Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69187383)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khashuri Municipality
Номер конкурса: 69187383
Дата публикации: 09-12-2025
Сумма контракта: 15 707


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022846
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.12.2025 16:38
Начало приема предложения 15.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 15`707.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
  • 64110000 - Почтовые услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო - საკურიერო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок -
Шаг снижения цены 180.00 GEL
Размер гарантии 157 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nunu gotsiridze :: 09.12.2025 15:16
  • Последнее исправление: tinatin khachidze :: 09.12.2025 16:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659852&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო - საკურიერო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი დ ა ვ ა ლ ე ბ ა

1. ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას;
2. ცხრილი N1-ში მითითებული გზავნილების რაოდენობა სავარაუდოა, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს აღნიშნული რაოდენობების სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
3. სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განხორციელოს ცხრილი №1-ის (ფასთა ცხრილი) შესაბამისად.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან, გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს:
ა) საქართველოს რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
ბ) საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

5. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, კურიერმა უნდა დაუტოვოს შეტყობინება სადაც მითითებული იქნება-გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რომლის განმავლობაშიც შეეძლება ადრესატს გზავნილის გატანა. პროგრამის საშუალებით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. სერვის ცენტრში გზავნილის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ დღეს, აღნიშნული ვადის გასვლისთანავე გზავნილი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს შემსყიდველს. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით;
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება „თრექინგი“ და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის და საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
8. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:30 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 12:00 საათისა.
9. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
10. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
11. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად;
12. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით;
13. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქვეყანა, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი);
14. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
15. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის; დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის;
16. ადრესატის მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებელი (შემდეგში კურიერი) ვალდებულია გზავნილის ჩაუბარებლობის დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის კომენტარი, სადაც მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღიწეროს ის ფაქტობრივი მახასიათებლები რაც კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებს;
17. გზავნილის მიმღების (ადრესატის) მითითებულ მისამართზე არყოფნის შემთხვევაში ან/და მისამართის დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ადრესატთან მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია (კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე);
18. მიმწოდებლის მიერ ჩაუბარებელი გზავნილების შემსყიდველთან დაბრუნება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
19. დაბრუნებული წერილები უნდა აღირიცხოს რეესტრით, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღების დასახელება, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება.
20. გზავნილის ჩაბარებულის სტატუსი უნდა მოიცავდეს: სტატუსი ჩაბარდა, ჩაბარების თარიღი, ჩამბარებლის სახელი და გვარი; ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია) ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა. კურიერის სახელი და გვარი.
21. გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა მოიცავდეს: სტატუსი ჩაუბარებელი; ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი, არასწორი ან არასრული მისამართი,უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და გვარი)აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ჩაუბარებლობის კომენტარი,კურიერის სახელი და გვარი/
22. ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ასახვა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში;
23. მიმწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ პროგრამასთან. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით 10 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს პროგრამულ უზრუნველყოფაში ყველა აუცილებელი ცვლილების შეტანა, რათა შესაძლებელი იყოს გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა. აღნიშნული ვადის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით.
24. თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც.

შენიშვნა:

ცხრილი №1-ში (ფასთა ცხრილი) მოცემული გზავნილების და ამანათების რაოდენობა არის საორიენტაციო. ხელშეკრულების მიმდინარეობისას შესაძლებელია რომელიმე ნაწილში არ იყოს სრულად გამოყენებული ან/და მოხდეს გადაჭარბებით გამოყენება, რამაც არ უნდა გამოიწვიოს ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა და მომსახურების განხორციელების შეზღუდვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში (2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე) პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ შესყიდვის ობიექტის ღირებულების 100%-ის ოდენობის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №1-ის შესაბამისად;
2. პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს (საფოსტო და საკურიერო მომსახურების) გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ები)ის ფარგლებში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მ-ჩ აქტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა).
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

სატენდერო დოკუმენტაციის გაფასებული ცხრილი N1 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იქნას (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ან/და უფლებამოსილი პირის მიერ (უფლებამოსილი პირის შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის/ აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
2. ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემდეგ მიწოდებული გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის/სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია კანთელაშვილი, 599112976, khashuri.sheskidvebi@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით ანდა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის აპარატში

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru