო".

1.5.4. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სანიტარიული-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ელ.ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური ტიპის (სამედიცინო დაწესებულებისთვის) მომსახურების გაწევის გამოცდილება ჯამური ღირებულებით 100 000 ლარის სატენდერო განცხადების 2.2.1 პუნქტში ატვირთული დანართი N2-ის შევსებული ფორმის გამოყენებით (იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით).

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები".

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს, იმ ობიექტთან მიმართებაში, სადაც მოახდენს საკვების მომზადებას, უნდა ქონდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი,ამასთან,იმ შემთხვევაში,თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოხდება კვების ობიექტის მისამართის ცვლილება, მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილობით უნდა აცნობოს კვების ობიექტის ადგილის ცვლილების შესახებ. ცვლილების წერილთან ერთად უნდა წარმოადგინოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული განახლებული შესაბამისობის სერტიფიკატი.

2.3.1.2 პრეტენდენტს გაფორმებული უნდა ქონდეს ხელშეკრულება სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან, რომელიც მოახდენს იმ ობიექტის მომსახურებას სადაც მოხდება საკვების მომზადება (დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის ჩატარებას) . მომსახურების პერიოდში ამ სამსახუ(რებ)ის მიერ გაცემული დასკვნები ჩატარებული სამუშაოების შესახებ უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან და წარუდგინოს შემსყიდველს მოთხოვნის შესაბამისად.სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულებაში,მომსახურების გაწვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოხდება კვების ობიექტის მისამართის ცვლილება, მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილობით უნდა აცნობოს კვების ობიექტის ადგილის ცვლილების შესახებ. ცვლილების წერილთან ერთად უნდა წარმოადგინოს სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან განახლებული ხელშეკრულება.

2.9 other additional requirements

2.9.1 მზა საკვები პროდუქტები/კერძები უნდა იყოს ახალი და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას. დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება;

2.9.2 მიმწოდებელი ვალდებულია ზუსტად დაიცვას შემსყიდველთან მიწოდებული მენიუს შემადგენლობა, ამასთან მოთხოვნის შემთხვევაში,მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს პრეისკურანტში შემავალი თითოეული პოზიციის მომზადების რეცეპტი. ულუფაში შემავალი იგრედიენტების რაოდენობა/კომბინაცია ასევე უნდა შეთანხმდეს შემყიდველთან. ასევე ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე გაითვალისწინოს შემსყიდველის დამატებითი მოთხოვნები და/ან შენიშვნები (როგორც წერილობითი ასევე ზეპირსიტყვიერი), რომელიც დაკავშირებული იქნება მომსახურების გაწევასთან და მომსახურების გაწევის პროცესში ჩართულ პერსონალთან; შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს მომსახურების გაწევისას გამოყენებული პროდუქტის შესყიდვის პირველადი დოკუმენტები.

2.9.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკვების მომზადებისა და მოწოდებისას იხელმძღვანელოს შემსყიდველის მოთხოვნების/მითითებების და ამ სფეროში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. მიწოდებული საკვები უნდა იყოს ახალი, საჭმელად ვარგისი და არ უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის საშიში. ერთი პაციენტის დღიური ნორმა განისაზღვრება შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მენიუს გადაცემის შესაბამისად.

2.9.4 შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, მათ შორის შერჩევა შეფასების ეტაპზე მოახდინოს საკვები ობიექტის შემოწმება.

2.9.5 ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ღონისძიების ადგილამდე ჰიგიენური ნორმების დაცვით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი საბარგულების მეშვეობით, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის. დაუშვებელია მზა საკვების შეხება პოლიეთილენის პარკებთან და სხვა შეუსაბამო საშუალებებთან თუ ობიექტებთან.

2.9.6 საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების მოთხოვნებს.

2.9.7 პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

2.9.7.1 ინფორმაცია (მისამართი) იმ ობიექტის შესახებ, სადაც მოხდება მომსახურების გაწევისთვის საჭირო საკვების მომზადება. .შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ მითითებული მომსახურების გაწევის (იმ ობიექტის,სადაც უნდა მოხდეს საკვების მომზადება) სანიტარულ ჰიგიენური პირობების შემოწმება/ინსპექტირება, შერჩევა შეფასების ეტაპზე შემოწმების დროს, კანომდებლობით განსაზღვრული და შემსყიდველისთვის მიუღებელი პირობების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილა მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

2.9.7.2 სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი;

2.9.7.3 სადეზინფექციო სამსახურ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება.

2.9.7.4 პრეტენდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონიული ხელმოწერით და/ან შტამპით, იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მინდობილი პირი,წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი მინდობილობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვისობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია,დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისიუფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში,დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადებისფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ,,ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.4.2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალდარული დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით ხუნჯუა, 591445355, davitkhunjua@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით.
6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru