Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #69187428)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 69187428
Дата публикации: 10-12-2025
Сумма контракта: 226 842


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022908
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 11:28
Начало приема предложения 19.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 226`842.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
გურჯაანისა (ს/კ 51.01.59.553) და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში (ს/კ 03.04.34.034) რეგიონალური/სერვის ცენტრების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 907.00 GEL
Размер гарантии 2`268 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariami natsvlishvili :: 04.12.2025 13:30
  • Последнее исправление: mariami natsvlishvili :: 10.12.2025 11:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658859&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გურჯაანისა (ს/კ 51.01.59.553) და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში (ს/კ 03.04.34.034) რეგიონალური/სერვის ცენტრების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გურჯაანისა (ს/კ 51.01.59.553) და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში (ს/კ 03.04.34.034) რეგიონალური/სერვის ცენტრების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.

1.2.2. საოფისე შენობის მთავარი მიზანია რეგიონული/სერვის ცენტრების ოფისების ფუნქციური და ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება. ასევე ოფისი უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ფუნქციურად ოპტიმალურად დაგეგმარებულ შენობას. პროექტი მიზნად ისახავს სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მოქალაქეებისათვის და ადმინისტრაციული, საინჟინრო და ტექნიკური პერსონალისთვის კომფორტულ სამუშაო გარემოს შექმნას.

1.2.3. შენობის არქიტექტურული მოთხოვნები:
1. შენობა უნდა პასუხობდეს ეროვნული სამშენებლო კოდექსის და შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;
2. შენობა სასურველია დაპროექტდეს ისე რომ, მასში განთავსებული ორი მიმართულება,რეგიონალური და სერვის ცენტრი, გამოყოფილი იყოს ფუნქციურად, თუმცა არ იყოს წარმოდგენილი დამოუკიდებელ შენობებად.
3. შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული არქიტექტურა (პანდუსი, სველი წერტილები და ა.შ).
4. ენერგოეფექტურობის სტანდარტების გათვალისწინება.
5. გათვალისწინებულ უნდა იქნას ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის მაქსიმალური შესაძლებლობები.
6. პროექტში (ექსტერიერში და ინტერიერის ნაწილში) გათვალისწინებული კომპანიის ბრენდის ელემენტები,მათ შორის ვიზუალური იდენტობა,კორპორატიული ფერები, ლოგო და საერთო სტილისტიკა,რათა არქიტქტურული ობიექტი და შიდა სივრცის დიზაინი თანხვედრაში იყოს ორგანიზაციის იმიჯთან და კომონუკაციის სტრატეგიასთან.

1.2.4. მომზადებული პროექტის განხორციელების (სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების) პროცესში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე, პროექტის ავტორმა უნდა უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
1.2.5. ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე პროექტის ავტორმა წერილობით უნდა დაადასტუროს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის შემსყიდველისათვის მიწოდებიდან (მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან) 3 (სამი) წლის განმავლობაში არ დაიწყება პროექტის განხორციელება (სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები), მიმწოდებელი თავისუფლდება ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის ვალდებულებისგან.
1.2.6. ავტორი ადასტურებს, რომ აღნიშნული არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტი (შემდგომში, „პროექტი“) შექმნილია მის მიერ და იგი სრულად და განუსაზღვრავად დათმობს დამკვეთის სასარგებლოდ ყველა იმ საავტორო უფლებას, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ შექმნილ პროექტთან, ასევე, იძლევა თანხმობას მის (ავტორის) მიერ შექმნილ არქიტექტურულ და დიზაინის პროექტში, მისი თანხმობის გარეშე, შევიდეს ნებისმიერი ცვლილება (არქიტექტურული გეგმარება; კონცეფცია, ვიზუალიზაცია, ესკიზები და აშ.), რასაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი. ამასთან, ავტორი ადასტურებს, რომ დამკვეთის მიერ პროექტის განკარგვა, ნებისმიერი (მათ შორის, მრავალჯერადად) გამოყენება, ასევე მესამე პირებზე ზემოხსენებული პროექტის გადაცემა არ დაარღვევს მის უფლებებს და არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ დავას.

მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად. გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან:
გურჯაანის შემთხვევაში 65 კალენდარული დღის განმავლობაში;
ქუთაისის შემთხვევაში 130 კალენდარული დღის განმავლობაში.

4 ეტაპად, კერძოდ:

• I ეტაპი - საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება, ესკიზური პროექტის როგორც ვიზუალის ისე შიდა გეგმარების ( 3 სხვა და სხვა ვერსია) მომზადება.
• II ეტაპი - პროექტის დეტალური გეგმარება და საინჟინრო ნაწილის გადაწყვეტა დეტალიზაცია.
• III ეტაპი - სანებართვო დოკუმენტაცია.
• IV ეტაპი-დეტალური ექსპერტიზირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

I-ეტაპი:

• ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი წერილობით წარუდგენს შემსყიდველს გურჯაანის შემთხვევაში I ეტაპით განსაზღვრულ სამუშაოებს (საძიებო კვლევით სამუშაოებს და პროექტის კონცეფციას როგორც ვიზუალურს ისე გეგმარების ჩარჩოს). შემსყიდველი 5 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობით.
• ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი წერილობით წარუდგენს შემსყიდველს ქუთაისის შემთხვევაში I ეტაპით განსაზღვრულ სამუშაოებს (საძიებო კვლევით სამუშაოებს და პროექტის კონცეფციას როგორც ვიზუალურს ისე გეგმარების ჩარჩოს). შემსყიდველი 10 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობით.


II-ეტაპი:

• შემსყიდველის შეთანხმების მიღების შემდეგ, 20 კალენდალური დღის ვადაში მიმწოდებელი წერილობით წარუდგენს შემსყიდველს გურჯაანის შემთხვევაში II ეტაპით განსაზღვრულ პროექტის დეტალურ გეგმარებას.საინჟინრო ნაწილის გადაწყვეტა-დეტალიზაციას. წარმოდგენილ მასალებს თან უნდა დაერთოს მათი ელექტრონული ვერსიები (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD-dwg/ArchiCAD-pla და PDF ფორმატებში). შემსყიდველი 5 კალენდალური დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს პროექტთან დაკავშირებით წერილობით.
• შემსყიდველის შეთანხმების მიღების შემდეგ, 40 კალენდალური დღის ვადაში მიმწოდებელი წერილობით წარუდგენს შემსყიდველს ქუთაისის შემთხვევაში II ეტაპით განსაზღვრულ პროექტის დეტალურ გეგმარებას.საინჟინრო ნაწილის გადაწყვეტა- დეტალიზაციას. წარმოდგენილ მასალებს თან უნდა დაერთოს მათი ელექტრონული ვერსიები (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD-dwg/ArchiCAD-pla და PDF ფორმატებში). შემსყიდველი 10 კალენდალური დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს პროექტთან დაკავშირებით წერილობით.


III-ეტაპი:

• წარმოდგენილ დოკუმენტებზე დადასტურების შემდგომ მიმწოდებელი გურჯაანის შემთხვევაში 15 კალენდარული დღის ვადაში მოამზადებს სანებართვო დოკუმენტაციას (არქიტექტურულ და კონსტრუქციულ, საინჟინრო და სხვა ნაწილებზე ექსპერტიზის დასკვნებით) და წარუდგენს შემსყიდველს პროექტს 3 ეგზემპლარად და შესათანხმებლად წარდაგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამასახურში პროექტის შეთანხმება/მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
• წარმოდგენილ დოკუმენტებზე დადასტურების შემდგომ მიმწოდებელი ქუთაისის შემთხვევაში 30 კალენდარული დღის ვადაში მოამზადებს სანებართვო დოკუმენტაციას (არქიტექტურულ და კონსტრუქციულ, საინჟინრო და სხვა ნაწილებზე ექსპერტიზის დასკვნებით) და წარუდგენს შემსყიდველს პროექტს 3 ეგზემპლარად და შესათანხმებლად წარდაგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამასახურში პროექტის შეთანხმება/მშენებლობის ნებართვის მისაღებად.


IV-ეტაპი :

• მესამე ეტაპის დასრულებიდან გურჯაანის შემთხვევაში 15 კალენდალური დღის ვადაში მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს წერილობით დეტალურ ექსპერტიზირებულ (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტირებული ორგანოს მერ მომზადებულ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. შემსყიდველი 5 კალენდალური დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს პროექტთან დაკავშირებით წერილობით (არსებობის შემთხვევაში).
• მესამე ეტაპის დასრულებიდან ქუთაისის შემთხვევაში 30 კალენდალური დღის ვადაში მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს წერილობით დეტალურ ექსპერტიზირებულ (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტირებული ორგანოს მერ მომზადებულ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. შემსყიდველი 10 კალენდალური დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს პროექტთან დაკავშირებით წერილობით (არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა*
თითოეული სტადიით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადებში არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ პროექტის განხილვის და შეთანხმების პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

ელექტრონული ფორმა: ელ. ვერსია, აუცილებლად უნდა შეიცავდეს სრულ პროექტს, ანუ პროექტის ყველა შემადგენელ ნაწილს, როგორც PLA / DWG და Lira - კონსტრუქციები, ასევე PDF ფორმატში ჩაწერილს USB მეხსიერების ბარათზე (1 ეგზ.) :
1. ტოპოგრაფია – (DWG + PDF ბეჭდით);
2. გეოლოგია – (DWG + PDF ბეჭდით);
3. არქიტექტურა – (PLA/DWG + PDF);
4. კონსტრუქცია – (DWG + PDF + LIRA);
5. ელექტრობა - (DWG + PDF);
6. წყალმომარაგება-კანალიზაცია – (DWG + PDF);
7. გათბობა-ვენტილაცია –(DWG + PDF);
8. სუსტი დენები (მათ შორის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, სიგნალიზაცია)– (DWG + PDF);
9. წყლით ავტომატური ხანძარქრობა - (DWG + PDF);
10. მშენებლობის ორგანიზაცია – (DWG + PDF);
11. ხარჯთაღრიცხვა – (EXL + PDF);
12. ექსპერტიზები და სხვა ფაილები (PDF);
13. ფოტორენდერები – (JPEG / PNG);
14.ენერგოეფექტურობის დეკლარაცია((PDF ბეჭდით).

ელ. ვერსია საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ასევე, „ქალაქის არქიტექტურის სამსახური“-ს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ცალკე ფაილად.

სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნაბეჭდი სახით - ალბომი A3 ფორმატით (4 ოთხი ეგზემპლარი) შპს „საქართველოს მელიორაციის" სათაო ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის 01 დეკემბრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების მსგავსი/ანალოგიური მომსახურების დასრულებული (საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება) გამოცდილება.

მსგავსი/ანალოგიური მომსახურება გულისხმობს საზოგადოებრივ-საოფისე ან/და საცხოვრებელი-მრავალფუნქციური პროექტის მომზადებას.

ასევე პრეტენდენტს გამოცდილება უნდა ჰქონდეს პროექტირების სრული ციკლის მართვაში, ისეთი როგორიცაა არქიტექტურული, კონსტრუქციული,საინჟინრო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

პრეტენდენტს 2020 წლის 01 დეკემბრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს 1 პროექტის ფარგლებში არანაკლებ 150 000,00 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების პროექტი.
ზემოაღნიშნულის გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია.

დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება:
- მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ებ)ის ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, მომსახურების შინაარსი და მომსახურების ღირებულება);
- მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს.
- იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“
- იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
- წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს გაწეული მომსახურების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული დანართი N1 - ფასების ცხრილი EXCEL ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1. შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.5 for a partnership

დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის:
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ა) საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
ბ) საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა.
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით.
დ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
ვ) შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას.
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
თ) მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამოთხოვის პირობების დადგომისას, შესაბამისი თანხა ჩარიცხოს შემსყიდველის საბანკო ანგარიშზე და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს, ხელშკერულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ მოითხოვება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (ავანსის) გადახდის თაობაზე. წინასწარ გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20%.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ავანსის სახით ჩასარიცხი თანხის მიზნობრიობის დასაბუთება (მიმწოდებლის წერილი).
3. ავანსის გადახდის თაობაზე წერილობით მოთხოვნასთან ერთად, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, იმის დასტურად რომ იგი რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში, ასევე, ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით იკვეთება, რომ მიმწოდებელი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მიმწოდებელს ერიცხება სალდირებული დავალიანება, ავანსის გადახდის საკითხს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, გადაწყვეტს შემსყიდველი.
4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწეს

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru