1.2.1. მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება):
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს სარგებლობაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქუჩა, მე-2
შესახვევი N4, ს/კ: 01.19.17.001.094), მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩ-პანელოვანი
საოფისე სივრცის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა და აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის
შეთანხმება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოსთან.
1.2.1.1. დასაპროექტებელი ობიექტი: შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს ლოჯისტიკის
სამსახურისთვის და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს სპეციალური და მოვლითი
ჭრების სამსახურისთვის განკუთვნილი საოფისე შენობა.
1.2.1.2. შენობა უნდა დაპროექტდეს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს სარგებლობაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ახვლედიანის ქუჩა, მე-2
შესახვევი N4, ს/კ 01.19.17.001.094).
1.2.1.3. ზოგადი ინფორმაცია: შენობა უნდა იყოს ერთსართულიანი ნაგებობა,
რომელიც განკუთვნილი იქნება შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს ლოჯისტიკის
სამსახურის და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს სპეციალური და მოვლითი ჭრების
თანამშრომელთა განსათავსებლად, ასევე უნდა მოეწყოს ტექნიკოსისათვის
გადახურული სამუშაო სივრცე.
1.2.1.4. დასაპროექტებელი შენობის დაახლოებითი ზომებია 18.50მX13.50მ. აღნიშნულ
ზომებს უნდა დაემატოს ტექნიკოსისათვის საჭირო ღია სამუშაო სივრცე
2.70მX9,70მ ზომით (იხილეთ გეგმა), დასაშვებია მითითებულ დანართთან შედარებით
შენობის და ოთახების ზომების ცვლილება დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.1.5. შენობის ფუნდამენტი: დატკეპნილ ქვიშა - ხრეშოვან ნარევზე მოეწყოს
არმირებული ბეტონის ფილა, სადაც მოეწყობა ჩასატანებელი დეტალები
შენობის კონსტრუქციის დასამაგრებლად.
1.2.1.6. შენობის სართულიანობა: ერთსართულიანი.
1.2.1.7. შენობის კონსტრუქცია: მოეწყოს ლითონის პროფილებისაგან.
1.2.1.8. შენობის კედლის სიმაღლე: 2.90 მ (ცვლილება შესაძლებელია დამკვეთთან
შეთანხმებით).
1.2.1.9. გარე კედლები: პოლიურეთანის 8 სმ-იანი სისქის სენდვიჩ პანელი,
თუნუქის სისქე არანაკლებ 0.4 მმ. სენდვის პანელის ფერი დამკვეთთან
შეთანხმებით.
1.2.1.10. ელექტროობა: დაქსელვა მოხდეს სპილენძის მინიმუმ ორმაგ იზოლაციანი
კაბელებით, საშტეფცელო როზეტებისა და ჩამრთველების რაოდენობა, ასევე
განთავსების ადგილები შეთანხმდეს დამკვეთთან. ტექნიკოსის სამუშაო
სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური კვების ქსელით.
1.2.1.11. შიდა კედლები: ლითონის პროფილებზე მოეწყოს თაბაშირ - მუყაოს ფილები
(საიზოლაციო მასალის გათვალისწინებით - ქვაბამბა), რომელიც უნდა
შეიფითხნოს და შეიღებოს (ფერი დამკვეთთან შეთანხმებით).
1.2.1.12. შესასვლელი კარი: ალუმინის ორმაგი დაბურული მინა-პაკეთით.
1.2.1.13. ფანჯრები: მეტალოპლასტმასის, ორმაგი მინა-პაკეტით, ალუმინის
ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზით, გადმოღების ფუნქციით და მწერებისგან
დამცავი ბადით.
1.2.1.14. შესასვლელი ჰოლისა და სველი წერტილების იატაკი: ხელოვნური
კერამოგრანიტის ფილა.
1.2.1.15. საოფისე სივრცის იატაკი: არანაკლებ 10 მმ-იანი (33 კლასი) ლამინირებული
იატაკი, ქვეშაგები ღრუბლითა და პლინტუსით.
1.2.1.16. შენობის ჭერი: ამსტრონგის შეკიდული ჭერი.
1.2.1.17. შენობა უნდა განთავსდეს: მიწის ნიშნულიდან არანაკლებ 15 სმ-ზე.
1.2.1.18. შენობის გარე პერიმეტრი: მოეწყოს რკინა-ბეტონის სარინელი.
1.2.1.19. ფართების განაწილება: უნდა მოხდეს მოცემული ესკიზის შესაბამისად
(იხილეთ 1.2 პუნქტში ატვირთული გეგმა).
1.2.1.20. აღნიშნული სივრცე სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირთა
გადაადგილებისა და მომსახურებისათვის.
1.2.2. მიმწოდებლი ვალდებულია დამკვეთთან შეთანხმებით შეიმუშაოს ყველა
საპროექტო დეტალი და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.2.2.1. საპროექტო ალბომი და სრული არქიტექტურული პროექტი (განმარტებითი
ბარათით).
1.2.2.2. ესკიზური პროექტი.
1.2.2.3. დასაპროექტებელი ტერიტორიის ტოპო გადაღება.
1.2.2.4. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.
1.2.2.5. კონსტრუქციული პროექტი.
1.2.2.6. შიდა სანტექნიკის წყალმომარაგების და კანალიზაციის პროექტი
1.2.2.7. გათბობა-გაგრილების პროექტი (გაგრილება კონდეციონირებით).
1.2.2.8. შიდა ელექტრო მომარაგების პროექტი
1.2.2.9. სუსტი დენების პროექტები (სახანძრო სიგნალიზაცია,
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, ვიდეო კამერები შიდა და გარე ხედვით,
კომპიუტერულ ინტერნეტ ქსელი).
1.2.2.10. შენობამდე მისასვლელი ტერიტორიის კეთილმოწყობა.
1.2.2.11. გარე წყალსადენი-კანალიზაციის პროექტი (არსებულ ქსელზე
დაერთებით).
1.2.2.12. გარე ელექტრო ქსელის მოწყობის ნახაზები და გათვლები.
1.2.2.13. გაზსადენის მიერთების წერტილების მონიშვნა არსებულ ქსელთან.
1.2.2.14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტაციის
მომზადება მშენებლობის ნებართვის ასაღებად.
1.2.2.15. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო სამუშაოების სრული
ხარჯთაღრიცხვა (გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი და შედგენილი
უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად).
1.2.2.16. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა და
წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა.
შენიშვნა:
1. პროექტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა მოთხოვნების მიხედვით. შემსრულებელი
ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაცია
დამკვეთს წარმოუდგინოს სრულფასოვნად და მოწონების შემთხვევაში
დამკვეთის სახელით მოიპოვოს/მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
მშენებლობისათვის საჭირო ნებართვები.
2. სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ელექტრონული ვერსია უნდა შეიცავდეს სრულ პროექტს. ფერადი ნაბეჭდი
სახით უნდა წარმოადგინოს ალბომი A3 ფორმატით 4 ეგზემპლარად.
ხარჯთაღრიცხვები “EXCEL”-ის ფორმატში.
3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საპროექტო გადაწყვეტილების
ცვლილებები ან გააუქმოს.
4. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევას უნდა დაესწროს შემსყიდველის
წარმომადგენელი და შედგეს სათანადო აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში
პროექტი არ ჩაითვლება სრულყოფილად.
5. დამკვეთი უფლებამოსილია, მოითხოვოს საპროექტო გადაწყვეტილებების
ცვლილებები მშენებლობის განხორციელების დროს, თუ სამუშაოების
წარმოების პროცესში აუცილებელი გახდება საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ან/და გაჩნდება პროექტთან (მის
განხორციელებასთან) დაკავშირებით კითხვა, პროექტის
ავტორი/მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 დღის
ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დასმულ (პრობლემურ)
საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ცვლილებების განხორციელების
აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით წარმოადგინოს საპროექტო ‐
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესატანი ცვლილებების
გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული მიმწოდებელმა/პროექტის ავტორმა უნდა
განახორციელოს რაიმე დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.