1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შესასყიდი
საქონლის ტექნიკური პარამეტრები, მოთხოვნები ექსპერტიზის დასკვნის
შესახებ და სხვა დეტალური ინფორმაცია, ასევე, შესასყიდი საქონლის
რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში.
2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული
შემსყიდველი ორგანიზაცია და მის მიერ მოთხოვნილი შესასყიდი საქონლის
რაოდენობა (ზომების მიხედვით), ასევე მიწოდების ადგილის შესახებ
დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N2
დანართში.
3. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის
შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, ტრანსპორტირებისა და მასთან
დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა
თავისივე ხარჯით.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში მოცემულია საქონლის
ესკიზები, თუმცა გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების
გაფორმების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დააზუსტოს
ყოველდღიური სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის და კეპის თარგი, ფერი,
ასევე ბრენდირება (მათ შორის ლოგო, ფერი, ზომები და ა.შ.). ასევე ყველა
შესყიდვის ობიექტის შესაბამისი დეტალები და მხოლოდ შემსყიდველი
ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე დაიწყოს საქონლის
წარმოება/შეკერვა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების
გათვალისწინებით. ამასთან, ყოველდღიურ სპეციალურ სამუშაო ტანსაცმელსა
და კეპზე დასატანი ატრიბუტიკა მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.
პუნქტის N5 დანართში.
5. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N4 დანართში მითითებული RAL-ისა და
PANTONE-ის ფერის კოდები დამხმარე ინფორმაციაა და საორიენტაციო ხასიათისაა,
პრეტენდენტის მიერ შესაბამისი ფერების იდენტიფიცირების მიზნით.
6. თითოეულ ყოველდღიურ სპეციალურ სამუშაო ტანსაცმელსა და კეპს უნდა
ჰქონდეს შესაბამისი იარლიყი, სადაც გარკვევით იქნება მითითებული
შესაბამისი ზომის აღმნიშვნელი და გამოყენებული ქსოვილის
შემადგენლობა.
7. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს შეფუთული, თითოეული ინდივიდუალურად ან
არაუმეტეს 20 ერთეული ერთ შეფუთვაში. ამასთანავე, ქურთუკი და შარვალი
შესაძლებელია შეფუთული იყოს როგორც ერთ კომპლექტად ინდივიდუალურ
შეფუთვაში ან არაუმეტეს 20 ერთეულ კომპლექტად ერთ შეფუთვაში, შესაბამისი
ერთიდაიგივე ზომებითა და სეზონურობით დაკომპლექტებული. ხოლო საქონლის
მეორეული შეფუთვა უნდა იყოს არაუმეტეს 400 ერთეული შეფუთვაში და შეფუთვა
უნდა იყოს მყარი, რომ ტვირთის გადატანისას უზრუნველყოს შეფუთვის
მდგრადობა. მეორეულ შეფუთვაზე გარედან დატანილი უნდა იყოს მასში
მოთავსებული საქონლის დასახელება, სეზონურობა, ზომის აღნიშვნა და
რაოდენობა.
8. ყოველდღიური სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი და კეპი უნდა
ინარჩუნებდეს თავდაპირველ ზომასა და ფორმას შესაბამისი
ტემპერატურული მშრალი ან/და სველი რეცხვის შემდეგ.
9. ყოველდღიური სპეციალური სამუშაო ტანსაცმელზე და კეპზე გამოყენებული
გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის
ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს, ამასთანავე, გვირისტის
შესრულება უნდა იყოს სწორი და პროპორციული.
10. შემსყიდველი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობებისა და სატენდერო
დოკუმენტაციის (მათ შორის, საქონლის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან
მიმართებით) მოთხოვნების შესრულების კონტროლი. კონტროლის
განხორციელებისას შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის
ჩაბარებისას, შერჩევითობის პრინციპით, ნიმუშად აიღოს ნებისმიერი
საქონელი შემდგომი ექსპერტიზის ჩასატარებლად და მისი სატენდერო
პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.
10.1. ექსპერტიზა შესაძლოა ჩატარდეს პრეტენდენტის მიერ
შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში
დაფიქსირებულ იმავე ლაბორატორიაში ან/და სსიპ “ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში” ან/და SGS ან/და INTERTEK
ან/და EKOTEKS ან/და სხვა აკრედიტირებულ ორგანოში (ასეთ შემთხვევაში,
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი ორგანოს
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
10.2. ზემოაღნიშნული ექსპერტიზისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად
აღებული საქონლის ხარჯებს არაუმეტეს ორჯერ სრულად აანაზღაურებს
გამარჯვებული მიმწოდებელი, ხოლო, ყოველი შემდგომი, განმეორებითად
ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი
მხარე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ექსპერტიზის შედეგად
დადგინდა მიწოდებული საქონლის სატენდერო პირობებთან, პრეტენდენტის
მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასა და შესაბამის
ხელშეკრულებასთან შეუსაბამობა, ექსპერტიზისა და საკონტროლო
შესყიდვის შედეგად აღებული საქონლის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს
მიმწოდებელი.
11. შემსყიდველი უფლებამოსილია, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული
შესაბამისი საქმიანობის (მათ შორის ქსოვილის და აქსესუარების შესყიდვა
ან/და კერვის პროცედურა), შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით
განხორციელებაზე, მონიტორინგი უზრუნველყოს ინსპექტირების ჯგუფის
საშუალებით. ინსპექტირების ჯგუფი, უფლებამოსილია გამარჯვებული
მიმწოდებლისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ან/და
დოკუმენტაცია მისაწოდებელი საქონლის ან/და მისი შემადგენელი
ნაწილ(ებ)ის დამზადებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე,
უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება საქონლის მწარმოებელ
კომპანიაში/საწარმოში, სატენდერო დოკუმენტაციის პირობების
შესაბამისად.
12. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის
ფორმატში.
13. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის
შემთხვევაში პრეტენდენტი, დაზუსტების გარეშე, დაექვემდებარება
დისკვალიფიკაციას.
14. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური
ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1
დანართში მოცემული რომელიმე პოზიციაზე მითითებული შესასყიდი
საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ
ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1
დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ
ერთეულის ღირებულებას).