Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69252675)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Public Defender of Georgia
Номер конкурса: 69252675
Дата публикации: 12-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA250001319
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 17:37
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 885.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 17`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფრომებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის პირველი იანვრიდან) 2026 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბალანზე რიცხული ავტომობილების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვა

Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9.00 GEL
Размер гарантии 170 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: bidzina mikadze :: 09.12.2025 14:37
  • Последнее исправление: bidzina mikadze :: 12.12.2025 17:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659836&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბალანზე რიცხული ავტომობილების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხული სედანი/ჰეჩბეკის, მაღალი გამავლობის (ჯიპი) და მინი ვენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურებების გაწევა შემდეგი ოდენობით:
1.2.2 შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას, სახელშეკრულებო ღირებულების სრულად ათვისების შესახებ;
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საბარათე ან/და ტალონური სისტემის მეშვეობით;
1.2.4. საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემით მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათებზე) მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს მის კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე ინტერნეტით, მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით, შემსყიდველის სახელისა და საიდენტიფიკაციო პაროლის გამოყენებით. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.
1.2.5. რეცხვის მომსახურების ტალონური სისტემის საშუალებით გაწევის შემთხვევაში, ტალონი უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) მიმწოდებლის დასახელებას; ბ) ტალონის იდენტიფიცირების ნომერს;
1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ა) რეცხვა - ავტოსატრანსპორტო საშუალების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი, საბარგული) რეცხვა და გასუფთავება. ამასთან რეცხვა უნდა მოხდეს ხელით, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა, საწმენდი და სარეცხი საშუალებების (ქაფი, გელი, სპეციალური სითხეები, შუშების და საბურავის საწმენდი საშუალებები და სხვა) გამოყენებით. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების გაშრობა, რეცხვისა და გამშრალების შემდეგ ავტომობილს არ უნდა ემჩნეოდეს წყლის ან/და სხვა სახის ლაქები.;
ბ) ქიმწმენდა - შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ავტომობილის ქიმწმენდამდე მოახდინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის დაშლა სათითაო ნაწილის მიხედვით, მოიხსნას: სკამები, სალონის გვერდითი შეფუთვა -„აბივკები“ , საბარგულის შიგნითა შეფუთვა და ტორპედო; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების - ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს ინტერიერის (სალონი და საბარგული) სრულად წმენდას შესაბამისი ხსნარებით, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების გამოყენებით; წმენდისას უნდა მოხდეს სალონის პლასტიკური და ტყავის ელემენტების დამუშავება დამცავი და დამარბილებელი სპეციალური სითხით და კრემებით, სალონის გაწმენდა და დეზინფექცია, არასასიამოვნო სუნის ლიკვიდაცია;
1.2.7. სამრეცხაოები აღჭურვილი უნდა იყოს მათ შორის ხელით რეცხვისათვის საჭირო მაღალი წნევის სარეცხი აპარატურით, მტვერსასრუტით და სხვა საჭირო ინვენტარით, რომელიც არ ხაზავს მანქანას, არ აზიანებს მანქანის საღებავს და ლაქს, მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.8. მიმწოდებელმა რეცხვის მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ავტომობილის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ში მიყვანიდან და პლასტიკური ბარათის ან/და ტალონის წარდგენის შემდეგ, არაუმეტეს 1 საათისა, ხოლო ქიმწმენდის მომსახურების გაწევა უნდა დაასრულოს ავტომობილის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ში მიყვანიდან არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში;
1.2.9. მომსახურების გაწევისას გამოყენებულ უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტური საწმენდი და სარეცხი საშუალებები;
1.2.10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის პლასტიკური ბარათების ან/და რეცხვის ტალონების დამზადება და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე, შემსყიდველის მიერ პლასტიკური ბარათის ან/და რეცხვის ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი უსასყიდლოდ დამზადება და შემსყიდველისათვის მიწოდება;
1.2.11. რეცხვის მომსახურების გაწევა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღიურად;
1.2.12. თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად მოახდინოს მომსახურების მოცულობების კორექტირება ერთეულის ფასისა და ჯამური ღირებულების გაუზრდელად (აღნიშნულზე არ იქნება საჭირო შეთანხმების გაფორმება და მიმწოდებელს არ ექნება უფლება უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის პირველი იანვრიდან) 2026 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად;
1.4.2. მიმწოდებელს, მომსახურების გაწევა უნდა შეეძლოს ყოველდღიურად;.
1.4.3. მიმწოდებელმა რეცხვის მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ავტომობილის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ში მიყვანიდან და პლასტიკური ბარათის ან/და ტალონის წარდგენის შემდეგ არაუმეტეს 1 საათისა, ხოლო ქიმწმენდის მომსახურების გაწევა უნდა დაასრულოს ავტომობილის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ში მიყვანიდან არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში;
1.4.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის პლასტიკური ბარათების ან/და რეცხვის ტალონების დამზადება და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე, შემსყიდველის მიერ პლასტიკური ბარათის ან/და რეცხვის ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი უსასყიდლოდ დამზადება და შემსყიდველისათვის მიწოდება;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევის ადგილი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მიმწოდებლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ი.
1.5.2. პლასტიკური ბარათების ან/და ტალონების მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ფაღავს ქუჩა N6

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმენტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ 38 250 ლარის ოდენობის, ავტომობილების რეცხვის ან/და ავტომობილების ქიმწმენდის მომსახურების გაწევის გამოცდილება (გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N2–ის შესაბამისად ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით).
2.2.1.2. დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N2 არ იქნება ატვირთული ან დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდენტის მიერ შესრულების დადასტურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დღგ-ს დეკლარაცია ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) ავტოსამრეცხაო სადგური არანაკლებ 10 (ათი) სამრეცხაო ბოქსით, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისიდან (მის: ქ. თბილისი ფაღავას ქ. N6, ს/კ 01.17.01.057.020) დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 10 კილომეტრით.
2.3.1.2. პრეტენდენტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში მყოფი ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ს უნდა გააჩნდეს მძღოლის მოსაცდელი ოთახ(ებ)ი;
2.3.1.3. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტოსამრეცხაო სადგურების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა), რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას. ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას, ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.3.1.4. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N3-ს შესაბამისად.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია მისთვის ხელსაყრელი მეთოდით/საშუალებით გადაამოწმოს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე (მიმწოდებლის მიერ არასწორი ინფორმაციის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს:

2.9.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (დაზუსტებას არ ექვემდებარება სატენდერო წინადადება, თუ არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ფასების ცხრილი);
2.9.2. ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N3-ს შესაბამისად;
2.9.3. ავტოსამრეცხაო სადგურების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტის 2.3.1.3 ქვეპუნქტის შესაბამისად;
2.9.4 ანალოგიური მომსახურეობის გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისასდ, ამასთან ყოველ თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მომდევნო თვეში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბიძინა მიქაძე, 597772123, bmikadze@ombudsman.ge სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru