ნაღების კარაქი -არანაკლებ 82%-იანი. დამზადებული რძის ნაღებისგან,
მცენარეული ცხიმების გარეშე, ქარხნული წესით. ფერი სუნი და გემო
დამახასიათებელი ნაღების კარაქისთვის. კონსისტენცია მკვრივი,
ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი. მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კარაქის ეტიკეტზე მითითებული
უნდა იქნეს წარწერა ,,ნაღების კარაქი. მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის არანაკლებ 70%. კვებითი ღირებულება 100 გრ
პროდუქტში: ცხიმი - არანაკლებ 82 გ, ცილა- 0.7-0.8 გ ნახშირწყლები 1.0-1.2გ.
ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში 740-760 კკალ. შეფუთვა: ქარხნული,
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0.400კგ-0.440კგ. შეფუთვით.
არაჟანი-12-15 % -იანი. ინგრედიენტები: - ნაღები, მოხდილი რძე, მშრალი უცხიმო
რძე. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს. არადამახასიათებელი
კონსისტენციის, ფერის, სუნის და გემოს გარეშე. კვებითი ღირებულება 100 გრ
პროდუქტში: ენერგეტიკული ღირებულება - 144-150 კკალ. ცხიმი - 12-15 გრ.
ნახშირწყლები - 4.8-5.0 გ. ცილა - 3.6 - 3.8 გ. ქარხნული დაფასოებით 0.180 კგ-დან -1 კგ-მდე
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად) კონსერვანტების და დანამატების
გარეშე. არაჟანი შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ
ეტიკეტირებული. თითოეულ შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს დამზადებისა
და ვარგისიანობის ვადა. უნდა ჰქონდეს შესაბამისი მარკირება.
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 80%.
ხაჭო-არანაკლებ 4% ცხიმიანობით. ინგრედიენტები: მოხდილი რძე. სიმჟავის და
არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის, სუნის, გემოს გარეშე. არ უნდა
შეიცავდეს მცენარულ ცხიმს. კვებითი ღირებულება 100გრ პროდუქტში: ცხიმი 4.0-6.0
გ. ნახშირწყლები - 1.8-2.2 გ. ცილა - 12-14 გ. ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ
პროდუქტში - 97-100 კკალ. ქარხნული დაფასოებით. 0.180 კგ-დან 1 კგ-მდე შეფუთვით
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). კონსერვანტების და დანამატების
გარეშე. ხაჭო შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ
ეტიკეტირებული. თითოეულ შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს დამზადებისა
და ვარგისიანობის ვადა. უნდა ჰქონდეს შესაბამისი მარკირება.
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 80%.
ყველი-ყველი უნდა იყოს ,იმერული. თითოეული მოწოდებული პარტია
დამზადებული უნდა იყოს ძროხის ნედლი, არააღდგენილი პასტერიზებული
რძისგან (არ უნდა იყოს რძის ფხვნილი). არ უნდა შეიცავდეს მცენარულ ცხიმს.
კვებითი ღირებულება 100 გრამში ცხიმი არანაკლებ 22გრ. ყველის ეტიკეტზე
მითითებული უნდა იყოს წარწერა ,,ყველი . მშრალი, ქარხნული ტექნოლოგიით
დამუშავებული. 0.5 კგ-დან - 2 კგ. - მდე (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად)
ვაკუუმ პაკეტებში შეფუთული. ნაკლებად მარილიანი, წათხის რბილი ყველი.
დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. დაფასოებული ჩამოწურული - შრატის
გარეშე. შესაბამისი მარკირებით მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და
ვარგისიანობის ვადა. თითოეული პარტია უნდა იყოს სიმჟავისა და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე. მიწოდების დროს უნდა იყოს დაცული
სანიტარული ნორმები და პირობები. მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80%.
რძე-ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ცხიმიანობა არანაკლებ 3.2 %.
შემადგენლობა: ძროხის რძე. კონსისტენცია ერთგვაროვანი,
არადამახასიათებელი გემოს გარეშე. კვებითი ღირებულება 100 გრ პროდუქტზე:
ცხიმები - 3.2-3.5გრ. ცილა - 2.8-3.0 გრ, ნახშირწყლები 4.7-4.9 გრ, ენერგეტიკული
ღირებულება 100 გრ პროდუქტზე 53-60 კკალ. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა
სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არადამახასიათებელი
სუნის და გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს.
მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა
და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ქარხნული
შეფუთვით 1.00 ლიტრიანი სათანადოდ ეტიკეტირებული. ტრანსპორტირება უნდა
განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი),
სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული
რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოწოდებული საქონლის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%.
შეფუთული 1 ლიტრიან თავსახურიან ტეტრაპარკში, რომელიც თავსახურით
იხსნება და იხურება.
მაწონი-არანაკლებ 3.2%-იანი. ინგრედიენტები: მოხდილი რძე, ნაღები, მშრალი
უცხიმო რძე, მაწვნის ენდემური დედო. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
კონსისტენცია ერთგვაროვანი. უნდა იყოს არადამახასიათებელი ფერის,
სუნის და გემოს გარეშე. კვებითი ღირებულება 100 გრ პროდუქტში: ცხიმი - 3.2-3.5 გ.
ნახშირწყლები - 3.6-4.0 გ. ცილა - 3.7-4.4 გ. ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ
პროდუქტში 62-65 კკალ. ქარხნული დაფასოებით 0.4 კგ-დან 1 კგ-მდე (შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად). კონსერვანტების და დანამატების გარეშე.
მაწონი შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ ეტიკეტირებული.
თითოეულ შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს დამზადებისა და
ვარგისიანობის ვადა. უნდა ჰქონდეს შესაბამისი მარკირება. მოწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 80%.
- მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას,
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება
დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად
მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის
სრულ ათვისებაზე.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
- ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ქარხნული წარმოების, სათანადოდ
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
- უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით ) განსაზღვრულ
ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
-რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15
იანვრის #72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათტო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
-რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3
აპრილის #152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბისნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
- პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10
ნოემბრის #581 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
- პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
- პროდუქტი პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
- არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული
დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს
შეცვლილ გარემოებებს;
-საკვები პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა
იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
- რძის პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული მანქანა რეფრეჟერატორი უნდა
იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით -
რეკორდერით.
-მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს ნაშთად დარჩენილი ვადაგასული საკვები
პროდუქტის შეცვლა მოთხოვნის შესაბამისად.
-მიწოდების მომენტისათვის პროდუქტი თუ აღმოჩნდება სატენდერო
დოკუმენტაციის 1,2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის
ტექნიკურ-ხარისხობრივ მახასიათებლებთან შეუსაბამო იგი მიმწოდებელს
დაუბრუნდება უკან და მოთხოვნისთანავე ჩანაცვლდება ახლი