Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #69252698)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi Kindergartens Union
Номер конкурса: 69252698
Дата публикации: 12-12-2025
Сумма контракта: 40 777


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023276
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 17:09
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 40`777.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90921000 - Услуги по дезинфекции и дезинсекции
  • 90923000 - Услуги по дератизации
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 408.00 GEL
Размер гарантии 408 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: rolandi bolkvadze :: 01.12.2025 11:12
  • Последнее исправление: rolandi bolkvadze :: 12.12.2025 17:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657987&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება - დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციის და ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ღონისძიებების მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა, დახასიათება:

ა) დერატიზაცია - მღრღნელების განადგურება:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 40 საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების, მათ შორის სარდაფების, შესასვლელი დერეფნების, საწყობების, სათავსოების და ა.შ. ტერიტორიის დერატიზაცია.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქ სადაც მიმდინარეობს სასწავლო-სააღმრზდელო პროცესები უნდა განთავსდეს ყოველთვიურად არანაკლებ 285 ცალი წებოვანი დაფა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში. საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს არასამუშაო დღეებში/საათებში. გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევში არაგეგმიურად შეტყობინების მიღებიდან სწრაფი რეაგირება არაუგვიანეს 24 საათისა;

ბ) დეზინსექცია - მავნე მწერების განადგურება და პრევენცია:
მფრინავი და მცოცავი მწერების პოპულაციის ეფექტური მართვის მიზნით უნდა ჩატარდეს 40 საბავშვო ბაღის შენობა-ნაგეგბობის და ეზოს პერიმეტრის დეზინსექცია. დეზინსექცია უნდა განხორციელდეს შესხურების მეთოდით (ხე-მცენარეები, ბუჩქები, გაზონები და ა.შ).
სააღმზრდელო პროცესებისათვის განკუთვნილი ადგილებში, შენობა-ნაგებობის სარდაფებში, ტექნიკური დანიშნულების სივრცეებში და ა.შ. გამოყენებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სერთიფიცირებული, ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატები (ხსნარი ან გელი).
კვების ბლოკში უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სიმძლავრის არანაკლებ 40 ერთეული ელექტრო მონიტორი, ულტრაიისფერი ნათურებით და წებოვანი ლენტით, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა აბრკოლებდეს სამუშაო პროცეს. აპარატის სიმძლავრე განისაზღვრება ფართობის მიხედვით.
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს არასამუშაო დღეებში/საათებში. მიმწოდებელი აგრეთვე ვალდებულია გასწიოს მომსახურება შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით. უზრუნველყოს მომსახურების გაწევის ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევში არაგეგმიურად შეტყობინების მიღებიდან სწრაფი რეაგირება არაუგვიანეს 24 საათისა.

გ) ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ღონისძიება:
წლის თბილ პერიოდში 40 საბავშვო ბაღის ეზოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ღონისძიება. ქვეწარმავლების პოტენციური შემოდინების ადგილები უნდა დამუშავდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურ და ქიმიურ კომპონენტებზე დამზადებული რეპელენტით წერტილოვანი დაშხურებით ან გრანულების გამოყენებით. გამოყენებული საშუალებები (პრეპარატები) არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის. დაცული უნდა იყოს კლიმატური პირობებისგან რათა არ დაკარგოს ეფექტურობა და არ დააბინძუროს გარემო. განლაგდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში. ყოველ ვიზიტზე უნდა მოხდეს მონიტორინგი და კონტროლი. გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევში, არაგეგმიური შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, ხარისხიანად და კვალიფიციურად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიწოდებული მომსახურების ხარისხზე და შედეგებზე.
2. „მიმწოდებელმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
3. „მიმწოდებელმა" მომსახურების დასრულების შემდეგ უნდა მოახდინოს სამუშაო ზონების დასუფთავება.
4. "მიმწოდებელმა" საბავშვო ბაღის შენობებში უნდა მოახდინოს ბუზის ელექტრო საკონტროლო აპარატების მონიტორინგი;
5. ყოველი მომსახურების დასრულების შემდგომ „მიმწოდებელმა" უნდა აწარმოოს მომსახურეობის ჟურნალი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორამციას:
• მომსახურე პირის სახელი გვარი
• სამუშაოს შესრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
• სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო
• გამოყენებული/გამოცვლილი ქიმიური საშუალებების დასახელება და რაოდენობა კონკრეტული ზონების მიხედვით
• გამოყენებული/გამოცვლილი/განახლებული არაქიმიური საშუალებების დასახელება და რაოდენობა
• ქიმიური საშუალებების გამოყენების მეთოდი

ინფორმაცია გამოყენებული საშუალებების შესახებ:
ა) მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდებისას გამოყენებული საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის.
ბ) დეზინფქციის, დზინსექციის და დერატიზაციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები/პრეპარატები შეტანილი უნდა იყოს „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის N64/ნ ბრძანებისა და შემდგომ 18.10.2006 წლის N275/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების მიხედვით) რეგისტრირებული სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებების ნუსხაში.

დერატიზაციის, დეზინსექციისა და ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ღონისძიების მომსახურებისთვის გამოსაყენებელი საშუალებები/პრეპარატები მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების მიხედვით უნდა მიეკუთვნებოდეს დაბალი საშიშროების ნივთიერებათა III-IV კლასს.

გ) დაუშვებელია მაღალი ტოქსიურიობის (I და II ჯგუფი), მწვავე სუნის ან სხვა უარყოფითი რეაქციის გამომწვევი საშუალებების გამოყენება;
დ) მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გამოსაყენებელი საშუალებების ხარისხისა და წარმოშობის დოკუმენტაცია.
ე) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოყენებული საშუალებების შესახებ დანართი N1-ის შესაბამისად;

ა(ა)იპ "ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების" დაქვემდებარებაში არსებულ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემთხვევაში, ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს შესყიდვის ობიექტის მომსახურების შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს შესყიდვის ობიექტის მომსახურების შესყიდვა, ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს შესყიდვის ობიექტის მომსახურება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან - 2026 წლის 31 დეკემბრამდე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 40 ლოკაციაზე, საბავშვო ბაღების მისამართებზე, კერძოდ:
საბავშვო ბაღი N1 - ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ N25
საბავშვო ბაღი N2 - ქ. ბათუმი, ვ. ფშაველას ქ N5
საბავშვო ბაღი N3 - ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. N51
საბავშვო ბაღი N4 - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N8
საბავშვო ბაღი N5 - ქ. ბათუმი, გ. მაზნიაშვილის ქ. N28
საბავშვო ბაღი N6 - ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N22 ა
საბავშვო ბაღი N7 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N17
საბავშვო ბაღი N8 - ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N4 ა
საბავშვო ბაღი N9 - ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის ქ. N9
საბავშვო ბაღი N10 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N14
საბავშვო ბაღი N11 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N5
საბავშვო ბაღი N12 - ქ. ბათუმი, ა. წერთლის ქ. N30
საბავშვო ბაღი N13 - ქ. ბათუმი, ი. ანდრონიკაშვილის ქ. N44
საბავშვო ბაღი N14 - ქ. ბათუმი, ვ. ფშავალას ქ. N83
საბავშვო ბაღი N15 - ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. N65
საბავშვო ბაღი N16 - ქ. ბათუმი, ა. პუშკინის ქ. N113
საბავშვო ბაღი N17 - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N104
საბავშვო ბაღი N18 - ქ. ბათუმი, ვ. მაიაკოვსკის ქ. N3
საბავშვო ბაღი N19 - ქ. ბათუმი, სვიშევსკი ქ. N1
საბავშვო ბაღი N20 - ქ. ბათუმი, ჯ. ქათამაძის ქ. N38
საბავშვო ბაღი N21 - ქ. ბათუმი , მ. ლერმონტოვისა ქN96
საბავშვო ბაღი N22 - ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზ. I შეს. N4
საბავშვო ბაღი N23 - ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N281
საბავშვო ბაღი N24 - ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N318
საბავშვო ბაღი N25 - ქ. ბათუმი, კახაბრის უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N102
საბავშვო ბაღი N26 - ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის უბანი იბერიის ქ. N2
საბავშვო ბაღი N27 - ქ. ბათუმი , მ. ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ
საბავშვო ბაღი N28 - ქ. ბათუმი, ადლიის დასახლება, კოტე აფხაზის ქ N4
საბავშვო ბაღი N29 - ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება, პეტრე იბერის ქN1
საბავშვო ბაღი N30 - ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, ი. ნონეშვილის ქ N 60
საბავშვო ბაღი N31 - ქ. ბათუმი, გ. ტაბიძის ქ. N14
საბავშვო ბაღი N32 - ქ. ბათუმი, კახაბრის დასახლება, ფრიდონ ხალვაშის XII ჩიხი
საბავშვო ბაღი N33 - ქ. ბათუმი, ურეხის დასახლება, მამია ვარშანიძის I შესახვევი
საბავშვო ბაღი N34 - ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, ც. დადიანის ქN14
საბავშვო ბაღი N35 - ქ.ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი N36 - ქ. ბათუმში, დაბა ჩაქვი ჭავჭავაძის ქ.N7-ში საბავშვო ბაღი;
საბავშვო ბაღი N37 - ქ. ბათუმში, 1. ნანეიშვილის ქN12;
საბავშვო ბაღი N38 - ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N82;
საბავშვო ბაღი N39 - ქ. ბათუმში, ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ;
საბავშვო ბაღი N40 - ქ. ბათუმში, ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოყენებული საშუალებების წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის შესახებ, დანართი N1-ის შესაბამისად (დანართი N1 ატვირთულია 1.2 პუნქტში)

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგნს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის შესახებ, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერში „წინადადების მიღება დაწყებულია“ სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ანალოგიური მომსახურება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 47777ლარი;

პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3 - ის შესაბამისად

თუ პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენას არ საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში პრეტედეტნი ვალდებულია წარმოადგინოს, მხოლოდ შესაბამისი ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის ნომერი NAT, CMR და სხვა.

სხვა შემთხვევებში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ: ხელშეკრულებები, მომსახურების გაწევის მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა: თუ წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულება და არ იქნება წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიღება ჩაბარების აქტი, წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ჩაითვლება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტად, ასევე თუ წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი და პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი, მაგრამ არ იქნება წარმოდგენილი შესაბმისი ანგარიშფაქტურა, წარმოდგენილი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი არ ჩაითვლება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად, ასევე თუ წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულება და ანგარიშფაქტურა, მაგრამ არ იქნება წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, წარმოდგენილი ხელშეკრულება და ანგარიშფაქტურა არ ჩაითვლება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად;

თუ პრეტენდენტი არ იყო დღგ-ს გადამხდელი სამუშაოების შესრულების მომენტში ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამის ინფორმაცია დღგ-ს არგადამხდელობის შესახებ.

გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები გაფორმებული უნდა იყოს 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მიმწოდებელმა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, კვალიფიკაციისა და განათლების მქონე მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი არანაკლებ ერთი სპეციალისტით (სერთიფიცირებული ექიმი-ჰიგიენისტი ან/და ექიმ ეპიდემიოლოგი). სპეციალისტს უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;

პრეტენდენტმა მომსახურება უნდა განახორციელოს მინიმუმ 2 (ორი) ბრიგადით, თითოეული არანაკლებ 2 (ორი) კაცის შემადგენლობით.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი სპეციალისტის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (დიპლომი, სერტიფიკატი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომელიც გაცემული იქნება კომპეტენტური დაწესებულების მიერ, ასევე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა - შრომითი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურების სპეციალისტის გამოცდილებას

პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ დანართი N4 - ის შესაბამისად

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც სისტემაში დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასთან, ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად თვეში ერთჯერ, გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ მალაზონია, 558466400, malazoniaspa@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

12-12-2025 Различное оборудование общего и специального назначения .

12-12-2025 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

12-12-2025 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

12-12-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

12-12-2025 Почтовая и курьерская службы.

12-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru