1.შაქარი-2385 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. ფერი თეთრი
ან მოყვითალო, კრისტალური ფხვიერი, უცხო მინარევების და უცხო გემოს
გარეშე. სინესტის გარეშე. ქარხნული დაფასოებით 2-5კგ. შეფუთვით (მოთხოვნის
შესაბამისად), ეტიკეტირებით ვარგისიანობის ვადის მითითებით.
2. კაკაო-8,4კგ.
კოფეინის გარეშე, ნატურალური კაკაოს ფხვნილი, უცხო გემოს, მინარევების
გარეშე, ფერი მოყავისფრო, სუნი სასიამოვნო დამახასიათებელი გარკვეული
ნიმუშისთვის. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების მნიშვნელობა უნდა
შეესაბამდებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით ჰერმეტულად, ფოლგირებულ ელვა
შესაკრავიან შეფუთვაში ან/და მუყაოს კოლოფში. 100 გრამიანი შეფუთვით.
3. მაკარონი- 252 კგ.
"თთითოეული პარტია უნდა იყოს დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისაგან. ფერი ერთგვაროვანი მოყვითალო, სუნი სასიამოვნო
პროდუქტისთვის დამახასიათებელი. სინესტის გარეშე. მძაღე, მჟავე, ლპობის
და ობის სუნის გარეშე. არ უნდა იყოს დაზიანებული მავნებლების მიერ.
სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ
ორგანიზმებს. უმაღლესი ხარისხის, თერმული დამუშავების დროს არ უნდა
დაკარგოს ფორმა, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 2-5 კგ–იან
ტომრებში (მოთხოვნის შესაბამისად) ეტიკეტირებით
მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები."
4. ვერმიშელი-716კგ.
თითოეული პარტია უნდა იყოს დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისაგან. ფერი მოყვითალო, ნესტისა და ობის სუნის გარეშე. უმაღლესი
ხარისხის, თერმული დამუშავების დროს არ უნდა დაკარგოს ფორმა,
დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 2-5 კგ–იან ტომრებში (მოთხოვნის
შესაბამისად) ეტიკეტირებით მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა
და შენახვის პირობები.
5. მწვანილი-1496 კგ.
შერეული(ოხრახუში, ქინძი, კამა) უნდა იყოს ახალი, ნიტრატების გარეშე.
მწვანე შეფერილობის ფოთლებით, ახალი, საღი, მშრალი, სუფთა, ფესვების
გარეშე, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური
სურნელებით, არ უნდა იყოს გაყვითლებული, გაყვავილებული, დამპალი, არ
უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე, მიწის შემცველობის გარეშე,
უნდა გააჩნდეს მოკლე, წვრილი ღერო, ქვედა განშტოებიდან არაუმეტეს 10 სმ,
თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და
სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
6. მარილი-189კგ.
"კრისტალური ფხვიერი, უცხო გემოს გარეშე, სუფრის, ფერი თეთრი, თეთრი
მონაცისფრო, ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური,
მიკრო–ბიოლოგიური და სანიტარულ– ჰიგიენური მაჩვენებლების
პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ
სტანდარტებს. ქარხნული დაფასოება- 1კგ. მითითებული უნდა იყოს
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები."
7. ძმარი-82ლ.
ნატურალური ვაშლის ძმარი, 0.500-1000 მლ (მოთხოვნის შესაბამისად) დაფასოებული
მინის ან პლასტმასის ჭურჭელში, ხრახნიანი ჰერმეტული თავსახურით,
მარკირებით და ვადების მითითებით.
8.ორცხობილა-3712 კგ.
"საბავშვო, უმაღალესი ხარისხის, თითოეული ორცხობილა უნდა იწონიდეს 10 გრ,
არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს დამზადებული
უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან. ტრანსცხიმების შემცველობა
უნდა განისაზღვრებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სურსათში
დადგენილი ნორმის ფარგლებში. ქარხნული დაფასოებით შესაბამისი
ეტიკეტირებით.
9. საფანელი -399კგ.
თეთრი ფერის ხორბლის ფქვილით გამომცხვარი პურისგან დაფქული პურის
გული. ქარხნული შეფუთვით. არანაკლებ 0.5 კგ, ეტიკეტირებით, ვარგისიანობის
ვადების მითითებით
10. ვანილი-3,20 კგ.
კულინარიული დანიშნულების, დაფასოებული 2-10 (მოთხოვნის შესაბამისად)
გრამამდე შეკვრაში. შეფუთვა უნდა იყოს მშრალი, არ უნდა იყოს ნესტიანი,
უნდა იყოს ფქვილისებური, არ უნდა შეიცავდეს ე.წ. გუნდებს და უნდა იყოს
არომატული სურნელის, შეფუთვა უნდა იყოს ჰერმეტული, შეფუთვაზე უნდა
ეწეროს მწარმოებელი და გამოშვების/გამოყენების ვადა.
11.საფუარი-16 კგ.
"თითოეული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ქარხნული დაფასოებით
0.08-0.5 კგ შეფუთვაში (მოთხოვნის შესაბამისად), არ უნდა შეიცავდეს
ემულგატორებს და ორგანიზმისთვის საშიშ დანამატებს. ეტიკეტირებით
მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები."
12.პური-15340 კგ.
დამზადებული უმაღლესი ხარისხის თეთრი ფერის ხორბლის ფქვილისგან, პურის
გამოცხობისას დაცული უნდა იყოს ტექნოლოგიური პროცესი და ყველა სხვა
არსებული ნორმა, ახალი - მოწოდების წინა საღამოს გამომცხვარი.
გარეგნულად კარგი შესახედაობის, არადამწვარი, პურის გული უნდა იყოს
კარგად გამომცხვარი, ელასტიური, შეხებისას მშრალი, განვითარებული
ფორიანობით, შიგთავსი მოუზელავი ნაწილაკების (კოშტების) გარეშე, გარეთა
კანი რბილი, არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი, მჟავე და მწარე გემო, პურის
დაღეჭვისას არ უნდა იგრძნობოდეს ხრაშუნი, პურის ქერქი არ უნდა იყოს
მკრთალი შეფერილობის, პურის გული არ უნდა იყოს წებოვანი, პურის ზედაპირი
უნდა იყოს გლუვი, მსხვილი ნახეთქებისა და ნაბზარების გარეშე, პურს არ
უნდა ჰქონდეს შენაცხობი (პურის ზედაპირის ადგილი ქერქის გარეშე,
რომელიც ცხობის შემდეგ წარმოიქმნება ცომის გუნდების შეხებისას)
ქარხნული წარმოების,უმაღლესი ხარისხის, არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს, თითოეული პურის
წონა უნდა შეადგენდეს 0,400-1 კგ–მდე, უნდა იყოს ინდივიდუალური შეფუთვით,
ეტიკეტირებით ვარგისიანობის ვადის მითითებით. გადაადგილება უნდა
მოხდეს სპეციალური გადასატანი კონტეინერით, ტრანსპორტირებისას
დაცული უნდა იყოს სანიტარულ– ჰიგიენური პირობები.
მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას,
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება
დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად
მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის
სრულ ათვისებაზე.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
სურსათი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016
წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და
ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით)
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის #72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული
ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
-საკვები პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა
იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული
დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ
გარემოებებს;
-მიწოდების მომენტისათვის პროდუქტი თუ აღმოჩნდება სატენდერო
დოკუმენტაციის 1,2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის
ტექნიკურ-ხარისხობრივ მახასიათებლებთან შეუსაბამო იგი მიმწოდებელს
დაუბრუნდება უკან და მოთხოვნისთანავე ჩანაცვლდება ახლით.
-შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით,
ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.