Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69214355)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Justice of Georgia
Номер конкурса: 69214355
Дата публикации: 10-12-2025
Сумма контракта: 54 732


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023072
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 19:28
Начало приема предложения 17.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 54`732.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 547.00 GEL
Размер гарантии 547 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino ganjelashvili :: 24.11.2025 15:27
  • Последнее исправление: nino ganjelashvili :: 10.12.2025 19:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656875&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ), შაბათს (საჭიროების შემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული დროის განმავლობაში.

2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართებიდან: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქ.თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N24ა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასავლეთის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო, ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N31, ქ. ბათუმი შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7.

3. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა, უნდა განხორციელდეს N1, N2, N3 დანართების (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.

4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მენეჯერის გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დროული ინფორმირება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ცალკეულ გზავნილზე, ისე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული და გასაწევი მომსახურების შესახებ შემსყიდველის მიერ საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ელფოსტის საშუალებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება გაგზავნისთანავე.

6. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ „თრექინგით“, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.

7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.

8. მიმწოდებელის წარმომადგენელმა/კურიერმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის განკუთვნილი გზავნილის გადაცემის დროს შესაბამისი ე.წ. კურიერის რეესტრის მიწოდება მატერიალური (ნაბეჭდი 2 ეგზემპლარი) სახით, სადაც დეტალურად იქნება ასახული გზავნილების შესახებ ინფორმაცია (გზავნილის კოდი, გზავნილის ტიპი, ადრესატი, ადრესატის მისამართი, ადრესატის ნომერი, გამგზავნი ქვეყანა, წონა, გამომგზავნის დასახელება და სხვ.), რომლის სისწორე დადასტურდება უფლებამოსილი პირების მიერ (შემსყიდველი და მიმწოდებელი).
9. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი /რეგიონი/რაიონი/ინდექსი, ადრესატის მისამართი ქუჩის სრული დასახელება , საკონტაქტო პირი და ტელეფონის ნომერი).

10. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
10.1. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, მაღალმთიან რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სწრაფი ადგილობრივი საფოსტო და საკურიერო მომსახურება ერთი და იმავე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში - 12 სთ-მდე გადმოცემული გზავნილი ბარდება იმავე სამუშაო დღის ბოლომდე, ხოლო 12 სთ-ის შემდგომ გადმოცემული მომდევნო სამუშაო დღის 12:00 სთ-მდე, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ 2 სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

10.2 საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში-მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო სწრაფი საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურებისა ნებისმიერი მიმართულებით 3-7 სამუშაო დღეში უნდა ჩაბარდეს ადრესატს. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

11. ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.

12. ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.

13. ადრესატისათვის საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი, ადრესატის არ ყოფის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
14. გზავნილი, რომელზეც მითითებულია წარწერა „პირადად“, „ხელიდან ხელში“ ან/და დატანილია შესაბამისი აღმნიშვნელი სტიკერი, უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით და პირადი ნომრის მითითებით. გზავნილის არაუფლებამოსილი პირისთვის ჩაბარების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რისთვისაც დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ დაფიქსირებულ ფაქტზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო ყოველი ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ ჯერზე, გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა უზრუნველყოს, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით;
15. საერთაშორისო გზავნილების ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელს მოაწერს აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.

16. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
17. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
18. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.

19. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება). დაზღვევის თანხა გამოითვლება გზავნილის ღირებულებას დამატებული 5%.

20. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში ხორციელდება უფასოდ) უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

21. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება (კონვერტის გარდა).
22. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში.

23. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.

24. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე შემდგომი ანალიტიკის მიზნით, შემსურლებელმა ყოველთვიურად უნდა წარმოადგინოს დეტალური ცხრილი Excel - ის ფაილით. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქ.თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N24ა;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასავლეთის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო; ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N31, ქ. ბათუმი შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.
მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქ.თბილისი, ვ.გორგასლის ქ. N24ა;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასავლეთის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N31, ქ. ბათუმი შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლებში უნდა გააჩნდეს საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება.

2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2023, 2024 და 2025 წლებში საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ (სადაც მითითებული უნდა იყოს მომსახურების დასახელება, მიწოდების ვადები და შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციის დასახელება), რის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულებები, ასევე მიღება-ჩაბარების აქტები ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. და 2.2.1.2 პუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში მიუთითოს შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევი ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის
(კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემდეგ.

7.2.3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო განჯელაშვილი, 577227478, niganjelashvili@justice.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.

10.1.2 წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკურ პირობებს.

10.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (ფასების ცხრილში) შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ღირებულებას.

10.1.4 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.

10.1.6 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;

10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

10.1.8 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru