შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ცენტრის“
მოვლა-პატრონობის, დალაგება-დასუფთავების, ლიფტის მოვლა-პატრონობის
მომსახურება.
1. შესყიდვის ობიექტის მოცულობა:
შენობის საოფისე და არასაოფისე ფართი - 185კვ.მ;
ფანჯრების რაოდენობა - 11 ცალი;
სველი წერტილების რაოდენობა - 2 ცალი;
ერთ სანათიანი ჭაღების რაოდენობა - 38 ცალი;
ლიფტი შშმ პირებისთვის - 1 ცალი;
კონდიციონერის რაოდენობა - 5 ცალი.
ტექნიკური პირობები
2. გასაწევი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების
სრული აღწერა:
2.1. დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას
გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით;
2.2. ჭერისა და კედლის დასუფთავება – ჭერის და კედლების (მათ შორის სანათი
მოწყობილობების) გაწმენდა სველი ჩვრით შესაბამისი ხსნარის
გამოყენებით, წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე. საფარზე
არსებული ხილული ლაქების და ჭუჭყის დასუფთავება;
2.3. საოფისე ავეჯის წმენდა – მტვრის გაწმენდა ყოველდღიურად, ნათითურების,
ჭუჭყის, ლაქების მოცილება ავეჯის ზედაპირებიდან და ა.შ. სკამების,
სავარძლების და პუფების დასუფთავება მტვრის, დაღვრილი ნივთიერებებისა
და ლაქებისაგან;
2.4. კომპიუტერებისა და ორგ. ტექნიკის წმენდა – ზედაპირების ყოველდღიური
დასუფთავება და გაპრიალება. მტვრის, ჭუჭყის და ნათითურების მოცილება;
2.5. სხვადასხვა მყარი იატაკების და იატაკის კუთხეების (მეთლახი, პარკეტი
და ა.შ) დასუფთავება – იატაკების ყოველდღიური დაგვა და სპეციალური
ხსნარის და ტილოს საშუალებით მოწმენდა. მტვრის, ლაქების, ღრმად ჭუჭყის
მოცილება;
2.6. ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა – მინისებური
ზედაპირებიდან და ფანჯრებიდან ყოველდღიურად მტვრის და ხილული ლაქების,
ნათითურების მოცილება. ფანჯრის თაროების დასუფთავება;
2.7. ლიფტის დასუფთავება – ლიფტის ყოველდღიური დასუფთავება. იატაკის,
სანათი მოწყობილობის, კაბინის პრიალა ზედაპირის, სარკის, უჟანგავი
ლითონისა და მსგავსი ზედაპირებიდან ნათითურების, ხილული ლაქების
მოცილება და გაპრიალება;
2.8. სველი წერტილების დასუფთავება – ყოველდღიურად სველი წერტილების
დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით. ნიჟარების,
იატაკების, კედლების, სარკეების დასუფთავება-გაპრიალება. იატაკზე
განთავსებული არხების და საცობების დასუფთავება. საწმენდი მასალების
და ჰიგიენური საშუალებების (ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი,
თხევადი/მყარი საპონი) ნარჩენებისაგან სველი წერტილების დასუფთავება.
სასაპნეების, ონკანების და ხელსაბანის გაპრიალება.
2.9. ნაგვის ვედროების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების განთავსება და
ნაგვის გატანა ყოველდღიურად, ნაგვის ვედროების დასუფთავება ლაქებისა
და ჭუჭყისაგან.
3. დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების აღწერილობა:
3.1. დასუფთავების მომსახურების გაწევისას გამოყენებულ უნდა იქნეს
ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები;
3.2. იმ ადგილებისათვის, სადაც ქიმიური ხსნარების მიმართ ალერგიული
დამოკიდებულებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია დასუფთავების
ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც გამოიყენება ცხელი
წყლის და ორთქლის გენერატორები;
3.3. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ,
მიმწოდებლისთვის შენობაში გამოიყოფა ფართი, საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების (სხვადასხვა სახის
დასუფთავებისათვის საჭირო სარეცხი, საწმენდი და სხვადასხვა
სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები) მარაგის დასაწყობებისათვის.
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
4.1. სამუშაო დროის დაწყებამდე (09:00 საათი) ნახევარი საათით ადრე მის
სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ყოველდღიური, ძირითადი
სამუშაოების დასრულება. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
დასუფთავების მომსახურება შრომის კოდექსით გათვალისიწინებულ უქმე
დღეებში. ოპერატიული დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს
ყოველდღიურად დასუფთავების მიმდინარე სამუშაოების დასრულების
შემდეგ;
4.2. ახალგაზრდული ცენტრის საოფისე ფართის დალაგება-დასუფთავების
მომსახურების გაწევის მიზნით ერთი პერსონალის მომსახურება, რომელიც
იზრუნებს ცენტრში სისუფთავის შენარჩუნებაზე. დამლაგებელმა უნდა
უზრუნველყოს დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების
ოპერატიულად აღმოფხვრა და სისუფთავის შენარჩუნება შენობის
განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
4.3. მომსახურე პერსონალის აღჭურვილობით, ინვენტარით და სახარჯი მასალით
სრულყოფილი მომარაგება;
4.4. შენობაში/სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო
ნორმების დაცვა, შენობის (ლიფტის ჩათვლით) ყოველდღიური დასუფთავება და
ნაგვის გატანა (ოთახების, ფანჯრების ორმხრივი, კარფანჯრის ჩარჩოების,
კიბის უჯრედის, იატაკის რეცხვა-წმენდა), ყოველდღიურად უზრუნველყოს
დამლაგებლის მომსახურება, სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვა, მათ შორის მათი აღჭურვა ტუალეტის ქაღალდებით, ხელის
საწმენდი ქაღალდით, თხევადი საპნებით, ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით
და ურნაში ჩასაფენი პარკებით, ხელსაწმენდი ქაღალდების, ტუალეტის
ქაღალდების და თხევადი საპნის აპარატებით (დისპენსერები) და ურნებით
უზრუნველყოფა;
4.5. შენობაში არსებული ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობის,
წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის და სხვა კომუნალური
სისტემების გამართული ფუნქციონირება, ამ მიზნით ელექტრიკოსისა და
სანტექნიკის მომსახურების უზრუნველყოფა წარმოშობლი საჭიროებიდან
გამომდინარე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის
განმავლობაში 3-3 გამოძახება;
4.6. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯებით შეასრულოს
სამეურნეო და ტექნიკური სახის შეკეთება, ელექტრო-მოწყობილობების,
სანგაყვანილობების, სამეურნეო საქონლის შეძენა-შეცვლა-შეკეთება, ასევე
ჩამრთველების, საკეტების, ანჯამების (პეტლი), ნათურების, სველი
წერტილების ინვენტარების, ელექტრო, წყლის, კანალიზაციის, გათბობის და
სხვა გაყვანილობების შეძენა-შეცვლა-შეკეთება (დაუშვებელია არსებულზე
დაბალი ხარისხის საქონლით შეცვლა);
4.7. მუშა/მტვირთავის მომსახურების უზრუნველყოფა წარმოშობილი
საჭიროებიდან გამომდინარე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026
წლის განმავლობაში 5 გამოძახება.
4.8. ლიფტის გამართული მუშაობის სისტემატური კონტროლი, მექანიზმების
დაზეთვა, ნაწილების რეგულირება, ელექტროსისტემის შეკეთება
(ძვირადღირებული კაპიტალური რემონტის და მასალების გარეშე, არაუმეტეს
500 ლარისა წარმოშობილი საჭიროების დროს, მათ შორის ჰიდრავლიკური ლიფტის
კარის სენსორის შეძენა-მონტაჟი).
4.9. წელიწადში ორჯერ ახალგაზრდულ ცენტრში არსებული რბილი ავეჯის
ქიმიური გზით დამუშავება (ქიმწმენდა).
4.10. ახალგაზრდული ცენტრის სივრცის მტვერსასრუტით ყოველდღიური
წმენდა.
პრეტენდენტის ხელმოწერა ------------------------