1.2.1. ქურთუკი უმკლავო კომბინირებული (ჟილეტის ტიპის) - 200 ცალი
ქურთუკი უმკლავო კომბინირებული (ჟილეტის ტიპის) მოკლე (წელის ხაზზს
ქვემოთ არანაკლებ 15 სმ). ფერი - მუქი ლურჯი და რუხი (ნაცრისფერი) ფერების
კომბინაცია, ქსოვილი - მუქი ლურჯი ფერის, შემადგენლობა – ბამბა 50%, ± 10%,
დანარჩენი პოლიესტერი.
ქსოვილის წონა - 230 გრ/მ.კვ ± 10 გრ/მ.კვ ფარგლებში.
ქსოვილის ფერი მდგრადი რეცხვის მიმართ - ფერის ცვლილება ტესტირების
შედეგად არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერის მდგრადობა ცვეთის მიმართ - მშრალი კოროზიის
მაჩვენებელი არანაკლებ 4. სველი კოროზიის მაჩვენებელი არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერის მდგრადობა სინათლის მიმართ - არანაკლებ 4.
ჟილეტი თავისუფალი სილუეტის, წინა კალთებზე გულმკერდზე დამუშავებულია
რელიეფური ზედნადები ჯიბეები სარქველებით. მარჯვენა ჯიბე ორ
განყოფილებიანი. ჯიბის ერთი მესამედი მუშავდება ვერტიკალური ორი
სამკერვალო გვირისტით. ჯიბის გვერდით დამატებითი ვერტიკალური ჭრილით
ჩაჭრილი ჯიბე, რუხი ფერის პლასტმასის ელვა-შესაბნევით. მარცხენა ჯიბეზე
მაგრდება მრავალდანაყოფიანი 3 სმ სიგანის ზოლი, ტექნიკური მცირე ზომის
ხელსაწყოების მოსათავსებლად. ჯიბის ქვემოთ დამატებითი ჰორიზონტალური
ჭრილით ჩაჭრილი ჯიბე. იკვრება რუხი ფერის პლასტმასსის ელვა-შესაბნევით.
ჟილეტის ქვედა წინა კალთებზე დამუშავებულია ღია ტიპის ზედნადები
ჯიბეები ოვალური ჭრილებით. ჟილეტის წინა კალთები იკვრება #6-8 ლურჯი ფერის
პლასტმასის ელვა-შესაკრავით. საყელო-დგარი ფორმის, ორმაგი. შიგნითა
მხარე მუშავდება რბილი ქსოვილით (ფლისი, ფულე და მისთანა). ქურთუკის
ქსოვილი არ უნდა ხუნდებოდეს, კარგავდეს ფერს და იკუჭებოდეს ადვილად.
გაწყობილი ბადისებური სარჩულით (შემსყიდველთან შეთანხმებით). ზურგზე
ნაქარგი ოვალური წარწერა - “დაცვის პოლიცია” და მის ქვემოთ
სწორხაზოვანი წარწერა “ტექნიკური სამსახური”. წინა მარცხენა ჯიბის
თავზე სწორხაზოვანი (შესაძლოა ორმწკრივი) წარწერა - “დაცვის პოლიცია”.
1.2.2. მაისური (პოლოს ტიპის) მოკლე სახელოებით (ღია რუხი ფერის) - 200 ცალი
მაისური (პოლოს ტიპის) მოკლე სახელოებით (ღია რუხი ფერის) გვერდითი
ჭრილებით დაბოლოებაზე; საყელო კლასიკური, სუფთად ნაქსოვი. მოკლე
მკლავით, მკლავის სიგრძე 24 სმ±2სმ; საკინძე სამ ღილზე. ღილები ქსოვილის
ფერის ტონალობაში; ქსოვილის ტიპი პენია ან კომბეტ-კოტონი, ქსოვილის
გრამაჟი 195 გრ/მ.კვ±20 გრ/მ.კვ ქსოვილი ბოჭკოვანი შემადგენლობა არანაკლებ 90%
ბამბა.
ქსოვილის ფერი მდგრადი რეცხვის მიმართ - ფერის ცვლილება ტესტირების
შედეგად არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერის მდგრადობა ცვეთის მიმართ - მშრალი კოროზიის
მაჩვენებელი არანაკლებ 4. სველი კოროზიის მაჩვენებელი არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერის მდგრადობა სინათლის მიმართ - არანაკლებ 4.
მკერდზე მარცხენა მხარეს სრულდება ორმწკრივი კონტურული წარწერა
,,დაცვის პოლიცია“. ორმწკრივად განლაგებული წარწერის საერთო სავარაუდო
ზომები: სიმაღლე - 4 სმ, სიგანე 11 სმ. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი
ძაფით #25-40. ზურგზე (ბეჭიდან ბეჭამდე) სრულდება ნაქარგი, ნახევრად ოვალური
ფორმის წარწერა ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო მის ქვემოდ სწორხაზოვანი
წარწერა „ტექნიკური სამსახური“. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი
ძაფით #25-40. ქარგვა (წარწერები) უნდა განხორციელდეს სუფთად, გადაბმებისა
და ხარვეზების გარეშე, ასოები თანაბარი დაშორებით, ამონაძენძებისა და
ხარვეზების გარეშე. წარწერის შესრულება მაღალი ხარისხის, მკაფიო
გამოსახულებებით და სწორად შერჩეული დიზაინით. მაისურის ქსოვილი
დამუშავებული უნდა იყოს გახუნების საწინააღმდეგო საღებავით. მაისური
ჩაკერილი ავერლოკის მანქანით.
1.2.3. მაისური (პოლოს ტიპის) გრძელი სახელოებით (ღია რუხი ფერის). - 200 ცალი
მაისური (პოლოს ტიპის) გრძელი სახელოებით (ღია რუხი ფერის) გვერდითი
ჭრილებით დაბოლოებაზე; საყელო კლასიკური, სუფთად ნაქსოვი. მკლავის
დაბოლოება ნაქსოვი გარეზინებული მანჟეტით; მანჟეტის სიგანე 3,5-4 სმ;
საკინძე სამ ღილზე. ღილები ქსოვილის ფერის ტონალობაში; ქსოვილის ტიპი
პენია ან კომბეტ-კოტონი, ქსოვილის გრამაჟი 195 გრ/მ.კვ±20გრ/მ.კვ. ქსოვილი
ბოჭკოვანი შემადგენლობა არანაკლებ 90% ბამბა.
ქსოვილის ფერი მდგრადი რეცხვის მიმართ - ფერის ცვლილება ტესტირების
შედეგად არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერის მდგრადობა ცვეთის მიმართ - მშრალი კოროზიის
მაჩვენებელი არანაკლებ 4. სველი კოროზიის მაჩვენებელი არანაკლებ 4.
ქსოვილის ფერის მდგრადობა სინათლის მიმართ - არანაკლებ 4.
მკერდზე მარცხენა მხარეს სრულდება ორმწკრივი კონტურული წარწერა
,,დაცვის პოლიცია“. ორმწკრივად განლაგებული წარწერის საერთო სავარაუდო
ზომები: სიმაღლე - 4სმ, სიგანე 11 სმ. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი
ძაფით #25-40. ზურგზე (ბეჭიდან ბეჭამდე) სრულდება ნაქარგი, ნახევრად ოვალური
ფორმის წარწერა ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო მის ქვემოდ სწორხაზოვანი
წარწერა „ტექნიკური სამსახური“. წარწერა უნდა შესრულდეს ვერცხლისფერი
ძაფით #25-40. ქარგვა (წარწერები) უნდა განხორციელდეს სუფთად, გადაბმებისა
და ხარვეზების გარეშე, ასოები თანაბარი დაშორებით, ამონაძენძებისა და
ხარვეზების გარეშე. წარწერის შესრულება მაღალი ხარისხის, მკაფიო
გამოსახულებებით და სწორად შერჩეული დიზაინით. მაისურის ქსოვილი
დამუშავებული უნდა იყოს გახუნების საწინააღმდეგო საღებავით. მაისური
ჩაკერილი ავერლოკის მანქანით.
აღნიშნული პარამეტრები გათვლილია 52 ზომის ქურთუკის და
მაისურებისთვის.
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს უნდა
გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის
შემადგენლობა, მწარმოებელი კომპანია და მოხმარების წესები. ასევე უნდა
ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.
იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ესკიზებზე ზუსტად არ იყოს
შესაძლებელი შესყიდვის ობიექტის რომელიმე შემადგენელი დეტალის ფერის
ტონალობის და თარგის აღქმა, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და
ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან და
შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
- ექსპერტიზის დასკვნები ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად
წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მახასიათებლებზე: შემადგენლობა,
გრამაჟი, ფერის მდგრადობას ცვეთის მიმართ - მშრალი კოროზიის
მაჩვენებელი არანაკლებ 4. სველი კოროზიის მაჩვენებელი არანაკლებ 4.
სინათლის მიმართ - არანაკლებ 4 და რეცხვის მიმართ - არანაკლებ 4.
შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე
დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული
მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის
დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და
ა.შ.). ასევე არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე მათი
სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება,
ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური
დათვალიერებით.