Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения (Грузия - Тендер #69187319)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Marabda- Kartsakhi Railway"
Номер конкурса: 69187319
Дата публикации: 09-12-2025
Сумма контракта: 30 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250001277
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.12.2025 14:35
Начало приема предложения 15.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79200000-Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения
Коды классификатора
  • 79200000 - Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения
  • 79210000 - Бухгалтерские и аудиторские услуги
  • 79211000 - Бухгалтерский учет
  • 79212000 - Аудиторские услуги
Срок подачи სატენდერო პირობების შესაბამისად
Дополнительная информация
საფინანსო-აუდიტორული მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო პირობების შესაბამისად
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maka zhuzhunashvili :: 06.12.2025 22:31
  • Последнее исправление: maka zhuzhunashvili :: 09.12.2025 14:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659388&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფინანსო-აუდიტორული მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. მომსახურების ტექნიკური აღწეილობა და ძირითადი პირობები:

1) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკის, აღრიცხვა-ანგარიშგების, საგადასახადო დეკლარირებისა და ფინანსური ანგარიშგების არსებული მეთოდოლოგიის რევიზია და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება და დანერგვის ხელშეწყობა;

2) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს შემსყიდველის ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი აღრიცხვა-ანგარიშგების შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, კერძოდ:
2.1 ყოველთვიურად განახორციელოს პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენის სისწორის შემოწმება;
2.2 ყოველთვიურად განახორციელოს ბუღალტრული ჩანაწერების შემოწმება ტრანზაქციების მიხედვით;
2.3 საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის ოფისში არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (საინვენტარიზაციო კომისიაში მიმწოდებლის წარმომადგენლების მონაწილეობის მიღებით).

3) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს შიდა კონტროლის (მათ შორის-პროცედურებისა და მონაცემთა საინფორმაციო ნაკადების) პროცედურების რევიზია და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია;

4) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, ყოველი საანგარიშო კვარტლის გასვლიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში მოამზადოს შემსყიდველის ბუღალტრული ანგარიშგებათა ფორმები და ამ ფორმებზე თან დასართავი ცნობები და გაანგარიშებები , რომელიც უნდა მოიცავდეს:
• მონაცემებს მესამე პირზე გაცემულ არასაბალანსო ვალდებულებებზე, დავალებებზე და გაანგარიშებებზე;
• მონაცემებს დასაქმებულთა წინაშე ხელფასის გაუცემლობით წარმოქმნილი ვალდებულებების არსებობის (ან არ არსებობის) შესახებ;
• მონაცემებს ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანებების არსებობის (ან არ არსებობის) შესახებ;
• მონაცემებს საწარმოს წმინდა აქტივების შესახებ;
• მონაცემებს გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ძირითადი მუხლების გაშიფვრით;
• მონაცემებს ძირითადი ქონების არსებობისა და ღირებულების შესახებ, აგრეთვე საბრუნავი საშუალებების არსებობისა და მოძრაობის შესახებ;
• საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების გაშიფვრას (შესაბამისი თანხებისა და დაფარვის ვადების ჩათვლით);
• ცნობას საკასო ბრუნვების შესახებ.

5) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს შემსყიდველის წლიური ფინანსური ანგარიშის მომზადება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ წლიური ბრუნვითი ბალანსის მიმწოდებლისთვის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

6) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას შემსყიდველთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობისას წარმოშობილი საკითხების განხილვაში.

7) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს შემსყიდველის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო და ზემდგომ/მაკონტროლებელ ორგანოებში (მათ შორის: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „ქონების ეროვნული სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახური“ და ა.შ.) წარსადგენ სხვადასხვა სახის ინფორმაციების, დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადებაში.

8) მიმწოდებელი კისრულობს შემსყიდველის მიერ 2026 კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველი ფინანსური ანგარიშის მომზადებისა და აუდიტორული შემოწმებისათვის შერჩეულ გარე აუდიტორული კომპანიისათვის გადაცემის, ასევე შემოწმების პერიოდში აუდიტორულ კომპანიასთან ურთიერთობისა და მისი წარმომადგენლებისათვის აუცილებელი განმარტებების მიცემის ვალდებულებას.

9) აუდიტორული შემოწმების შედეგად აღრიცხვა-ანგარიშგებაში ხარვეზ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას გონივრულ ვადაში გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზ(ებ)ი.

10) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი პროფესიული კომპეტენციისა და შემსყიდველის ფინანსური საქმიანობის ფარგლებში, გაუწიოს წერილობითი ან/და ზეპირი კონსულტაციები სხვადასხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშები უნდა მომზადდეს ქართულ და რუსულ ენაზე, ხოლო ტექნიკურ დავალებაში მითითებული სხვა დოკუმენტები უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე. .

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ეტაპები და მათი გაწევის ვადები

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სამ ეტაპად:
- პირველ ეტაპად განისაზღვრება ტექნიკური დავალების 1, 2, 3, 4, 6, 7 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება - მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
- მეორე ეტაპად განისაზღვრება ტექნიკური დავალების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება - მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2027 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 იანვრამდე.
- მესამე ეტაპად განისაზღვრება ტექნიკური დავალების 8 და 9 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება - მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან შემსყიდველის 2026 წლის ფინანსური ანგარიშის გარე აუდიტორული შემოწმების დასრულებამდე (მაქსიმალური ვადა 2027 წლის 31 აგვისტო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ტექნიკური დავალების შესაბამისად

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

სავალდებულოა.

პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანრიდან დღემდე, უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის შედეგად შესრულებული არანაკლებ ორი ხელშეკრულება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სდპ სტატუსის მქონე საწარმოებისათვის; რის დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა სავალდებულოა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები, სარეკომენდაციო წერილები ან სხვა მასთან გათანაბრებული დოკუმენტები) ან/და სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან/და სხვა.

პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია 2.4.1 პუნქტში

გამოცდილების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დიკვალიფიკაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

სავალდებულოა.

მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური არანაკლებ 2 სპეციალისტის მეშვეობით, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საფინანსო სფეროში უმაღლესი განათლება და ამავდროულად თითოეულის გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემული „ა“ ან „ბ“ ვარიანტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

[ ა ]
სპეციალისტს უნდა გააჩნდეს ქვემოთ დასახელებული, ერთი ან რამდენიმე სამუშაოს განხორციელების/თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება:
1. ფინანსური დირექტორი;
2. მთავარი ბუღალტერი;
3. ინფრასტრუქტურული პროექტი, საფინანსო-ეკონომიკური განხრით;
4. „აუდიტის პროექტში“ ხელმძღვანელი ან/და აუდიტორი.

ამასთან, სპეციალისტს უნდა გააჩნდეს ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობებიდან ერთზე ან ჯამურად რამდენიმე მათგანზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, რომელიც უნდა მოიცავდეს 2020 წლიდან შემდგომ პერიოდს.

ინფორმაცია სპეციალისტის შესაბამისი გამოცდილების („ა“ ვარიანტი) არსებობის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას თანდართული ფორმით.

[ ბ ]
სპეციალისტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 „აუდიტის პროექტში“ ხელმძღვანელად ან/და აუდიტორად მუშაობის გამოცდილება. ამასთან, თითოეული პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 45 000 ლარი. გამოცდილება უნდა მოიცავდეს 2020 წლიდან შემდგომ პერიოდს.

ინფორმაცია სპეციალისტის შესაბამისი გამოცდილების („ბ ვარიანტი“) არსებობის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას თანდართული ფორმით.

- შენიშვნა - ტექსტში ნახსენები „აუდიტის პროექტი“ გულისხმობს: საგადასახადო აუდიტს ან/და საფინანსო-აუდიტორული მომსახურების გაწევას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების („ბასს“) შესაბამისად.

მიმწოდებელი უფლებამოსილია მომსახურების გაწევის პროცესში, მხოლოდ დამხმარედ ან/და ასისტენტად მიაღებინოს მონაწილეობა იმ სპეციალისტ(ებ)ს, რომელთა სამუშაოს განხორციელების/თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს.

პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დიკვალიფიკაცია.

2.9 other additional requirements

1. „მიმწოდებელის“ პროფესიული (აუდიტორული მომსახურება, საგადასახადო შემოწმება და კონსულტაციები) პასუხისმგებლობა, არანაკლებ 3 000 000.00 (სამი მილიონი) ლარის საერთო ლიმიტის (აგრეგირებული) ფარგლებში, დაზღვეული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი სადაზღვეო კომპანიის მიერ. სადაზღვეო პოლისით ზიანის ერთჯერადად (თითოეულ შემთხვევაზე) ანაზღაურების ლიმიტი (აუდიტრული მომსახურება, საგადასახადო შემოწმება და კონსულტაციები) უნდა შეადგენდეს არანაკლებ საერთო ლიმიტის (აგრეგირებული) 10%-ს.
შენიშვნა:

აღნიშნულ პოლისი წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის შემდგომ;

2. „მიმწოდებელი“ პასუხისმგებელია მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე და ვალდებულია „შემსყიდველს“ აუნაზღაუროს ნებისმიერი ზიანი, რომელიც მას მიადგება მომსახურების უხარისხობის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულების გამო. ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს სადაზღვეო პოლისით (თანახმად ბუღალტრული არღიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 17.10.2016წ. №12 ბრძანებით დამტკიცებული წესისა), რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ თავის პირველი პუნქტით დადგენილ პირობებთან.

3. „მიმწოდებელი“ ვალდებულია მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა (აუდიტორული მომსახურება, საგადასახადო შემოწმება და კონსულტაციები) დაზღვეული ჰქონდეს ამ თავით განსაზღვრული პირობებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

შენიშვნა:

- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულებით განისაზღვრება ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება, რომლის ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, 14 თანაბარწილად, შემდეგნაირად:

- პირველი ეტაპით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას ეტაპობრივად, 12 თანაბარწილად (ყოველთვიურად), 2026 წლის შესაბამისი თვის მომსახურების გაწევის შემდეგ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

- მეორე ეტაპით განსაზღვრული მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

- 2026 წლის ფინანსური ანგარიშის გარე აუდიტორული შემოწმების დასრულების შემდგომ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაკა ჟუჟუნაშვილი, 591199191, mzhuzhunashvili@mkr.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

1. ფასების ცხრილი 1.3 პუნქტის შესაბამისად;

2. პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;

3. პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.4.1 პუნქტის შესაბამისად;

გამოცდილების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დიკვალიფიკაცია.

4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია;

შენიშვნა:

1. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

3. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

4. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.

7. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru