1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქონლის ტექნიკური მახასიათებლები
და რაოდენობა - დანართი N1-ის შესაბამისად
2. მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო /სავარაუდო
რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის
ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ
გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია
სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
3.საქონლის ტექნიკური მაჩვენებლები, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და
შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს "საქართველოს სახელმწიფო
სტანდარტებს“. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) სადაც, დაცული უნდა იყოს
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
4. ქათამი - რაოდენობა - 10000 კგ. - ახალი დაკლული, გაუყინავი, თავ-ფეხისა და
შიგნეულის გარეშე, გაუყინავი სუნი სასიამოვნო, კონსისტენცია
ნორმალური, გაყინული და შემდეგ გამღვალი ქათმის ხორცის მიწოდება
დაუშვებელია (თვითოეულ მოწოდებულ პარტია უნდა იყოს ეტიკეტირებული და
თან უნდა ახლდეს ცნობა - ფორმა N2;)
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
4.1 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული "მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
4.2- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340
დადგენილებით დამტკიცებული "ფრინველის ხორცის მარკეტინგული
მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
4.3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4.4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
4.5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების,
გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
4.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
4.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული "ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
4.8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
5. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.
6. საქონლის ხორცი - რაოდენობა - 7000კგ. - ახალი დაკლული, გამორბილული,
გაუყინავი, ცხიმიანობა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, მყესების, ქონისა და
თხელი ნაჭრების გარეშე, ფერი ვარდისფერი, სუნი სასიამოვნო,
კონსისტენცია ნორმალური, გაყინული და შემდეგ გამღვალი ხორცის მიწოდება
დაუშვებელია (თვითოეულ მოწოდებულ პარტია უნდა იყოს ეტიკეტირებული და
თან უნდა ახლდეს ცნობა - ფორმა N2;)
საქონლის ხორცი უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული
(ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
6.2 - საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას,
საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით
დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების
ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული, ვეტერინარული
მოწმობა (ფორმა №2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და
საათი.
6.3 - ხორცი უნდა იყოს, სათანადოდ ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის, 2016
წლის 9 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და
საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული
უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, დაკვლის, დამუშავების, გაყინვის დრო და
ტემპერატურა. ასევე, მითითებული უნდა იყოს, ყველა სავალდებულო ჩანაწერი
მ.შ. საქონლის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება
ვეტერინარულ მოწმობაში (ფორმა№2) დაფიქსირებულ საქონელსა და
დაფასოებულ ხორცს შორის.
6.4 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
6.5 - ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური
მაჩვენებლების მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს, აღნიშნულ სფეროში
არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და
ზღვრებს.
6.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
6.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების,
გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
6.8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
6.9 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
6.10 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული, ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
6.11 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
6.12 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული, „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6.13 - არ უნდა შეიცავდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639
დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი
კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების
მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს.
6.14 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606
დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი
სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი
მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.
!!! მიწოდების დროს პროდუქციის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +6
გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციას არ ჩაიბარებს ბაგა-ბაღის
უფებამოსილი პირი, მომწოდებელს პროდუქცია დაუბრუნდება უკან, უმოკლეს
დროში ახლის ჩანაცვლების ვალდებულებით და დაეკისრება პირგასამტეხლო!!!