ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი დ ა ვ ა ლ ე ბ ა
1. ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება
გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ
შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების
მიტანას;
2. ცხრილი N1-ში მითითებული გზავნილების რაოდენობა სავარაუდოა,
შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს აღნიშნული
რაოდენობების სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების
განმავლობაში;
3. სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა
განხორციელოს ცხრილი №1-ის (ფასთა ცხრილი) შესაბამისად.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
გზავნილის გადაცემიდან, გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს:
ა) საქართველოს რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის
ვადაში;
ბ) საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში.
5. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა
პირი ადგილზე არ იმყოფება, კურიერმა უნდა დაუტოვოს შეტყობინება სადაც
მითითებული იქნება-გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და
გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რომლის განმავლობაშიც
შეეძლება ადრესატს გზავნილის გატანა. პროგრამის საშუალებით აცნობოს
შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ
განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. სერვის ცენტრში გზავნილის
შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ დღეს, აღნიშნული ვადის
გასვლისთანავე გზავნილი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს შემსყიდველს.
ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური
მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის
რეკვიზიტებით;
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის
განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და
შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა,
შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე
ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს გზავნილების მოძრაობის
ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება „თრექინგი“ და ნებისმიერი სტატუსის
ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ
სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად);
გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების
რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი
გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა
აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი
ამობეჭდვა.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის და საჭირო შესაფუთი
მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
8. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება,
შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს
(საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში
შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი
ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს
შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:30
საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 12:00 საათისა.
9. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა
გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს
მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის
დროული ინფორმირებით;
10. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
11. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ,
რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად;
12. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით;
13. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქვეყანა, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი);
14. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე
შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები
რაოდენობისა და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
15. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის; დამკვეთის მოთხოვნის
შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის
შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის;
16. ადრესატის მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში
მიმწოდებელი (შემდეგში კურიერი) ვალდებულია გზავნილის ჩაუბარებლობის
დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის კომენტარი, სადაც მაქსიმალურად
დეტალურად უნდა აღიწეროს ის ფაქტობრივი მახასიათებლები რაც
კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ ინფორმაციას
დაადასტურებს;
17. გზავნილის მიმღების (ადრესატის) მითითებულ მისამართზე არყოფნის
შემთხვევაში ან/და მისამართის დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი
ვალდებულია ადრესატთან მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია (კონვერტზე
მითითებულ ტელეფონის ნომერზე);
18. მიმწოდებლის მიერ ჩაუბარებელი გზავნილების შემსყიდველთან
დაბრუნება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
19. დაბრუნებული წერილები უნდა აღირიცხოს რეესტრით, რომლის სავალდებულო
რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღების დასახელება, უკან
დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი
ორგანიზაციის დასახელება.
20. გზავნილის ჩაბარებულის სტატუსი უნდა მოიცავდეს: სტატუსი ჩაბარდა,
ჩაბარების თარიღი, ჩამბარებლის სახელი და გვარი; ჩამბარებლის სტატუსი
(პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია)
ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა. კურიერის სახელი და გვარი.
21. გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა მოიცავდეს: სტატუსი
ჩაუბარებელი; ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი, არასწორი ან არასრული
მისამართი,უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი,
სახელი და გვარი)აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ჩაუბარებლობის
კომენტარი,კურიერის სახელი და გვარი/
22. ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ასახვა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ
სისტემაში;
23. მიმწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა
თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ
პროგრამასთან. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი
ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით 10 სამუშაო დღის ვადაში
მოახდინოს პროგრამულ უზრუნველყოფაში ყველა აუცილებელი ცვლილების
შეტანა, რათა შესაძლებელი იყოს გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა.
აღნიშნული ვადის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან
შეთანხმებით.
24. თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან
გამომდინარე, ერთეულის ფასები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის
სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი
და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც.
შენიშვნა:
ცხრილი №1-ში (ფასთა ცხრილი) მოცემული გზავნილების და ამანათების
რაოდენობა არის საორიენტაციო. ხელშეკრულების მიმდინარეობისას
შესაძლებელია რომელიმე ნაწილში არ იყოს სრულად გამოყენებული ან/და
მოხდეს გადაჭარბებით გამოყენება, რამაც არ უნდა გამოიწვიოს
ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში ცვლილების
შეტანის აუცილებლობა და მომსახურების განხორციელების შეზღუდვა.