Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Прочие услуги (Грузия - Тендер #69214387)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tskaltubo Municipality
Номер конкурса: 69214387
Дата публикации: 10-12-2025
Сумма контракта: 59 976


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023084
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 22:04
Начало приема предложения 17.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 59`976.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 98300000-Прочие услуги
Коды классификатора
  • 98300000 - Прочие услуги
  • 98380000 - Услуги псарен
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან დასაჭერი ძაღლების ჯამური რაოდენობის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
Дополнительная информация
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 1`199.00 GEL
Размер гарантии 600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elene kravtsova :: 08.12.2025 18:09
  • Последнее исправление: elene kravtsova :: 10.12.2025 22:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659612&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით), კერძოდ:
1.2.1.1. იზოლირებული ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში;
1.2.1.2. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ, მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, დეჰელმენტიზაცია, ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა), კუპირებული ყურების, ცხოველის ხანდაზმულობის ან ვეტერინარის გადაწყვეტილებით სხვა საჭირო შემთხვევაში მათი იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ჩიპირების (კანქვეშ სპეციალური იმპლანტის შეყვანის) გზით და რეგისტრირებული ცხოველების მიკედლების არეალში დაბრუნება, ცხოველის შესაბამისი მაიდენტიფიცირებული ნომერი უნდა იქნეს გატარებული შესაბამის ბაზაში. ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელოს, მხოლოდ დიპლომირებულმა ვეტერინარმა ექიმმა. ცხოველის გაჩუქების შემთხვევაში, უნდა გაფორმდეს შესაბამისი გაჩუქების ხელშეკრულება ცხოველის აყვანის მსურველთან;
1.2.1.3. უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ანტირაბიული ვაქცინირება;
1.2.1.4. ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ლეშის გაუვნებელყოფა შესაბამის სპეციალიზირებულ სამარხში, ბიოთერმულ ორმოში ან კრემატორიუმში. ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში, საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს ცხოველთა დაცვის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რომლებმაც ასეთი დაინტერესების შესახებ წინასწარ მიმართეს ოფიციალური ფორმით თავშესაფარს და უნდა გაფორმდეს შესაბამისი აქტი, სადაც მიეთითება ევთანაზიის საჭიროების გამომწვევი გარემოების შესახებ;
1.2.1.5. ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი;
1.2.1.6. თავშესაფარი უნდა იყოს მოპირკეთებული კაპიტალურად, როგორც ვეტერინარულ ნაწილში, ასევე ვოლიერულ განყოფილებებში, უნდა შედიოდეს წყალმომარაგება და ელექტროენერგია, თავშესაფარი უნდა შედგებოდეს როგორც საიზოლაციო, ასევე საკარანტინე ვოლიერებისგან. კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავებისა და ხარისხიანი დეზინფექციის შესაძლებლობას, საკარანტინე ვოლიერები უნდა იყოს საიზოლაციო ვოლიერებისგან განცალკევებულად, იზოლირებულად აშენებულ შენობაში. თავშესაფრის შენობა-ნაგებობა უნდა იყოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოს მიერ მიღებულ ექსპლუატაციაში, დაუშვებელია ვოლიერების მოწყობა ძველ, ამორტიზირებულ შენობაში. დაავადებათა გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, საკარანტინე ვოლიერები უნდა იყოს განთავსებული საიზოლაციო ვოლიერებისგან განცალკევებულად. ვეტერინარული სივრცე უნდა შედგებოდეს: საოპერაციო ოთახისგან, თერაპიული სამკურნალო ოთახისგან, მისაღები ოთახისგან, ინსტრუმენტების სასტერილიზაციო ოთახისგან და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების შესანახი ოთახისგან. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სანარკოზე საშუალებები უნდა ინახებოდეს ცალკე ოთახში და დაცული უნდა იყოს სპეციალურ ლითონის სეიფში, რომლის გასაღებს უნდა ფლობდეს თავშესაფრის წარმომადგემელი, მხოლოდ ერთი პიროვნება. ცხოველების დათვალიერების და ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება წინასწარი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ეძლეოდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
1.2.1.7. უმეთვალყურეოდ მყოფი პატრონიანი ძაღლის იზოლირების შემთხვევაში, თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს სხვადასხვა დაწესებულებასთან მისი პირვანდელი მეპატრონისადმი გადაცემისათვის. საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფარი ვალდებულია მოახდინოს დაინტერესებული პირების ინფორმირება იზოლირებული მიუსაფარი ცხოველების შესახებ, ასევე უნდა ხორციელდებოდეს დაინტერესებული პირების ინფორმირება ზოონოზური დაავადებების რისკების შემცირების მიზნით, თუ რა რეაგირება იქნა მიღებული შესულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან დასაჭერი ძაღლების ჯამური რაოდენობის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
1.4.2. მომსახურების გაწევა განხორციელდება ეტაპობრივად, თვეში მინიმუმ 3 (სამი) ვიზიტი, აგრეთვე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - დაუყოვნებლივ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია, რომ მომსახურება გაწიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვით, დანართი №2-ის (მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები) გათვალისწინებით.
1.5.2. მომსახურების გაწევის ადგილია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია (შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ლოკაციები).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე, უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომელიც უნდა დასტურდებოდეს მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ყველა მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით (საგადახდო მოთხოვნა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (საკუთრება, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან სხვა) თავშესაფარი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს:
2.3.1.1.1. ცხოველთა პირველადი მისაღები სათავსოებით (საკარანტინე ზონა, განათება, ვენტილაცია, გათბობა);
2.3.1.1.2. უნდა არსებობდეს ცხოველთა იზოლირებისათვის განცალკევებული სივრცე (ოთახები, ვოლიერები);
2.3.1.1.3. ვეტერინარული სივრცით, რომელიც უნდა მოიცავდეს: თერაპიულ სამკურნალო ოთახს, ინსტრუმენტების სასტერილიზაციო ოთახს, მისაღებ ოთახს, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების შესანახ ოთახს და საოპერაციო კაბინეტს შესაბამისი აღჭურვილობით;
2.3.1.1.4. თავშესაფარს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სივრცე ცხოველთა გასეირნებისათვის, სადაც მოხალისეები ან თავშესაფრის თანამშრომლები, გაასეირნებენ ცხოველებს;
2.3.1.1.5. მინიმუმ 1 (ერთი) ცალი სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (პრეტედენტის სპეციალიზირებულ ავტომობილში ვოლიერები უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიური დეზინფექცია).
2.3.1.1.6. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს სადეზინფექციო საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს სადეზინფექციო საშუალებების, საანესთეზიო (სანარკოზე) საშუალებების, საჭირო სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატების შესყიდვის დოკუმენტები), ასევე სატრანსპორტო საშუალებების ფლობის (საკუთრება, იჯარა, ქირავნობა ან სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
2.3.1.1.7. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი (ამონაწერი), რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდეტს გააჩნია საკუთრებაში ან იჯარით აქვს აღებული (იჯარის უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უძრავი ქონება, ხოლო ქირავნობის, თხოვების ან სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
2.3.1.1.8. პრეტედენტის მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტის (თავშესაფრის, რომელიც იმყოფება მის საკუთრებაში/იჯარით) ნახაზი, გეგმა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის ასლი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტედენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციიდან მასზედ, რომ პრეტედენტის მიერ დაქირავებულ ცხოველთა დამჭერ(ებ)ს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი „ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში ცხოველის ჰუმანურად და უმტკივნეულოდ იზოლირების მიზნით“;
2.4.1.2. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს თავშესაფრის ვეტერინარ(ებ)ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (CV, დიპლომი).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტედენტი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჭერის რეესტრში, რაც საჭიროა სპეციალური კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების გამოყენებისათვის და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ვეტერინარი ექიმი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჭერის რეესტრში და უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია მის შესახებ შესაბამის ვებ-გვერდზე: nfa.gov.ge;
2.7.1.2. პრეტედენტის მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს რომ ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა იზოლირების ავტოსატრანსპორტო საშუალება მოწყობილი არის საერთაშორისო სტანდარტებთან (ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE) შესაბამისად და ითვალისწინებს ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს;
2.7.1.3. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ცხოველთა თავშესაფრის მონიტორინგის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი, რომლებშიც გაწერილი იქნება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ქვემდებარე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის განთავსებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა თავშესაფარსა და იზოლირების ავტომობილში;
2.7.1.4. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ქვემდებარე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მიერ შევსებული მონიტორინგის აქტების ასლები, რომლებითაც დადასტურდება, რომ თავშესაფარში ხორციელდება მონიტორინგი ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, რომ დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, კერძოდ: უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს დაფიქსირებულ ფასად, მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე;
7.2.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება იწარმოებს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენე კრავცოვა, 598301390, elenikokravcova@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა №25.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს გასაწევი მომსახურების ფასების ცხრილი (დანართი №1) PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (დანართი №1) ან წარდგენილ ფასების ცხრილში (დანართი №1) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;
10.1.7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ.: ფასების ცხრილი (დანართი №1), ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru