1 საქონლის ხორცი (რბილი) 8729.60კგ ხორცი უნდა იყოს , ახალი გაუყინავი,
გაცივებული, ძვალგამოცლილი, უცხო სუნის გარეშე. ხორცი უნდა იყოს ახალ
დაკლული. გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია.
მიკრობიოლოგიური, ფიზიო-ქიმიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენბლები
უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთოების
მოთხოვნებს. სისხლისგან დაწრეტილი, მშრალი , სისხლჩაქცევების
გარეშე,დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას
ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს),
ხორცის ახალი განაჭერი სველი მაგრამ არა წებვადი, არ უნდა შეიცავდეს
ძარღვებს, ნეკნებს შორის ამონაჭრებს, ხრტილებს, ქონს, ანათლებს. ხორცის
შენახვის ვადა უნდა იყოს სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან
არანაკლებ 48 საათი+2-+6 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურული რეჟიმის
პირობებში(ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 30% ან 14
საათი). საქონლის ხორცი უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული
(ეტიკეტზე აუცილებლად დადგენილი უნდა იყოს ვეტერინალური მოწმობის
(ფორმა 2) ნომერი, ხორცის გაციების დღე და საათი), საქართველოს მთავრობის 2016
წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქოლის ხორცისა და
საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. ტრანსპორტირება უნდა
განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა- რეფრეჟერატორით (მაცივრით),
სადაც დაცული იქნება შენახვის ტემპერატურული (+2+6 გრადუსი ცელსიუსი)
პირობები და სანიტარულმ ჰიგიენური ნორმები თითოეული მანქანა უნადა
იყოს აღჭურვილი ტეპერატურული რეჟიმის გადამოწმების მექანიზმით-
რეკორდერით.საქონლის ხორცის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა
იქნას საქართველოს მთავრობის 2015წლის 7ივლისის N325 დადგენილებიოთ
დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინალური მოწმობა (
ფორმა 2_), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლი დღე და საათი.
საქონლის ხორცი ტრანსპორტირებისას სატრანსპორტო საშუალებაში უნდა
იყოს დაფასოებული და გადანაწილებული კონტეინერებში შესაბამისი
მარკირებით და საბავშვო ბაღის მითითებით სანიტარულ- ჰიგიენური
ნორმების დაცვით.
2 ქათმის ფილე 3745.600კგ ქათმის ფილე გაუყინავი, არასასიამოვნო სუნის გარეშე,
ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან მისი ვარგისიანობის
შესახებ და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტრანსპორტირება
სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის და ჰიგიენური პირობების დაცვით
(მანქანა-რეფრეჟერატორით).ქათმის ხორცის -ფილეს ყოველ მოწოდებულ
პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც
მითითებული იქნება ქათმის დაკვლის დღე.
ქათმის ფილე ტრანსპორტირებისას სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს
დაფასოებული და გადანაწილებული კონტეინერებში შესაბამისი მარკირებით
და საბავშვო ბაღის მითითებით სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვით.
1. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, კერძოდ:
1.1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილება „საქონლის
ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის
დამტკიცების შესახებ.
1.2.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილება
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“.
1.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილება „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე.
1.4.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილება „სურსათში
ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები
ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
1.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანება ,,სასურსათო ნედლეულისა და
უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამგკიცების
შესახებ.
1.6.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული
ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ
მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური
წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
1.7.უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.8. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის #639 დადგენილება
„ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და
ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის
შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
1.9. საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული
„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების
გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და
მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა
(ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე, საათი და
მიმართულება(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)
2. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
3. პროდუქტი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
4. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია წარმოადგინოს ა(ა)იპ ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება’’ - ის დაქვემდებარებაში არსებულ
29 საბავშვო ბაგა-ბაღში მიწოდებული საკვები პროდუქტების ნიმუშზე ,,
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ‘’,
აკრედიტირებული ლაბორატორიის საგამოცდო ოქმი ან/და საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა,
რომლითაც დადასტურდება საკვები პროდუქტების ვარგისიანობა და
შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტექნიკურ და ხარისხობრივ
მაჩვენებლებთან;
5. საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს
სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს;
6. საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა
იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
7. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ მცხეთის
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში
არსებულ 29 საბავშვო ბაღში,
8. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ, სამუშაო დღეს
სამუშაო საათებში
9. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email).
10. საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს
გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;
11. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
12. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად);
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
14. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს
გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი და წარმოადგინოს სასაქონლო ზედნდები
არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში,
ხოლო მეორე ეგზემპლარი წარმოადგინოს ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში.
15.თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები
წარმოდგება მრავალნიშნა, ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი
ვალდებულია, შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე,
შესაბამისად შეამციროს საერთო ფასიც.
16. საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორებით (მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები. ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში, საქონლის
ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ვეტერინარული
მოწმობა(ფორმა N2).