ტექნიკური დავალება და ძირითადი მოთხოვნები
პირობები:
1. 2025-2026 წლების განმავლობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო
სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2024 წელში
დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო
მომსახურება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე.
2. საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე
შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში
მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3. საზედამხედველო კომპანიამ მომსახურება უნდა უზრუნველყოს ყველა იმ
დარგის სპეციალისტით, რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული
სამუშაოების ინსპექტირებას, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით
საქართველოში მოქმედი ნორმებისა და პირობების სრული დაცვით.
4. ყოველი კონკრეტული პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია,
უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის
სპეციალისტების შეთანხმება შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ
კონკრეტული პროექტის ზედამხედველობას.
5. მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი ნორმატიული
დოკუმენტებს, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილ სტანდარტებს
და ტექნიკურ სპეციფიკაციებს.
6. აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს მომსახურება ან/და
მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
7. დაუშვებელია, საპროექტო დოკუმენტაციით ან/და წარმოდგენილი სხვა
დოკუმენტაციებით (დეფექტური უწყისი და სხვა შესაბამისი
დოკუმენტაციები) განსაზღვრულ სამუშაოებში ცვლილების განხორციელება.
ნებისმიერი ცვლილების საჭიროება რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას
სამუშაოების მიმდინარეობის დროს, უნდა ეცნობოს შემსყიდველს
(მუნიციპალიტეტეს), რომელიც უზრუნველყოფს ცვლილების საჭიროების
შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციის ან/და წარმოდგენილ სხვა
დოკუმენტაციების (დეფექტური უწყისი და სხვა შესაბამისი
დოკუმენტაციები) ცვლილებას.
8. მიმწოდებელი ვალდებულია შეისწავლოს და ინიცირება გაუკეთოს
შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის მიერ წერილობით მოთხოვნილ
კორექტირების პროექტს, იმ შემთხვევაში თუ კორექტირების შედეგად
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილში ხდება ახალი (არანავაჭრი)
ფასის შემოტანა პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მოახდინოს
,,ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის
ინსპექტირება“ ახალი ფასის ნაწილში.
9. მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების დანართით
განსაზღვრული ყოველ-კვირეული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის კონტროლი
და მისი შესაბამისობა მიმდინარე სამუშაოებთან, მიმწოდებელმა უნდა
მოახდინოს (Excel) -ის ფორმატში მუდმივად, ინფორმაციის შეტანა მიმდინარე
სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე უნდა მოახდინოს ფოტო და ვიდეო
მასალის განთავსება.
10. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი
კალენდარული დღის ვადაში შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთან
ერთად შეისწავლოს განსახორციელებელი პროექტი
საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და აღმოჩენილი ხარვეზების
შესახებ დაუყონებლივ აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
11. პრედენტენტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიასა და მიმწოდებელ
კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ყოველ
მომდევნო ოცდაათი დღის ვადაში წარმოადგინოს მიმწოდებლისათვის
ასანაზღაურებელი თანხის დოკუმენტაცია (მიმწოდებლის მოთხოვნის
შემთხვევაში დამატებით თვეში ერთჯერადად) აღნიშნული დოკუმენტაციის
ვერ ან არ წამოდგენის შემთხვევაში პრედენტენტი ვალდებულია წერილობით
აცნობოს მუნიციპალიტეტის მერიას იმ პრობლემის ან/და პრობლემების
შესახებ რაც გახდა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის საფუძველი.
12. ტექნიკური ზედამხედველის რაოდენობის განსაზღვრა-მიმწოდებელი
ვალდებულია ყოველი ახალ საზედამხედველო ობიექტთან დაკავშირებული
წერილის მიღების თანავე წერილობითვე აცნობოს მუნიციაპლიტეტის მერიას
თუ ვინ განახორციელებს აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას,
ხოლო ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდგომ წერილებით აცნობოს
მუნიციპალიტეტის მერიას იმ კონკრეტული ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირის გამოთავისუფლის შესახებ. მუნიციპალიტეტის
მერიას უფლება აქვს უარი განაცხადოს წარმოდგენილი ზედამხედველის
მიღებაზე თუ მიიჩნევს, რომ საზედამხედველოთ წარმოდგენილი პირი უკვე
ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს სხვა ობიექტებს და დამატებით
ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველობას ვეღარ განახორციელებს
სრულფასოვნად ობიექტების სიმრავლიდან ან/და გეოგროფიული
მდგომარეობიდან გამომდინარე .
13. ტექნიკური ზედამხედველი ობიექტზე მუშაობის პერიოდში ეკიპირებული
უნდა იყოს ორგანიზაციის ლოგოსა და წარწერით ,,ზედამხედველი“ მქონე
სამოსელით.
14. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ექსპიერტიზის დასკვნის
წარმოდგენისას მოახდინოს შესრულებული ობიექტის კორდინატების აღება
ჯი-პი-ეს ხელსაწყოთი და მისი წარმოდგენა ელექტრონული ვერსიით, ასევე
საგზაო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს,
შესრულებული სამუშაოს ჯი-პი-ეს მოწყობილობით გზის დაკვალვის
სამუშაობის და უნდა წარმოადგინოს გზის ზედაპირის აზომვითი ნახაზი.
15. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ თვიურად განახორციელოს იმ ბეტონის
მწარმოებელი ქარხნების კონტროლი, რომლებიდანაც ხდება ბეტონის
მიწოდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სამხელმწიფო
შესყიდვებზე, კონტროლში იგულისხმება ბეტონის კუბიკის ნიმუშის აღება და
მისი სიმტკიცის დადგენა.
16. მიმწოდებელი ვალდებული ყოველ საზედამხედველოდ გადაცემული
ობიექტზე,საგზაო ინფრასტრუქტურის შემთვევაში, საბოლოო ექსპერტიზის
წარმოდგენისას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ბეტონის კერნების
ამოჭრა, ყოველ ათას კვადრატულ მეტრზე სამი ერთეულის.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. ტექნიკური ზედამხედველობის დაწყება უზრუნველყოს, ყოველ კონკრეტულ
ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თაობაზე შემსყიდველის
შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში.
2. სამუშაოების მიმდინარეობის დაწყებიდან უზრუნველყოს სამუშაოს
შემსრულებელი ორგანიზაციის სრული წერილობითი ინფორმირება
შესრულებული სამუშაოების აქტთან (ფორმა № 2) ერთად, მისი თანმხლები
დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
3. უზრუნველყოს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის შესაბამისობის კონტროლი
სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციასა და სამუშაოების
შემსყიდველ ორგანიზაციას შორის არსებული ხელშეკრულებით დადგენილ
პირობებთან. აღნიშნულის ფარგლებში შეუსაბამობის
გამოვლენისშემთხვევაში 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს
შემსყიდველისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ხოლო მშენებელ
ორგანიზაციას განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.
4. წარუდგინოს ოფიციალური შენიშვნები მშენებელ ორგანიზაციას,
ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის და სამუშაოების
უხარისხოდ შესრულებისათვის. საჭიროების შემთხვევაში
შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები და შემდგომი რეაგირებისათვის
სათანადო ინფორმაცია (ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების
დარღვევების დასაბუთებული აღწერით) 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში
მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
5. უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ
დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი და სამუშაოების
მოცულობების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობა, ასევე ინსპექტირების
ანგარიშის (დასკვნა) მომზადება, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტები
გააფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.
6. გასწიოს მშენებლობის კონტრაქტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების
ხარისხის (რაც გულისხმობს პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ
დოკუმენტებთან შესაბამისობას) კონტროლის ყოველდღიური
ზედამხედველობა. - აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი სფეროს
სპეციალისტის/სპეციალისტების სამუშაო ობიექტზე გასვლას
7. შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები
დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის
დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და
ა.შ.) სრულად მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს
წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება და
ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა.
8. მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით
შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების
აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები დოკუმენტაციის (ფარული
სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი
სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) სრულად
მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს წარმოდგენილი
შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება და ინსპექტირების
ანგარიშის წარდგენა.
9. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის მოთხოვნის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში
უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და დარჩენილ
სამუშაოებზე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.
10. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის პერიოდში, ყოველთვიურად,
არაუგვიანეს თვის მე-10 კალენდარული დღისა და ასევე შემსყიდველი
ორგანიზაციის მოთხოვნით, მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროში,
საზედამხედველო კომპანიამ უნდა წარუდგინოს შემსყიდველს პროექტების
მიმდინარეობის მოკლე ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება
ზედამხედველი გუნდის მიერ წინა თვეში შესრულებული სამუშაო, მათ შორის
წარმოშობილი პრობლემები და რეკომენდებული მისაღები ზომები.
სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურეობა მოიცავს:
1. სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების
პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან,
შესაბამისობის კონტროლს;
2. გამოყენებული მასალების მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ
დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს.
3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების
გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;
4. მშენებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების
კონტროლს ნორმატიულ- ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
5. შესრულებულ სამუშაოების აქტებში(ფორმა#2) წარმოდგენილი ერთეული
ფასების იდენტიფიკაცია ხარჯთარიცხვაში წარმოდგენილ შესაბამის
სამუშაოების ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
6.დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების
დამოწმებას;
7.შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
8. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2)
მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და
ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურებას;
9. სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს
• სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების თარიღის
შემსყიდველისთვის შეტყობინებას
• სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხელშეკრულებით
განსაზღვრული მიწოდების ვადის (მათ შორის, გეგმა-გრაფიკის) დარღვევის
შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას შემსყიდველისათვის
• სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღის შეტყობინება;
10. საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილების ან პროექტის გადახედვის
ინიცირებას, რაც არ გულისხმობს პროექტში შესატანი ცვლილებების
შესაბამისობის შეფასებას საქართველოში მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკური
დოკუმენტების მოთხოვნებთან - არსებული პროექტის გადახედვის ანდა და
მასში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
შემსყიდველი ორგანიზაცია და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს
პროექტში ცვლილების შეტანას.
იხილეთ ტექნიკური დავალება