1. შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ასლგადამღები აპარატის, Konica Bizhub
654-ის ყველა საჭირო სახარჯი მასალით (გარდა საბეჭდი ქაღალდის) და
შეკეთების სერვისით უზრუნველყოფა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის
31 დეკემბრის ჩათვლით.
2.უნივერსიტეტისთვის დროებით სარგებლობაში (ხელშეკრულების
გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) დამატებით 8 ცალი მაღალი
წარმადობის მულტიფუნქციური ასლგადამღები აპარატის გადმოცემა და
ყველა საჭირო სახარჯი მასალით (გარდა საბეჭდი ქაღალდის)
უზრუნველყოფა.
ა. შავ-თეთრი ბეჭდვა/კოპირება, (A4) – მაქსიმუმ 2000000 (ორი მილიონი) გვერდი;
ბ. ფერადი ბეჭდვა/კოპირება, (A4) – მაქსიმუმ 5000 (ხუთი ათასი) გვერდი;
გ. სკანირება (A5-A3) - მაქსიმუმ 500000 (ხუთასი ათასი) გვერდი;
(A3 ფორმატის ბეჭდვის/კოპირების საფასური დაითვლება როგორც ორი A4
ფორმატის ბეჭდვის/კოპირების ღირებულება, ხოლო ორი A5 ფორმატის ანაბეჭდი
დაითვლება როგორც ერთი A4).
ამობეჭდილი/დაკოპირებული და დასკანირებული გვერდების რაოდენობის
კონტროლი უნდა განხორციელდეს მოწყობილობის ელექტრონული მრიცხველის
საშუალებით, რომლის დამონტაჟება ასლგადამღებ მოწყობილობებზე უნდა
უზრუნყველყოს მიმწოდებელმა.
მომსახურების გაწევის მიზნით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა
საკუთარი ხარჯებით, ტრანსპორტირების ჩათვლით უნივერსიტეტის სამუშაო
სივრცეში ასლგადამღები აპარატების განთავსება (თანმდევი ტექნიკური
მომსახურებით და მონტაჟით) და აღნიშნული აპარატების გამართულად
ფუნქციონირება კვალიფიციური სერვისი და სახარჯი მასალებით
უზრუნველყოფა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. დროებით
სარგებლობაში გადმოცემული ტექნიკის ფიზიკური დაზიანების
შემთხვევაში, მოხდება მიყენებული ზარალის ანაზღაურება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მომსახურების შეუფერხებელი გაწევის მიზნით ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის
შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს
მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“.
„მიმწოდებელი“ მისი წარმომადგენლის მიერ, საკუთარი ხარჯებით
(ტრანსპორტირების ჩათვლით) შეტყობინებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო
დღის ვადაში ახდენს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას მათ შორის
დაზიანებული დეტალის გამოცვლა/შეკეთებას და სახარჯი მასალებით
უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში თუ 2 (ორი) სამუშაო დღეში ასლგადამღები
აპარატის შეკეთება ვერ ხერხდება, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს
იგი სხვა ტექნიკურად გამართული მის მიერ შემოთავაზებული ტექნიკის
მსგავსი, ან გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე გამართული
აპარატით 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და უზრუნველყოს
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისი გამართული მუშაობა,
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
უნივერსიტეტის კუთვნილი ასლგადამღები აპარატის მწყობრიდან გამოსვლის
შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაანაცვლოს საკუთარი ხარჯებით
ტრანსპორტირების ჩათვლით იგი სხვა ტექნიკურად გამართული მის მიერ
შემოთავაზებული ტექნიკის მსგავსი, ან გაუმჯობესებული
მახასიათებლების მქონე გამართული აპარატით 5 (ხუთი) სამუშაო დღის
განმავლობაში.
უნივერსიტეტისთვის დროებით სარგებლობაში გადმოსაცემი შავ-თეთრი
მაღალი წარმადობის მულტიფუნქციური ასლგადამღები მოწყობილობის
მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან „მსგავსი“,
„ეკვივალენტური“:
ა) ერთი ერთეული შავ-თეთრი მულტიფუნქციური ასლგადამღები
მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
ბეჭდვის მეთოდი: ლაზერული;
ბეჭდვის ფორმატი: A3-A5;
ბეჭდვის და კოპირების სიჩქარე A4: მინიმუმ 55 ppm;
ბეჭდვის და კოპირების ფუნქცია: ორმხრივი;
კოპირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
ბეჭდვის გარჩევადობა: 1200 × 1200 dpi;
სკანირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
სკანირების სიჩქარე A4: მინიმუმ 140/280 გვ/წთ ცალმხრივი/ორმხრივი;
ავტომატური დედნის მიმწოდებელი: მინიმუმ 300 ფურცელი;
დასასკანერებელი ორიგინალის სიმკვრივე: 35–210g/m²;
ქაღალდის უჯრ(ებ)ის ტევადობა: მინ. 1000 ფურცელი;
საბეჭდი ქაღალდის სიმკვრივე: 52-300 გ/მ2;
ბეჭდვის რესურსი თვეში: მინ. 250 000 გვერდი (A4);
სკანირების რეჟიმი: Scan-to-eMail, Scan-to-SMB, Scan-to-FTP, Scan-to-Box, Scan-to- USB,
TWAIN scan;
დასკანირებული ფაილების ფორმატი: PDF, JPEG, TIFF, XPS
მეხსიერება: მინიმუმ 8 გბ;
ინტერფეისი: LAN; USB 2.0;
ოპერაციული სისტემა: Windows, Macintosh OS, Linux;
ბ) ხუთი ერთეული შავ-თეთრი მულტიფუნქციური ასლგადამღები
მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
ბეჭდვის მეთოდი: ლაზერული;
ბეჭდვის ფორმატი: A3-A5;
ბეჭდვის და კოპირების სიჩქარე A4: მინიმუმ 45 ppm;
ბეჭდვის და კოპირების ფუნქცია: ორმხრივი;
კოპირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
ბეჭდვის გარჩევადობა: 1200 × 1200 dpi;
სკანირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
სკანირების სიჩქარე A4: მინიმუმ 80 opm;
ავტომატური დედნის მიმწოდებელი: მინიმუმ 100ფურცელი;
ქაღალდის უჯრ(ებ)ის ტევადობა: მინ. 1000 ფურცელი;
საბეჭდი ქაღალდის სიმკვრივე: 60-300 გ/მ2;
ბეჭდვის რესურსი თვეში: მინ. 50 000 გვერდი (A4);
სკანირების რეჟიმი: Scan-to-eMail, Scan-to-SMB, Scan-to-FTP, Scan-to-Box, Scan-to-
USB, Network TWAIN scan;
დასკანირებული ფაილების ფორმატი: PDF, JPEG, TIFF, XPS;
მეხსიერება: მინიმუმ 2 გბ;
პროცესორი: მინიმუმ 800 MHz;
ინტერფეისი: LAN; USB 2.0;
ოპერაციული სისტემა: Windows, Macintosh OS, Linux;
გ) ერთი ერთეული შავ-თეთრი მულტიფუნქციური ასლგადამღები
მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
ბეჭდვის მეთოდი: ლაზერული;
ბეჭდვის ფორმატი: A3-A5;
ბეჭდვის და კოპირების სიჩქარე A4: მინიმუმ 25 ppm;
ბეჭდვის და კოპირების ფუნქცია: ორმხრივი;
კოპირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
ბეჭდვის გარჩევადობა: 1200 × 1200 dpi;
სკანირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
სკანირების სიჩქარე A4: მინიმუმ 37/80 გვ/წთ ცალმხრივი/ორმხრივი;
ავტომატური დედნის მიმწოდებელი: მინიმუმ 100 ფურცელი;
ქაღალდის უჯრ(ებ)ის ტევადობა: მინ. 1000 ფურცელი;
საბეჭდი ქაღალდის სიმკვრივე: 52-300 გ/მ2;
ბეჭდვის რესურსი თვეში: მინ. 80 000 გვერდი (A4);
სკანირების რეჟიმი: Scan-to-eMail, Scan-to-SMB, Scan-to-FTP, Scan-to-Box, Scan-to- USB, TWAIN scan;
დასკანირებული ფაილების ფორმატი: PDF, JPEG, TIFF, XPS;
მეხსიერება: მინიმუმ 2 გბ;
ინტერფეისი: LAN; USB 2.0;
ოპერაციული სისტემა: Windows, Macintosh OS;
დ) ერთი ერთეული ფერადი მულტიფუნქციური ასლგადამღები მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
ბეჭდვის მეთოდი: ლაზერული;
ბეჭდვის ფორმატი: A3-A5;
ბეჭდვის და კოპირების სიჩქარე A4: მინიმუმ 36 ppm;
ბეჭდვის და კოპირების ფუნქცია: ორმხრივი;
კოპირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
ბეჭდვის გარჩევადობა: 1200 × 1200 dpi;
სკანირების გარჩევადობა: 600 × 600 dpi;
სკანირების სიჩქარე A4: მინიმუმ 37/80 გვ/წთ ცალმხრივი/ორმხრივი;
ავტომატური დედნის მიმწოდებელი: მინიმუმ 100 ფურცელი;
დასასკანერებელი ორიგინალის სიმკვრივე: 35–128g/m²;
ქაღალდის უჯრ(ებ)ის ტევადობა: მინ. 1000 ფურცელი;
საბეჭდი ქაღალდის სიმკვრივე: 52-300 გ/მ2;
ბეჭდვის რესურსი თვეში: მინ. 125 000 გვერდი (A4);
სკანირების რეჟიმი: Scan-to-eMail, Scan-to-SMB, Scan-to-FTP, Scan-to-Box, Scan-to- USB, TWAIN scan;
დასკანირებული ფაილების ფორმატი: PDF, JPEG, TIFF, XPS;
მეხსიერება: მინიმუმ 2 გბ;
ინტერფეისი: LAN; USB 2.0;
ოპერაციული სისტემა: Windows, Macintosh OS, Linux;