Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги радио и телевидения (Грузия - Тендер #69187397)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 69187397
Дата публикации: 09-12-2025
Сумма контракта: 25 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022876
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.12.2025 17:32
Начало приема предложения 15.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 25`900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92200000-Услуги радио и телевидения
Коды классификатора
  • 92224000 - Услуги цифрового телевидения
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
ციფრული ტელევიზიით უზრუნველყოფის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 259.00 GEL
Размер гарантии 259 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona chkhikvadze - gatikashvili :: 08.12.2025 16:20
  • Последнее исправление: teona chkhikvadze - gatikashvili :: 09.12.2025 17:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659574&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ციფრული ტელევიზიით უზრუნველყოფის მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის არაუმეტეს 50 წერტილის დეკოდერების საშუალებით 24 საათიანი, უწყვეტი და შეუფერხებელი, მათ შორის HD (მაღალი გარჩევადობის) ხარისხის, სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემი სერვისით მომსახურება.
• მაუწყებლობის გადაცემა უნდა განხორციელდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით.
• მიმწოდებელმა მომსახურების განხორციელების მიზნით უნდა უზრუნველყოს ციფრული ტელევიზიის ინსტალაცია/მონტაჟი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
• პრეტენდენტის მიერ დაინსტალირებული/დამონტაჟებული უნდა იყოს იმდენი წერტილი, რაც განსაზღვრული იქნება შემსყიდველის მოთხოვნაში (არაუმეტეს 50 წერტილი) ციფრული ტელევიზიით უზრუნველყოფის მომსახურების მისაღებად.
• დეკოდერების შემსყიდველისათვის დროებით სარგებლობაში გადმოცემა უნდა განხორციელდეს უფასოდ.
• მაუწყებლობას უნდა გააჩნდეს ვიდეოთეკა, ეთერის მართვის შესაძლებლობა (გადახვევა, დაპაუზება), არხების მთლიანი ჩამონათვლიდან არხების მონიშვნის შესაძლებლობა, არხების ცალკე პროფილის შექმნის შესაძლებლობა.
• სატელევიზიო მაუწყებლობა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 არხს (მათ შორის: BBC world News, CNN), აქედან არანაკლებ 50 ქართულ არხს (მათ შორის: პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, GDS, TV პირველი, Euronews Georgia;).
• მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ხარისხთან მიმართებაში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღის განმავლობაში.
• შემსყიდველს უფლება აქვს თითოეულ წერტილზე მომსახურება ნებისმიერ დროს შეაჩეროს (მისთვის სასურველი ვადით, განახლება უფასოდ) ან/და შეწყვიტოს. მომსახურების შეჩერების ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს სააბონენტო გადასახადის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშვება.
შენიშვნა:
პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების ფარგლებში წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული ქართული და უცხოური არხების ზუსტი რაოდენობების და დასახელებების მითითებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 4 იანვრისა) 24 (ოცდაოთხი) კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველდღიურად.
1.4.2 - მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 4 იანვრამდე შემსყიდველის მოთხოვნაში დაფიქსირებული წერტილების რაოდენობის შესაბამისად, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება, მათ შორის შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დაფიქსირებული ინსტალაცია/მონტაჟი, ხოლო 2026 წლის 4 იანვრის შემდგომ, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი წერტილების ინსტალაცია/მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი:
- ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21 (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შენობის მესამე სართულის სასერვერო ოთახში).
- ქ.თბილისი, ჭირნახული №9 (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასაწყობე ბაზა“).

technical requirements

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული სააბონენტო მომსახურების/წერტილების შესაბამისად, არასრული თვის შემთხვევაში გადასახდელი თანხა გაანგარიშებული იქნება დღეთა პროპორციულად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად. ხოლო ინსტალაციის ღირებულება ანაზღაურდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ფაქტიურად დაინსტალირებული წერტილების რაოდენობის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული სააბონენტო მომსახურების/წერტილების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 23 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად. ინსტალაციის ღირებულება ანაზღაურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ჩხიკვაძე - გათიკაშვილი, 577627972, t.chkhikvadze@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: თეონა ჩხიკვაძე-გათიკაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 262).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 25 900,00 (ოცდახუთი ცხრაასი) ლარი, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.
10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
10.3.2 ინფორმაცია ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ (ქართული და უცხოური არხების ზუსტი რაოდენობების და დასახელებების მითითებით) (პუნქტი 1.2).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru