Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69214385)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Catering Service LLC
Номер конкурса: 69214385
Дата публикации: 10-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023083
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 20:33
Начало приема предложения 27.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 338`857.88 GEL
Контрактная цена объекта закупки 150`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო - მაღალი და საშუალო ტვირთამწეობის მქონე) ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`355.43 GEL
Размер гарантии 1`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome zaridze :: 21.11.2025 18:19
  • Последнее исправление: salome zaridze :: 10.12.2025 20:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656679&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო - მაღალი და საშუალო ტვირთამწეობის მქონე) ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სატვირთო - მაღალი და საშუალო ტვირთამწეობის მქონე) ტექნიკური მომსახურება:

1) MAN TGL7.150 - 3 ერთეული;
2) FORD TRANSIT 500 EL- 1 ერთეული;
3) MERCEDES-BENZ 814 - 1 ერთეული;
4) Iveco DAILY - 7 ერთეული;

2. ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებულ სერვის-ცენტრ(ებ)ში, ასევე უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების მიღება:
- ელექტროობის დიაგნოსტირება და შეკეთება;
- ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული;
- საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი;
- ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი;
- თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
- ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება;
- გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება;
- საწვავის სისტემის დიაგნოსტირება;
- კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით;
- ძრავის CO შემოწმება;
- ალტერნატიული დენის კვების წყარო (სტაციონალური გენერატორი);

3. სერვის-ცენტრის ტერიტორიაზე გამოყოფილი უნდა იყოს მანქანისთვის პარკირების ადგილები.
4. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შეიძლება იყოს მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით).
5. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა ქ. თბილისში ან/და ქ. ქუთაისში, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრ(ებ)ში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შემსყიდველის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
7. სერვის-ცენტრ(ებ)ს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
8. ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებსაპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა/დასტური.
9. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
10. ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N1) და არუნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
11. პრეისკურანტით განსაზღვრული რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას,დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
12. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პირვანდელ და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო პრეისკურანტის ღირებულების სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით განსაზღვრული ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება მოხდება მიღებული სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების პრინციპით (კლების პროცენტად შესაძლებელია გამოყენებული იყოს არანაკლებ მიღებული რიცხვი მეასედამდე სიზუსტით (დამრგვალების გარეშე), მხოლოდ იმ პირობით, რომ მიღებული ჯამი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს). აღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა კორექტირებული პრეისკურანტი უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პრინციპით დაანგარიშებული ერთეულის ფასების მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ.
3. მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
- სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 3 სთ.
- სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღე.
- ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე. დეფიციტური (იმპორტირებული) ნაწილის შემთხვევაში 40 კალენდარული დღეს.
- ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღე.
- სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 40 კალენდარულ დღეს;
- ავტოსატრანსპოტრო საშუალების ტექნიკური მომსახურება გაწეულ უნდა იქნას მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებულ სერვის-ცენტრ(ებ)ში ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის ადგილებია: ქ. თბილისი და ქ. ქუთაისი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე) არანაკლებ 1 წელი ან 35000 კმ და ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (ნათურები (მათ შორის გახურების ნათურები), ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)), ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციითა და გარეგანი ზემოქმედების შედეგად.
2. წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდებზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ წინა 15000 კმ, უკანა არანაკლებ 30000 კმ, შეცვლილი (ახალი) წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები არ უნდა გამოსცემდეს ხმებს.
3. პუნქტში დაფიქსირებული საგარანტიო პირობები უცვლელად აისახება მიმწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. (გარდა იმშემთხვევისა თუ პრეტენდენტი შემსყიდველს შესთავაზებს უკეთეს საგარანტიო პირობებს. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებაში აისახება შემოთავაზებული პირობები).
4. საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის მეორე პუნქტში მითითებული ვადებისა, დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოსწორების მიზნით აღმოფხვრას იგი - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ჩაატაროს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ.მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ნომერი და ხელშეკრულებას უნდა ქონდეს მინიჭებული სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან/და სისტემაში ატვირთული უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული მიღება ჩაბარების აქტები, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებას ექნება მინიჭებული სტატუსი „მიმდინარე ხელშეკრულება“.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი. (2024 წლის ან/და 2025 წლის) სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს ნებისმიერი შემსყიდველის (საჯარო ან შპს (სახელმწიფო 100% წილის მფლობელობით) მიერ, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი)) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.


შენიშვნა1: ანალოგიურ მომსახურებად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები (СPV 50100000).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ, სადაც განხორციელდება მომსახურების გაწევა. (დანართი N2-ის შესაბამისად).

შენიშვნა N1: სატვირთო (მაღალი და საშუალო ტვირთამწეობის მქონე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სერვის ცენტრებში ქ. თბილისში. ან/და ქ.ქუთაისში.

შენიშვნა N2: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებული სერვის-ცენტრ(ებ)ის შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით;

2. პრეტენდენტმა საკუთრება / სარგებლობა / მომსახურება/ ქვეკონტრაქტი უნდა დაადასტუროს (სისტემაში ატვირთოს) დოკუმენტურად, რომლიდანაც უნდა იკვეთებოდეს უფლების ვადა არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. სატვირთო (მაღალი და საშუალო ტვირთამწეობის მქონე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ქვეკონტრაქტორის სერვის ცენტრში როგორც ქ.თბილისში, ასევე ქ. ქუთაისში.
2. ავტომობილების შეკეთებაზე ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (დანართი N3-ის შესაბამისად);

შენიშვნა 1: ქვეკონტრაქტორის ავტოტექმომსახურების ცენტრ(ებ)ს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურებისა;
შენიშვნა 2: ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრირებული;
შენიშვნა 3: წარმოდგენილი უნდა იყოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ვადით არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბერი;

3. ქვეკონტრაქტორის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი ინფორმაცია არარსებობაზე.

2.9 other additional requirements

1. ფასთა ცხრილში არ არსებული მომსახურების, დეტალის ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით (საბაზრო ფასის გათვალისწინებით).
2. ავტო სატრანსპორტო საშუალების ტექ. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ.
3. ავტოსატრანსპოტრო საშუალების მომსახურების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქვეკონტრაქტორის სერვის ცენტრი ქ.თბილისში. ასევე შესაძლებელია აღნიშნული მომსახურება მიმწოდებლის მხრიდან დამატებით გაწეულ იქნას ქ. ქუთაისში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან/და ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი მომწოდებლის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ,,შემსყიდველი’’იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ,,მიმწოდებელს’’ მიწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების ღირებულება, ყოველი წარმოდგენილი ინვოისის/ზედნადების/ანგარიშფაქტურის საფუძველზე, მხარეთა შორის ყოველი თვის ბოლოს შედგენილი მომსახურების ან/და საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
2. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველი თვის ბოლოს შედგენილი მომსახურების ან/და საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ზარიძე, 551004949, szaridze@scs.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტმა ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებაზე.
2. პრეტენდენტის მიერ ტენდერში წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე ან/და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი განფასების (პრეისკურანტი) ცხრილში თითოეული პოზიციის მიხედვით არ შეიძლება აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ საწყის განფასების ცხრილში დაფიქსირებულ ანალოგიური პოზიციის მომსახურების/ავტოსატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილის ფასს.
3. პრეტენდენტის მიერ ტენდერში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. პრეისკურანტში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები.
5.პრეტენდენტი ვალდებულია ფასთა ცხრილი (დანართი N1 - პრეისკურანტი) სისტემაში წარმოადგინოს როგორც Excel ისე PDF ფაილის სახით.
6.სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით, უფლებამოსილი პირის მიერ.
7. შემსყიდველი უფლებამოსილია აღნიშნული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს ნებისმიერ დროს. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს „მიმწოდებელს“.
8. ხელშეკრულების ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტა, არ ათავისუფლებს შემსყიდველს შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru