ხორცი საქონლის 100% რბილი-7252 კგ.
ძროხის ხორცი უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, გაცივებული, უძვლო (ბეჭის,
მკერდის, ზურგის, ბარკლის ნაწილები). მყესების, ქონისა და თხელი ნაჭრების
გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ნეკნებს შორის ამონაჭრებს,
ხრტილებს, ქონს, ანათლელებს. რბილი,ვარდისფერი,უმაღლესი ხარისხის, სუნი
სპეციფიკური მახასიათებელი ახალი ხორცისთვის, ორგანოლეპტიკური,
მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების
მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს (უნდა ახლდეს ვეტერინარის დასკვნა ფორმა#2).
სისხლისგან დაწრეტილი, ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების
გარეშე. ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით
ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და
მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა
წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე.
სახსრების ზედაპირი თეთრი და ბზინვარე. პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა
განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი)
სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ტემპერატურული
რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მიწოდება უნდა მოხდეს
საკვებისთვსი განკუთვნილი სპეციალური კონტეინერებით, თითოეულ
კონტეინერზე მითითებული უნდა იყოს ეტიკეტი დამზადების თარიღისა და
შენახვის ვადების მითითებით. გაყინული და შემდეგ გამღვალი საქონლის
(ძროხის) ხორცის მიწოდება დაუშვებელია
ქათმის ფილე -3760 კგ.
გაყინული, დამზადებული ქათმის მკერდის ხორცით, გაცლილი კანისა და
ძვლებისაგან, გენმოდიფიცირებისა და ჰორმონალური დანამატების გარეშე,
გაყინული მშრალი წესით, ღრმა გაყინვით, არასასიამოვნო სუნის გარეშე.
ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა)
დამაკმაყოფილებელი. არ უნდა აღენიშნებოდეს დეფროსტაციის კვალი.
კვებითი ღირებულება 100 გრ პროდუქტში: ენერგეტიკული ღირებულება:
არანაკლებ 133 კკალ, ცხიმები: არანაკლებ 4.3 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი
მჟავები: არანაკლებ 0.37 გ, ნახშირწყლები: არანაკლებ 2.1 გ, მათ შორის შაქრები
არანაკლებ 0.37 გ, ცილა: არანაკლებ 19 გ. შეფუთვა: ქარხნული წესით - 0.5 კგ და 1
კგ-იანი (მოთხოვნის შესაბამისად). ეტიკეტირება, შეფუთვა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. იმპორტულის შემთხვევაში,
შესაბამისად ეტიკეტირებული ქართულ ენაზე. პროდუქტის ტრანსპორტირება
უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით
(მაცივარი) სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი
ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 60
კალენდარული დღე.
- მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას,
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება
დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად
მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის
სრულ ათვისებაზე.
საქონლის (ძროხის) ხორცი და ქათმის ფილე უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
საქონლის (ძროხის) ხორცი და ქათმის ფილე უნდა იყოს ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
საქონლის (ძროხის) ხორცი და ქათმის ფილე უნდა აკმაყოფილებდეს
„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001
წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს
საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის
ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის,
ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის
დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული
„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების
წესის შესახებ.
საქონლის (ძროხის) ხორცი და ქათმის ფილე უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #72 დადგენილებით დამტკიცებული
,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების
დამტკიცების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში
ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის
დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საქონლის (ძროხის) ხორცი და ქათმის ფილე უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით
დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და
მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
საქონლის (ძროხის) ხორცი და ქათმის ფილე ორგანოლეპტიკური,
მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა
აკმაყოფილებდეს, აღნიშნულ სფეროში არსებულ მარეგულირებელი
კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული
დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს
შეცვლილ გარემოებებს;
საკვები პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა
იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად;
ცხოველი დაკლული უნდა იყოს ვეტერინარული და ჰიგიენური ნორმების
დაცვით.
საქონლის ხორცის მიწოდების შემთხვევაში, საქონელი დაკლული უნდა იყოს
სანიტარულ სასაკლაოში (ბოინში) და უნდა გააჩნდეს შესაბამისი
დოკუმენტაცია.
საქონლის (ძროხის) ხორცის ყველა მიწოდებულ პარტიაზე, მიმწოდებელმა
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების
ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7
ივლისის #325 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე
ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი
ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის
შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა (ფორმა #2), რომელშიც
მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი.
- პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) სადაც დაცული იქნება
ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
-მიწოდების მომენტისათვის პროდუქტი თუ აღმოჩნდება სატენდერო
დოკუმენტაციის 1,2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის
ტექნიკურ-ხარისხობრივ მახასიათებლებთან შეუსაბამო იგი მიმწოდებელს
დაუბრუნდება უკან და მოთხოვნისთანავე ჩანაცვლდება ახლით.
-შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით,
ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.