Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #69214316)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: zugdidi municipality city hall
Номер конкурса: 69214316
Дата публикации: 10-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023035
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 17:53
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.12.2025 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 11`254.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 95`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
  • 50711000 - Ремонт и техническое обслуживание электрического оборудования зданий
  • 50712000 - Ремонт и техническое обслуживание механического оборудования зданий
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
  • 50750000 - Техническое обслуживание лифтов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 და ზვ. გამსახურდიას გამზ. №45) და რუსთაველის ქუჩა №79-ში მდებარე მუნიციპალიტეტის შენობის 1-ელ და მე-4 სართულზე (განთავსებულია მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ზუგდიდის მუნიციპალური განყოფილება) არსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მოვლა-შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 111.00 GEL
Размер гарантии 950 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan :: 10.12.2025 10:26
  • Последнее исправление: levan :: 10.12.2025 17:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660014&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 და ზვ. გამსახურდიას გამზ. №45) და რუსთაველის ქუჩა №79-ში მდებარე მუნიციპალიტეტის შენობის 1-ელ და მე-4 სართულზე (განთავსებულია მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ზუგდიდის მუნიციპალური განყოფილება) არსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მოვლა-შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

გასაწევი მომსახურება უნდა მოიცავდეს:

1) საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის, სველი წერტილების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას (წყალგაყვანილობის და სანტექნიკური მოწყობილობების შეკეთება, დაზიანების მიზეზის დადგენა და მისი დროულად აღმოფხვრა; წყლის მილის, წყლის ჩამრეცხი მექანიზმის, უნიტაზის შეკეთება-შეცვლა; ნიჟარის მონტაჟი-შეკეთება; ვენტილის, ონკანის, სიფონის და დრეკადი მილის მონტაჟი; გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა, ავზის გამორეცხვა, სანტექნიკური წერტილის შექმნა, წყლის მრიცხველის მონტაჟი; წყლის წნევის რეგულირება; წნევის შემქმნელი ტუმბოების შემოწმება; წყლის ავზის დასუფთავება მინიმუმ თვეში ერთხელ ან შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში; წყლის ფილტრების გასუფთავება ან შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში; დაზიანებული მრიცხველების შეცვლა; შიდა საკანალიზაციო სისტემის შემოწმება, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა; სველ წერტილებში დაზიანებული ხელსაბნებისა და უნიტაზების შეცვლა; კონდესატის შეკეთება-შეცვლა).

2) დიზელ გენერატორის ტექნიკურ დათვალიერებას (დაზიანების შემთხვევაში რემონტი, საწვავის კონტროლი, ხარჯის კონტროლი, ტექნიკური დათვალიერება, ავტომატური ამომრთველების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ზეთის, ზეთის ფილტრის, საწვავის ფილტრის, ჰაერის ფილტრის შეცვლა, მექანიკური ნაწილების დროული შემოწმება და მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფა).

3) ელექტრო გაყვანილობისა და შიდა ელექტრო ქსელის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფას (დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და შეკეთება; პრობლემის წარმოქმნის მიზეზის დადგენა; ელექტრო ფარების ყოველკვირეული მონიტორინგი; ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი და გამართულად მუშაობის კონტროლი; ნათურების, ჩამრთველების, შტეფსელების, ელექტრო მრიცხველის და ავტომატური ამომრთველების შეცვლა, საჭირო ამპერაჟის გათვალისწინებით; ამომრთველების გასუფთავება მტვრისაგან; სადენების შემოწმება, გახურების ან გადაწვის შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით; დენის ძალის კონტროლი, დენის კაბელის გაყვანა, ჭაღის ვაზნისა და ჭაღში გაყვანილობის შეცვლა; ელექტრო დაზიანების შეკეთება; ელექტრო სისტემის დეტალების შეცვლა).

4) ბარათის წამკითხველი სისტემის მომსახურება (ბარათის წამკითხველი სისტემის ყოველდღიური მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების დაპროგრამება).

5) შლაგბაუმის მომსახურება (პულტის წამკითხველი სისტემის ყოვედღიური მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული პულტების შეცვლა და დაპროგრამება; მოწყობილობის რელეების, ტრანსფორმატორებისა და სხვა დეტალების შეკეთება-შეცვლა).

6) ლიფტის მომსახურება (თვეში ერთხელ შაზებისა და საგორავების გაწმენდა მტვრისაგან და დაზეთვა; გაუმართაობის შემთხვევაში კომპიუტერული დიაგნოსტიკა და გამოვლენილი უწესრგობის აღმოფხვრა; დაზიანებული დეტალების შეკეთება-შეცვლა).

7) გათბობის სისტემის და ჩილერის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას და კონტროლს (ცენტრალური ქვაბის შეკეთება; გათბობის ცენტრალური დანადგარის _ ქვაბის ყოველდღიური მონიტორინგი; გათბობის ცენტრალური დანადგარისა და მთლიანი სისტემის გამორეცხვა წელიწადში ერთხელ; სისტემაში წყლის ან გლიკოლის წნევის კონტროლი; საცირკულაციო დანადგარების კონტროლი, გახურების ან საკისრების მწყობრიდან გამოსვლის თავიდან ასაცილებლად; გათბობის დანადგარის _ ფაკოილის ფილტრების გასუფთავება ჭუჭყისაგან, ყოველ თვიურად; წნევის რეგულირება-დაჰაერება-ჩართვა).

8) წყლის ტუმბოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

9) შენობაში საოფისე ავეჯის (მაგიდების, კარადების, ტუმბოების, სავარძლების და სკამების) შეკეთებას, აწყობას და ავეჯის მექანიზმების მონტაჟს.

10) კარ-ფანჯრებისა და ჟალუზების შეკეთებას (კარის საკეტების და მათი გულანების შეცვლა-შეკეთება, შუშის ჩასმა, კარ-ფანჯრის შეკეთება, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შეკეთება, ფანჯრების დათბილვა, გასაღებების, ბოქლომების, სახელურების, ანჯამების, კარის დამჭერი მექანიზმების, გორგოლაჭების და სხვა მასალა-ნაწილებით მომარაგება).

11) კონდინციონერების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში ფილტრების გაწმენდა და შეცვლა, ფრეონის დამატება და ყველა მასში შემავალი დაზიანებული დეტალების შეკეთება ან შეცვლა).

12) შენობაში სატელეფონო და კომპიუტერული ქსელის მოწყობა-გამართვას.

13) სახანძრო სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ქსელის დათვალიერება; გადაბმებისა და შეერთებების დათვალიერება; სახანძრო დეტექტორების შემოწმება; სახანძრო პანელის ყოველდღიური კონტროლი; რევიზიისა და და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი უწესრიგობების აღმოფხვრა; თვეში ერთხელ სახანძრო სისტემის გააქტიურება).

14) ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ქსელისა გადაბმების დათვალიერება, მინიმუმ თვეში ერთხელ; საჭიროებისამებრ კამერის ლინზების გაწმენდა; კამერის ხედვის მიმართულების შეცვლა მოთხოვნის შესაბამისად; ყოვედღიურად დვრ-ჩამწერი მოწყობილობის კონტროლი; პერიოდულად მყარი ბადროს _ „დისკი“, „ვინჩესტერი“ გამართულად მუშაობის შემოწმება; რევიზიისა და დათვალიერების შედეგად გამოვლენილი უწესრიგობის აღმოფხვრა, საკუთარი სახსრებით).

15) წარმოქმნილი საჭიროების შესაბამისად შენობაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას (დაზიანებული ნებისმიერი სტრუქტურის მქონე კედლის, იატაკის, ჭერის აღდგენა-შეღებვა-გამოცვლა და ა.შ.).

16) საჭიროების მიხედვით შენობაში შემოტანილი და არსებული საოფისე ავეჯის და სხვა ინვენტარის ჩამოცლა- ჩატვირთვა-გატანასა და სართულებზე განაწილებას.

დამატებითი პირობები

1) ტექნიკური დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი უნდა იქნეს მინიმუმ 6 (ექვსი) გამოცდილი და კომპეტენტური ტექნიკური პერსონალი, მათ შორის 1 (ერთი) პასუხისმგებელი პირი, რომლებიც ყოველდღიურად, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე (შენიშვნა: ყოველდღიურად შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი სამუშაო. გენერატორს, ავტომატურ გადამრთველებს, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და სახანძრო სისტემებს შეექმნას პრობლემა, დენის წყაროებთან დაკავშირებით წარმოიქმნას შეფერხება, რომლის აღმოფხვრისათვის საჭირო გახდეს არასამუშაო საათებში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.)

2) ტექნიკურ პერსონალს სამუშაოების ჩატარებისათვის უნდა გააჩნდეს ყველა აუცილებელი აღჭურვილობა.

3) მომსახურების გაწევის პროცესში საჭირო მასალების, მარაგ-ნაწილებისა და მოწყობილობების შეცვლა-გამოყენება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე. აქტში აღნიშნული უნდა იყოს მასალა-მოწყობილობების დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საგარანტიო პერიოდი.

4) საჭირო მარაგ-ნაწილების გამოყენება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით და დეფექტური აქტის საფუძველზე, სადაც დადასტურებულ იქნება მარაგ ნაწილის ახლით შეცვლის საჭიროება ხოლო ახალი ნაწილის ფასი დადგინდება პრეისკურანტში ფიქსირებული ღირებულების შესაბამისად. თუ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მარაგ-ნაწილები და მოწყობილობები, აღნიშნული მასალების ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას დადგინდება ურთიერთშეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მასალების არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

5) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შესყიდვით გათვალისწინებული მოწყობილობების, სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო გახდება ისეთი საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოს შესყიდვა, რომლის მიწოდებასაც არ ითვალისწინებს სატენდერო დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს კონსულტაცია და გონივრულ ვადაში მიაწოდოს ახალი შესყიდვის განხორციელებისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია (შესყიდვის ობიექტის აღწერილობა, ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა/მოცულობა, ხარჯთაღრიცხვა, კონსტრუქციული ნახაზი, ფოტო ესკიზი, პროექტირება და სხვ.).

6) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (საჭიროებიდან გამომდინარე), შეთანხმების საფუძველზე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში, ტექნიკური დავალების შესაბამისად, სამუშაოს ჩატარება.

შენიშვნა: გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელია წარმოიშვას გადაუდებელი და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა. კონკრეტულად: ჩილერის, გენერატორის, ავტომატურ გადამრთველების, დენის წყაროების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და სახანძრო სისტემების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არასამუშაო საათებში შესაბამისი სამუშაოების და ა.შ. განხორციელება.

(ტექნიკური დავალება შემდგომ განიხილება, როგორც გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევის ადგილია: 1) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები, მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 და ზვ. გამსახურდიას გამზ. №45; 2) რუსთაველის ქუჩა №79-ში მდებარე მუნიციპალიტეტის შენობის 1-ლი და მე-4 სართული (განთავსებულია მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ზუგდიდის მუნიციპალური განყოფილება).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. განხორციელებულ მომსახურებაზე, შეცვლილ მარაგ-ნაწილებზე და მოწყობილობებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.2. საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით გამოწვეული ცვეთისა და გარე ფაქტორით დაზიანების შემთხვევაში. ასევე, ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი (შენობ(ებ)ის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მოვლა ან/ და შეკეთება ან/და ტექნიკური მომსახურება) მომსახურების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მომსახურების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დამოწმებული დოკუმენტაცია).
მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ მომსახურება შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (www.procurement.gov.ge.) რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის დაკვეთით. აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ინფორმაცია (სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები _ სატენდერო განცხადების _ SPA, NAT, DAP ან/და ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ი).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პერსონალის ხელმისაწვდომობის შესახებ (მინიმუმ 6 (ექვსი) გამოცდილი და კომპეტენტური ტექნიკური პერსონალი, მათ შორის 1 (ერთი) პასუხისმგებელი პირი), რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების (ტექნიკური დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად) განსახორციელებლად. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის _ №2 შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (თუ დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს ყოველთვიურად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ ქარდავა, 595222788, kardava.b@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru