Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69214257)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Justice of Georgia
Номер конкурса: 69214257
Дата публикации: 10-12-2025
Сумма контракта: 25 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022971
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 16:08
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha sultanishvili :: 10.12.2025 15:54
  • Последнее исправление: lasha sultanishvili :: 10.12.2025 16:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660198&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ), შაბათს (საჭიროების შემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე.
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართიდან: ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. №12.
3. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა, უნდა განხორციელდეს ფასების ცხრილი დანართი №2-ის შესაბამისად.
4. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ „თრექინგით“; მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
6.1. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს (გარდა მაღალმტიანი რეგიონებისა), ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო (არაუმეტს 5 დღე). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება.
6.2. ექსპრეს მომსახურება - ჩაბარება 12/12 პრინციპით (გულისხმობს 12:00 სთ.- მდე კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას იმავე დღეს, ხოლო 12:00 სთ-ის შემდეგ კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას მეორე დღეს) - ხორციელდება მხოლოდ ერთი და იმავე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.
6.3. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან, გარდა 12/12 ექსპრეს მომსახურებისა.
7. გზავნილი შესაძლებელია გაიგზავნოს პირობით მოკითხვამდე, რომელიც სერვის-ცენტრში შესაძლებელია დაყოვნდეს ერთი თვის განმავლობაში.
8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
11. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება).
12. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ ელ. დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
13. საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური დავალება:
13.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ სტანდარტული და სწრაფი მომსახურება ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
13.2. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ სწრაფი საერთაშორისო გზავნილის გადაცემიდან 2-8 სამუშაო დღის, ხოლო სტანდარტული საერთაშორისო გზავნილი 2-20 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
14. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდი მომსახურების შესახებ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
15. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვის-ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობებით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე შემსყიდველის წარმომადგენელი.
შენიშვნა:

ფასების ცხრილი დანართი №2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული რაოდენობები. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.
მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართიდან: ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. №12, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება და შესაბამისი ანგარიშფაქტურა (ინვოისი), რომლებიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ ანგარიშფაქტურის (ინვოისი) წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე მიმწოდებლის მიერ ანგარიშფაქტურის (ინვოისი) წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა სულთანიშვილი, 577285335, l.sultanishvili@hcoj.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru