სენაკის რაიონული პროკურატურა (სენაკი, რუსთაველი ქუჩა N249). მიწის (უძრავი
ქონების) საკადასტრო კოდი N 44.01.31.254.
პროექტირება უნდა განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. (იხ.
თანდართული ფაილი).
საპროექტო მომსახურება მოიცავს 3 ეტაპს.
პირველ ეტაპი:
1. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მომწოდებელი ვალდებულია გავიდეს
საპროექტო ობიექტზე, ჩაატაროს საკვლევაძიებო სამუშაოები, კერძოდ
საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევები. უნდა მომზადდეს
განმარტებითი ბარათი, საინჟინრო-გეოლოგიური (საჭიროების შემთხვევაში
ჰიდროლოგიური) კვლევები, სადაც ასახული იქნება ტერიტორიის
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები და შესაბამისი დასკვნა. უნდა
გაკეთდეს მინიმუმ 2 შურფი, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა,
ლითოლოგიური ჭრილი, ობიექტის გეოლოგიური აღწერა, გეოლოგიური
დასკვნა-რეკომენდაცია, რის შედეგადაც ანგარიშის სახით წარმოდგენილი
იქნას ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ყველა მისი
ფიზიკო-მექანიკური, გეოლოგიური, ჰიდრავლიკური და მეტეოროლოგიური
მახასიათებლები.
2. მოამზადოს საპროექტო ტერიტორიის ტოპო და ორთო ფოტოები, სადაც
დატანილი იქნება ტერიტორიაზე არსებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კომუნიკაციები.
3. მოახდინოს შენობის საძირკველის, მზიდი კონსტრუქციების, გადახურვის
ფილების, კედლების, კვანძების არსებული მდგომარეობის შესწავლა.
4. ჩატარებილი საინჟინრო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევის
საფუძველზე მოახდინოს შენობის არათანაბარი ჯდენების და გადახრების
გეოდეზიური ანათვლები, დეფორმაციათა და ბზართა ფოტოფიქსაცია; მუშა
ნახაზების შედგენა საჭირო მოცულობით.
5. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
თბოტრასა, მაღალი ძაბვის და კავშირგამბულობის კაბელები და ა.შ.),
მდგომარეობის შესწავლა და მათი დატანა სიტუაციურ გეგმაზე,
მეორე ეტაპი:
კონსტრუქციული ნაწილი
1.კონსტრუქციული ნაწილის განმარტებითი ბარათი, სადაც აღწერილი უნდა
იყოს საპროექტო გადაწყვეტილებები, კონსტრუქციული გადაწყვეტილებების
დასაბუთება/სათანადო ანგარიშები, დატვირთვების და საანგარიშო
მონაცემების მითითებით.
2.კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები, სქემები, დეტალები, კვანძები.
3.სამუშაოების და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
4.განმარტებითი ბარათი დასკვნა–რეკომენდაციებით;
5.აღდგენა-გამაგრების მეთოდები სქემების წარმოდგენით;
აღდგენა-გამაგრების ტექნიკურ– ეკონომიკური დასაბუთება, საერთო
ვარგისიანობის ინდექსიდან („სვი“) გამომდინარე;
6.სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ტექნოლოგია (თანმიმდევრობა ეტაპების
მიხედვით და პროკურატურის შენობაში მომუშავეთა და
მიმსვლელ-მომსვლელთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების
უზრუნველყოფა);
7.აღდგენა-გამაგრების სამუშაოების კონსტრუქციული პროექტები (მუშა
ნახაზები, ჭრილები, დეტალები და სპეციფიკაციები), საჭიროების
შემთხვევაში – ანგარიშების წარმოდგენა.
8. ზედაპირული წყლების წყალგადამყვანი სისტემის მოწყობის ნახაზები.
არქიტექტორული ნაწილი (საჭიროების შემთხვევაში)
სახურავის გადახურვის, რეაბილიტაცია,
ფასადის რეაბილიტაცია,
ქვაფენილის რეაბილიტაცია,
სანიაღვრე სისტემის მოწყობა,
ოთახების და დერეფნების რეაბილიტაცია
სუსტი დენების გაყვანილობის რეაბილიტაცია
გათბობის სისტემის რეაბილიტაცია
უნდა განისაზღვროს თუ რამდენი სახანძრო სტენდია საჭირო პროკურატურის
შენობის გარეთ, სად უნდა განთავსდეს ისინი, განისაზღვროს მისი
ტექნიკური მახასიათებელები და მათი მოწოდების ღირებულება
ხარჯთაღრიცხვაში,
უნდა განისაზღვროს და დაპროექტდეს ავარიული განათების რაოდენობა და
ადგილმდებარეობა, შესაბამისად განისაზღვროს მათი ადგილმდებარეობა
პროექტში, მისი მოწყობის და განათებისათვის აუცილებელი კომპონენტები,
როგორც პროექტში, ასევე ხარჯთაღრიცხვაში.
სახარჯთაღრიცხვო ნაწილი:
სახარჯთაღრიცხვო ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს სამშენებლო ობიექტის სატიტულო სიას, გამოყენებული
დოკუმენტების ჩამონათვალს და ინფორმაციას დანარიცხების
გაანგარიშების წესის შესახებ (გაუთვალისწინებელი ხარჯები,ზედნადები
ხარჯები, გეგმიური დაგროვება, ტერიტორიის მომზადება, დასხვა);
მშენებლობის კრებსითი ხარჯთაღრიცხვა;
საობიექტო ხარჯთაღრიცხვები;
ლოკალური ხარჯთაღრიცხვები,
დეფექტური აქტი სამშენებლო ტენდერის გამოსაცხადებლად
ხარჯთაღრიცხვასა და დეფექტურ აქტში არ უნდა იკვეთებოდეს კონკრეტული
ბრენდი, უნდა არსებობდეს არანაკლებ ორი სახეობის ალტერნატივა -
ტექნიკური სპეციფიკაციები ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა
მოიცავდეს სამშენებლო ტენდერში მონაწილეთათვის/კონტრაქტორისათვის
ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს
(ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და
მოწყობილობადანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის
მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის.
მშენებლობის ორგანიზაციის ნაწილი:
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელშიც
მოცემულიიქნება ინფორმაცია ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის,
ენერგო, მატერიალურ და შრომით რესურსებზე, სასაწყობო და
საყოფაცხოვრებო ფართებზე მოთხოვნილების შესახებ.განმარტებით ბარათში
მოყვანილი იქნება აგრეთვე აუცილებელი უსაფრთხოების ტექნიკისა და
გარემოსდაცვითი ღონისძიებანი სამშენებლო გენერალური გეგმა დროებითი
დახურული საწყობები და ღია სასაწყობო მოედნები, დროებითი გზები და სამშ.
ტექნიკის სამანევრო მოედნები, დროებითი ელექტრო და წყალსადენის
ქსელები, ტერიტორიის განათებადა სხვ.) ჩვენებით.
ობიექტის რეაბილიტაციის კალენდარული გრაფიკი
სპეციფიკაციების ნაწილი:
სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაოთა პროცესების თანმიმდევრობითი
დეტალური აღწერა ტექნოლოგიური თავისებურებების მითითებით, მათი
შესრულების ხარისხობრივი კონტროლის განხორციელების მიზნით;
სპეციფიკაციების უნდა დამუშავდეს საპროექტო დოკუმენტაციის ყველა
ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილისათვის.
საერთო მოთხოვნები:
საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა
იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით.
საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთარციხვო დოკუმენტაციის მომზადებისას
მაქსიმალურად გათვალისწინებულ უნდა იყოს:
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის N732 დადგენილება, ტექნიკური
რეგლამენტი: „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების
თაობაზე; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №52 დადგენილება:
„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი
ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების
შესახებ“.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარის №41 დადგენილება: „ტექნიკური
რეგლამენტის „შენობანაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების
თაობაზე“;
მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს
მთავრობის 2007წ. 28 მარტის N62 დადგენილება;
მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
2014წ. 27 მაისის N361 დადგენილების მოთხოვნებს
საქართველოს კანონმდებლობით მოქმედი სხვა რეგულაციები, რომელიც
უკავშირდება საინჟინრო-საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო-სამშენებლო
რეგულირების სფეროებს. საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადების მიმდინარეობისას ახალი რეგულაციების
წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებელია მათი გათვალისწინება.
მესამე ეტაპი:
საავტორო ზედამხედველობა:
სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო,
სამუშაოების საავტორო ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირების
პერმანენტული პროცესი, რომელიც ხორციელდება სამშენებლო ობიექტზე
გასვლის დღიდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ძირითადად
მოიცავს სამუშაოთა შესრულების შესაბამისობას საპროექტო და
ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან,
ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სამუშაოთა წარმოების გრაფიკთან.
პროექტში გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირება და მათი აღმოფხვრის
რეკომენდაციები. საავტორო ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სხვა მოთხოვნები:
საპროექტო დოკუმენტაციას, კერძოდ გეოლოგიურ, გეოდეზიურ კვლევებს,
კონსტრუქციულ ნაწილს და ხარჯთაღრიცხვას უნდა ახლდეს შესაბამისი
ინსპექტირების დასკვნები. ინსპექტირება შესაძლებელია ჩატარებული
იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს ან სხვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ.
საჭიროების შემთხევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს
წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მზა
დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოსთან შესათანხმებლად.
ხარვეზისა და წუნის გამოვლენის ან/და პროექტის შესაბამისობაში
მოყვანის საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებული ვალდებულია საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოს შესწორებული სრულყოფილი საპროექტო
დოკუმენტაციის წარმოდგენა.